მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტმა ილარიონმა ამერიკისა და სრულიად კანადის უნე…

მიტროპოლიტმა ილარიონმა ამერიკისა და სრულიად კანადის უნეტარეს მიტროპოლიტ ტიხონს თანამწირველობა გაუწია ნიუ-იორკის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში

2021 წლის 10 ივლისს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს ლოცვა-კურთხევით, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია.

ნიუ-იორკის აეროპორტში მეუფე ილარიონს დახვდნენ რუსეთის ფედერაციის გენერალური კონსული ნიუ-იორკში ს.კ. ოვსიანიკოვი, წმინდა ნიკოლოზის სახ. საპატრიარქო ტაძრის კლირიკოსები – იღუმენი ნიკოდიმოსი (ბალიასნიკოვი) და მღვდელი მარკოზ რაშკოვი.

11 ივლისს ნიუ-იორკის წმინდა ნიკოლოზის სახ. საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგია აღავლინა ვაშინგტონის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა, სრულიად ამერიკისა და კანადისა მიტროპოლიტმა ტიხონმა. ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან თანამწირველობდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი. ღვთისმსახურებაში ასევე მონაწილეობდნენ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მდივანი მღვდელი ალესანდრო მარგერიტინო და წმინდა ნიკოლოზის სახ. ტაძრის სამღვდელოება.

მსახურების დასასრულს, მიტროპოლიტ ტიხონისადმი მიმართვაში მეუფე ილარიონმა ბრძანა:

„თქვენო უნეტარესობავ, უნეტარესო ტიხონ, ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსო, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტო!

ნება მიბოძეთ, გულითადად მოგესალმოთ მისი უწმინდესობის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სახელით, ნიუ-იორკის წმინდა ნიკოლოზის სახ. საპატრიარქო ტაძარში. თქვენ მრავალჯერ იყავით სტუმრად ამ ტაძარში – ამერიკის მიწაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ და ლიტურგიკულ ცენტრში, მაგრამ ბოლო დროს პანდემიამ ხელი შეგიშალათ, მოგელოცათ ეს ტაძარი. და აი, დღეს, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მაგრამ საგრძნობლად დასუსტდა ამერიკის კონტინენტზე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა აქ გულითადად მოგესალმოთ.

განსაცდელი თავს დაატყდა მსოფლიოს ყველა ხალხს. ჩვენ ვიხსენებთ, როგორ იყო დაკეტილი წინა პასექის დღესასწაულზე ჩვენთან, რუსეთშიც, და აქაც, ამერიკაში, უამრავი ტაძარი მრევლისთვის: მართალია, აღესრულებოდა ღვთისმსახურება, მართალია იწირებოდა უსისხლო მსხვერპლი, მაგრამ ადამიანების უმრავლესობას ამის დანახვა მხოლოდ საკუთარი კომპიუტერების ეკრანზე შეეძლოთ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა მსახურებას ეკლესიაში დასწრებოდნენ.

პანდემიის უმძიმესმა ტალღამ, რომელმაც გასული წლის შემოდგომასა და ზამთარში ამერიკა დაფარა, ათობით და ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რუსეთმა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური მყოფობის სხვა ქვეყნებმაც ასევე სრულად განლიეს განსაცდელის ეს სასმისი – ჩვენც დიდი დანაკარგი მივიღეთ. რუსეთში კორონავირუსისგან 140 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მისი შედეგებით – იმდენი, რამდენი ჩვენ არ ვიცით, და ალბათ, ვერც ვერასდროს შევძლებთ დავითვალოთ.

სამწუხაროდ, თუკი ამერიკაში, როგორც ვხედავთ, პანდემია უკან მიიწევს, რუსეთში ახალი ტალღა დაიწყო, იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ვაქცინა გამოიგონა, ვაქცინაცია მიმდინარეობდა არა სათანადო სისწრაფით, და დღეს ჩვენ დაინფიცირების ახალი ტალღა გვაქვს, კვლავ უამრავია გარდაცვალების შემთხვევა. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს განსაცდელი ჩვენთვისაც და თქვენთვისაც.

ყველა ამ სამწუხარო მოვლენამ ხელი შეგვიშალა, ერთობლივად აღგვენიშნა გასულ წელს ამერიკის მართლმადადებელი ეკლესიის მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღი – მისი ავტოკეფალიის 50 წლისთავი.

მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში წარმოადგენს რუსი მისიონერების, რუსი იერარქებისა და სამღვდელოების გამომხსნებლობითი მოღვაწეობის ნაყოფს, რომლებმაც ამერიკის კონტინენტზე მართლამადიდებლობა მოიტანეს ალიასკის გავლით, დასავლეთ სანაპიროდან, შემდეგ კი ის აქამდეც მოვიდა – აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპირომდე. უამრავი შრომა ჩაიდო იმაში, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება გაბრწყინებულიყო ამერიკის კონტინენტზე. და აი, 1970 წელს მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში, რომელიც იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ასული, მისი უსაყვარლესი და გახდა. მას ებოძა ავტოკეფალია იმ შეუქცევადი უფლებით, რომელსაც ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ფლობს: თავად განსაზღვროს თავისი ყველა იმ ნაწილის მომავალი, რომელიც გაიზარდა და დამოუკიდებლობას მიაღწია. და მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ დროს გამოჩნდა ახალი თეორიები და ახალი შეხედულებები ამ საკითხზე, ჩვენ, ვუყურებთ რა ისტორიას, ვხედავთ, რომ ავტოკეფალიის ბოძების პროცესი არასდროს ყოფილა ერთსახოვანი, მაგრამ ფუძემდებელი პრინციპი ყოველთვის იყო შენარჩუნებული: ავტოკეფალურობას დედა-ეკლესია ანიჭებდა თავის შვილ-ეკლესიას.

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში იმ უმნიშვნელოვანესი მოვლენის წყალობით, ეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია გახდა ჭეშმარიტად ეროვნული ეკლესია თავისი ხალხისა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ღვთისმსახურებაში საკუთარ ენაზე. ეს ეკლესია დღეს დინამიურად ვითარდება და მშვენიერდება თქვენი უნეტარესობის პირველიერარქი ომოფორის ქვეშ.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სახელით, გულითადად გილოცავთ ამ ზოგადსაეკლესიო მოვლენებს, ასევე, თქვენი უნეტარესობის ცხოვრებაში მოახლოებულ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს –დაბადებიდან 55 წლისთავს. ჩვენ თანატოლები ვართ: ჩვენი დაბადების დღის თარიღებში სულ ერთ კვირაზე ცოტა მეტი სხვაობაა. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი თაობის ადამიანებს დღეს აქვთ შესაძლებლობა, ემსახურონ ქრისტეს ეკლესიას და საკუთარი ძალები თავისი სამწყსოს მსახურებას მოახმარონ. მინდა გისურვოთ, რომ თქვენი ცხოვრების 55 წლის შემდგომ წლებში უფალმა განგამტკიცოთ და თქვენს უნეტარესობას უბოძოს ძალა იმისა, რომ ღირსეულად ატაროთ მღვდელთმთავრისა და პირველი იერარქის მძიმე ჯვარი“.

საპასუხო სიტყვაში უნეტარესი მიტროპოლიტი ტიხონი თბილად მიესალმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს, აღნიშნა სულიერი, კანონიკური და სარწმუნოებრივი ერთობა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიისა თავის დედა ეკლესიასთან – მოსკოვის საპატრიარქოსთან. „ძვირფასო მეუფევ ილარიონ, მე მოხარული ვარ თქვენთან ერთობლივი ღვთისმსახურების შესაძლებლობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსული ინფექციის პანდემია კვლავ გრძელდება“, – აღნიშნა მისმა უნეტარესობამ.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარეს მიტროპოლიტ ტიხონს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესგან საჩუქრად წმინდა პანაღია გადასცა.

მეუფე ილარიონმა ასევე სიტყვით მიმართა წმინდა ნიკოლოზის სახ. საპატრიარქო ტაძრის სამღვდელოებას და მრევლს:

„ძვირფასო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო!

მინდა გადმოგცეთ სალამი და ლოცვა-კურთხევა უწმინდეს პატრიარქ კირილესგან.

ჩვენ ყველამ გავიარეთ და ისევ განვაგრძობთ სვლას მძიმე განსაცდელების ცეცხლში. მაგრამ ღმერთი მოწყალეა: ამ დროს ის გვანუგეშებს ჩვენ თავისი მრავალი მადლმოსილი ძღვენით. ჩვენი მთავარი ნუგეში – ეს საღვთო მსახურებაა, რომელიც ტაძარში აღესრულება, წმინდა ევქარისტია, რომელშიც შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ, და ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარება, რომელიც ძალას გვაძლევს, გადავიტანოთ ამასაუკუნის განსაცდელი და მოვემზადოთ მომავალი ცხოვრებისათვის.

მინდა, ყველა ჩვენგანს ვუსურვო, რომ მტკიცედ დავიცვათ წმინდა მართლმადიდებლური სარწმუნოება, გვიყვარდეს ჩვენი ტაძრები, ვიყოთ ერთგულები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი საკუთარ ცხოვრებისეულ გზაზე და აღვასრულოთ მისი საღვთო მცნებები.

წმინდა ნიკოლოზის საპატრიარქო ტაძრის სასულიერო დასს ვუსურვებ ღვთის შემწეობას სამწყემსო მსახურების აღსრულებაში, რომელიც დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადი და ფრიად საჭიროა“.

წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ახალგაზრდული კლუბის თხოვნით, მეუფე ილარიონმა სამრევლოს თავისი სხვადასხვა წიგნი გადასცა.

აშშ-ში მოგზაურობის პერიოდში ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის თანმხლები პირებია სსკგ-ს თანამშრომელი ფილიპე ჩემპიონი და იპოდიაკონი ვიაჩესლავ ლი.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური


გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب