მთავარი გვერდი ახალი ამბები
ბუენოს-აირესში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არგენტი…

ბუენოს-აირესში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არგენტინის ეპარქიის დაარსების 75-ე წლისთავი აღნიშნეს


2021 წლის 27 ივნისს, სულთმოფენობიდან პირველ, ყოველთა წმინდათა კვირიაკეს, ბუენოს-აირესის (არგენტინა) წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის კარის ეკლესიაში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია ჩატარდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არგენტინის ეპარქიის დაარსების 75 წლისთავთან დაკავშირებით.

სადღესასწაულო ლიტურგია აღასრულეს კარაკასისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსმა იოანემ (რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესია) და არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსმა ლეონიდემ, ორი ეპარქიის კლირიკოსების თანამსახურებით.

საღვთო ლიტურგიას ესწრებოდნენ არგენტინაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს პირველი მდივანი, ატაშე კულტურის მიმართულებით ო. ვ. კოლომინი და „Россотрудничество“-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი არგენტინაში ა. ა. ლებედევი.

ღვთისმსახურება შესრულდა საეკლესიო სლავურ და ესპანურ ენებზე.

მრჩობლი კვერექსის შემდეგ წაკითხულ იქნა ლოცვა მავნებელი ჰაერის გავრცელების წინააღმდეგ.

ლიტურგიის განტევებისას შესრულდა დღესასწაულის სადიდებელი.

შემდეგ სამხრეთ ამერიკისა და არგენტინის ეპისკოპოსმა ლეონიდემ ქადაგება წარმოთქვა, რომელშიც, აღნიშნა:

„ეპარქია – ეს არ არის მხოლოდ ტაძარი, სამლოცველო დაწესებულება, იერარქები და სამღვდელოება. ეს ასევეა ღმრთისმოყვარე ხალხი, რომელსაც უყვარს ტაძარი, უყვარს ლოცვა, უყვარს ერთობლივი ღვთისმსახურება. 75 წლის მანძილზე ძალიან ბევრი იქნა მიღწეული. მაგრამ ეს ყველაფერი არ იქნებოდა არგენტინის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან კეთილი ურთიერთობის გარეშე, რუსეთის იმ ქვეყნების საელჩოებთან, სადაც ეპარქიის კანონიკური პასუხისმგებლობა ვრცელდება, „Россотрудничество“-ს წარმომადგენელთა, სავაჭრო წარმოამდგენელთა, რუსი თანამემამულეების ორგანიზაციების, ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების გარეშე. და რა თქმა უნდა, რეგიონში წარმოდგენილ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან დიდი ხნის ძმური ურთიერთობის გარეშე. ურთიერთთანამშრომლობა ეკლესიის, სახელისუფლებო და არასახელისუფლებო სტრუქუტურებისა, დღეს იძლევა ძალიან კეთილ ნაყოფს,­ ქრისტეს სახარების თესლი ითესება მთელს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. ჩვენ გულითადად ვმადლობთ ჩვენს თავმჯდომარეს – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესს პატრიარქ კირილეს – მისი მწყემსმთავრული ლოცვებისთვის, ზრუნვისა და მამობრივი შრომისთვის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე შორეული და ყველაზე დიდი ეპარქიისთვის. მადლიერების სიტყვას გადმოგცემთ ყველას, ვინც ამ დროს მოწოდებულია აქ თავისი მსახურებისთვის: უანგარო მწყემსებსა და ღვთისმოყვარე ერს“.

შემდეგ დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა არგენტინაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს პირველმა მდივანმა, ატაშემ კულტურის მიმართულებით ო. ვ. კოლომინმა და არგენტინაში „Росструодничество“-ს ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ა. ა. ლებედევმა. სტუმრებმა ეპისკოპოსს ლეონიდეს არგენტინის ეპარქიის დაარსების 75 წლისთავი მიულოცეს, ეპარქიას კეთილდღეობა უსურვეს და იმედი გამოთქვეს შემდგომ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.

შემდეგ გაჟღერდა მრავალჟამიერი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესთვის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისთვის და მთელი სამწყსოსთვის.

არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპარქია/

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

გაზიარება:
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა თავდამსხმელებში ქრისტიანული რწმენის არარსებობას ამტკიცებს

07.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

08.05.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب