
მოსკოვის საპატრიარქო
სოფიაში რუსეთის ეკლესიის მეტოქიონის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო ოსმალეთის უღლისგან ბულგარეთის გათავისუფლების 147-ე წლისთავთან დაკავშირებით აღსრულებულ სამადლობელ პარაკლისში




სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 04.03.2025. 3 მარტს ოსმალეთის უღლისგან ბულგარეთის გათავისუფლების 147-ე წლისთავზე, სოფიაში, ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში, ბულგარეთის უწმინდესმა პატრიარქმა დანიელმა განსასვენებელი ლოცვა აღავლინა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ველზე დაცემულთა სულებისათვის და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა.
უწმინდეს პატრიარქს თანამსახურებდნენ: წმიდა სინოდის მთავარი მდივანი, მელნიშის ეპისკოპოსი გერასიმე; სოფიის მიტროპოლიის პროტოსინგელი, არქიმანდრიტი იოანე (პეშევი); სოფიაში საპატრიარქო მეტოქიონის წინამძღვარი, დეკანოზი ვლადიმერ ტიშჩუკი; რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტავროფორული ეკონომოსი ნელუც ოპრია; სოფიის მიტროპოლიის კლირიკოსები, – იუწყება მეტოქიონის საიტი.
ღვთისმსახურების დასასრულების შემდეგ ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარმა თავის ქადაგებაში აღნიშნა: „ჩვენი ხალხის ჭეშმარიტი ძალა სწორედ მის სულიერებასა და კულტურაშია, რომლებსაც, თავის მხრივ, ჩვენს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ეფუძნებიან – ღვთის რწმენასა და სასოებას. როგორც წარმართთა მოციქული იტყვის, „მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ“ (საქ. 17:28). ეს რწმენა საუკუნეების მანძილზე აღგვაშენებდა, გვაერთიანებდა და გვინარჩუნებდა როგორც საღვთო ერს, მათ შორის, ყველაზე ბნელ და უიმედო ჟამსაც კი; ის ჩვენ განგვამტკიცებდა, და ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი გარანტია ჩვენი აწმყოსა და მომავლისა, ჩვენი, როგორც ღვთის ერის არსებობისა. სწორედ ამან შთააგონა ჩვენი წინაპრები და ჩვენი მართლმადიდებელი ძმები ახლო და შორეული უცხოეთიდან, რომლებიც ოდესღაც მოვიდნენ აქ ჩვენს გასათავისუფლებლად. მარადიული და კურთხეული იყოს ბულგარეთის თავისუფლებისთვის თავდადებული ყველა ცნობილი და უცნობი გმირის ხსოვნა“.
ფოტო ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საიტიდან
07.01.2025
26.12.2024
25.12.2024