მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
პატივისცემით გილოცავთ საპატრიარქო ტახტზე თქვენი აღსვლის დღეს.
ლოცვით წარმდგარი ღვთის წინაშე, თქვენ მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენთ წმინდა ეკლესიისა და თქვენი ხალხის თავდაუზოგავი მსახურის მაგალითს. უფლისადმი ამ მოშურნეობისთვის თქვენ პატივს მოგაგებენ არა მარტო სამშობლოში, არამედ მთელს ქრისტიანულ სამყაროში, როგორც საეკლესიო მოღვაწეს, რომლის ძალისხმევითაც მოხდა საქართველოს სულიერი აღორძინება და მართლმადიდებლობის აყვავება ეკლესიის ათწლეულოვანი დევნის შემდეგ.
ამ ღირსშესანიშნავ დღეს ვუსურვებ თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას ღვთის ყოვლადგანმამტკიცებელი მადლის შემწეობას საპასუხისმგებლო საწინამძღვრო მსახურებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მსოფლიო მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ. დაე ღმერთმან, რამეთუ მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა (ეფეს. 2:4) მოგანიჭოთ მრავალჟამიერი ჯანმრთელობა, სულის სიმხნევე და ძალთა სიმტკიცე.
მოკრძალებული სიყვარულით ქრისტეში,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების
თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024