მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 12.12.2024. 2024 წლის 12 დეკემბერს ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა საუბარი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესა და მოსკოვის საპატრიარქო საყდართან ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენელს, ფილიპოპოლის მიტროპოლიტ ნიფონს შორის.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი.
მიტროპოლიტ ნიფონისადმი სიტყვაში მისმა უწმინდესმა თანაგრძნობა გამოხატა სრულიად ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, რომელიც ამჟამად ძალიან მძიმე ვითარებაში იმყოფება. „ჩვენამდე მოდის ინფორმაცია იმ მწუხარების შესახებ, რომელსაც ახლა ბევრი განიცდის“, – აღნიშნა მან. ამასთან, ხაზი გაუსვა რა სირიის მართლმადიდებელი მოსახლეობის სიმამაცესა და სულიერ გმირობას და ზოგადად ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ იმედი გამოთქვა, რომ მისი მომავალი დაკავშირებულია არა დასუსტებასთან და, მით უფრო, მძიმე დანაკარგთან, არამედ „შემდგომ დიდებულ მსახურებასთან ხალხის საკეთილდღეოდ“.
უწმინდესმა მეუფემ მხარდაჭერა გამოუცხადა ყველას, ვინც ამ წუთებში იტანჯება, ვინც წუხს თავის სამშობლოზე, მის უსაფრთხოებაზე, თავისუფლებაზე. „მე დიდი იმედი მაქვს, რომ ვერანაირი გარე ძალები ვერ გამოიყენებენ იმ რთულ ვითარებას, რომელშიც თქვენი ხალხი და თქვენი ეკლესია აღმოჩნდა მისი და სირიის სახელმწიფოს დასუსტებლად. ღმერთი შეგეწიოთ ყველას, ვინც დღეს მძიმე ჟამს განიცდით“, – დასძინა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.
მან დაარწმუნა ფილიპოპოლის მიტროპოლიტი ნიფონი, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახით, ანტიოქიის საპატრიარქოს ყოველთვის ჰყავს მეგობარი, რომელიც გულწრფელად თანაუგრძნობს მას რთულ ვითარებაში და მზადაა დაეხმაროს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, როგორც წარსულში, ასევე აწმყოში.
„დაე უფლის კურთხევა ყოფილიყოს სირიელ ხალხზე, დაე მშვიდობამ და სამართლიანობამ რაც შეიძლება მალე იზეიმოს ამ უძველეს მიწაზე“, – უსურვა რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა.
მიტროპოლიტ ნიფონსმან სთხოვა, გადასცეს დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარეს პატრიარქ იოანე X-ს თავისი პირადი თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა.
თავის მხრივ, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენელმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, მადლობა გადაუხადა უწმინდეს პატრიარქ კირილეს: „გმადლობთ, რომ იზიარებთ ჩვენს მწუხარებას. თქვენო უწმინდესობავ, თქვენი წინამძღვრობის პირობებში ჩვენი ეკლესია ყოველთვის გრძნობდა ძმურ დამოკიდებულებას და თანადგომას, და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ამისთვის. შეიძლება ითქვას, რომ უნეტარესი პატრიარქი იოანე დღეს სულით ჩვენთან იმყოფება, და დარწმუნებული ვარ, რომ ის იზიარებს ამ აზრებს და მადლობას გიხდით თქვენ“.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
07.01.2025
26.12.2024
03.12.2024
07.01.2025
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024