მოსკოვის საპატრიარქო
მოსკოვის სასულიერო აკადემიასა და ჩიკაგოში არსებული სერბეთის წმინდა საბას სასულიერო სემინარიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება დაიდო
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 10.01.2024. 2024 წლის 23-29 სექტემბერს მოსკოვის სასულიერო აკადემიას სტუმრობდა ჩიკაგოში არსებული ახალი გრაჩანიცას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის მონასტრის წინამძღვარი (სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი გრაჩანიცისა და შუა-დასავლეთ ამერიკის ეპარქია), ჩიკაგოს წმინდა საბა სერბის სასულიერო სემინარიის პრორექტორი და პროფესორი, აკადემიის კურსდამთავრებული არქიმანდრიტი სერგი (პუშკარი).
ვიზიტის მთავარი მიზანი იყო პრეზენტაცია მისი წიგნისა: „წმინდა ნიკოლოზ (ველიმიროვიჩი) სერბის ცხოვრება, მისიონერული მოღვაწეობა და სწავლანი“, რომელიც მოსკოვის სასულიერო აკადემიის გამომცემლობამ გამოსცა.
28 სექტემბერს მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორმა, სერგი-პოსადისა და დიმიტროვის ეპისკოპოსმა კირილემ და არქიმანდრიტმა სერგიმ (პუშკარმა) ხელი მოაწერეს სასულიერო სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას. როგორც მოსკოვის სასულიერო აკადემიის საიტი იუწყება, თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი ღონისძიებების, სტუმრის ლექციებისა და ორმხრივი ინტერესების შემცველი სხვა საქმიანობების ორგანიზება.
შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის რექტორის მდივანი, მღვდელმონაზონი დამიანე (ვორონოვი) და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში რექტორის თანაშემწე, მსა-ს გამომცემლობის დირექტორი, დიაკონი დიმიტრი სეროვი.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024