მოსკოვის საპატრიარქო
„მეუ“-ს მხარდამჭერებმა პოლიციის დახმარებით ტაძარი მიიტაცეს კიევის ოლქის სოფელ რუდნიაში
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 17.07.2024. 11 ივლისს, „მეუ“-ს მომხრეებმა პოლიციასთან ერთად სოფელ რუდნიაში (უკრაინის კიევის ოლქი) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი მიიტაცეს, – იტყობინება ტელეგრამ-არხი „Дозор на Першому Козацькому“.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს არ სურდა ტაძრის იურისდიქციის შეცვლა, ადამიანებმა, რომლებსაც არაფერი აკავშირებდათ სამრევლოსთან, 2024 წლის აპრილში კრება გამართეს მრევლის სახელით, სადაც ტაძარი „გადაიტანეს“ „მეუ“-ს იურისდიქციაში. თუმცა მანამდე, ერთი კვირით ადრე, ნამდვილმა მართლმადიდებელმა მრევლმა თავის შეკრებაზე დაადასტურა საკუთარი გადაწყვეტილება უმე-ს შემადგენლობაში დარჩენის შესახებ. მორწმუნეებმა 600 ხელმოწერა შეაგოვეს ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ – იტყობინება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
07.01.2025
26.12.2024
03.12.2024
07.01.2025
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024