მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა ჩერნოგორიაში …

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა ჩერნოგორიაში (მონტენეგრო) მონაწილეობა მიიღო საიუბილეო ზეიმებში


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 06.06.2024. 2024 წლის 1-4 ივნისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით წმინდა სერგის სამების ლავრის ვიკარმა, სერგიევ-პოსადისა და დიმიტროვის ეპისკოპოსმა კირილემ მონაწილეობა მიიღო საიუბილეო ზეიმებში, რომლებიც მიეძღვნა ღირსი იუსტინეს (პოპოვიჩი) ხსოვნას და ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიტ იოანიკეს (სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია) იერარქიული მსახურების 25 წლისთავს, – იუწყება ლავრის საიტი.

ჩერნოგორიაში ჩასვლისთანავე ეპისკოპოსი კირილე ეწვია ოსტროგის მონასტერს და თაყვანი სცა წმინდა მღვდელთმთავარ ვასილი ოსტროგელის წმინდა ნეშტს.

2 ივნისს დაიწყო ზეიმების ოფიციალური ღონისძიებები. მათში მონაწილეობა მიიღეს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებმა: დაბრობოსანის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომმა, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ეპისკოპოსმა სილუანემ, მილეშევის ეპისკოპოსმა ათანასემ, რაშკო-პრიზრენის ეპისკოპოსმა თეოდოსიმ, ვალევის ეპისკოპოსმა ისიქიოსმა, ზახუმ-ჰერცოგოვინისა და პრიმორსკის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ, ბუდიმლიან-ნიკშიჩის ეპისკოპოსმა მეთოდემ, დიოკლიის ვიკარულ ეპისკოპოსად არჩეულმა პროტოსინგელმა პაისიმ, ასევე სამღვდელოებამ, სამონაზვნო დასმა და ერისკაცებმა.

მე-17 საუკუნის მოღვაწის, ღირსი სტეფანე პიპერსკის ხსენების დღეს ეპისკოპოსმა კირილემ თანამწირველობა გაუწია მიტროპოლიტ იოანიკეს ჩელია-პიპერსკის მონასტერში, სადაც განისვენებს წმინდანის წმინდა ნეშტი. წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა იოანიკემ მადლობა გადაუხადა ეპისკოპოს კირილეს ერთობლივი ლოცვისა და ჩერნოგორიაში ჩასვლისთვის, რათა ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულის სიხარული სერბეთის ეკლესიასთან ერთად გაეზიარებინა.

იმავე დღეს, პოდგორიცაში, ქრისტეს აღდგომის საკათედრო ტაძრის საძვალეში, საზეიმო ღონისძიებები გაიმართა ღირსი იუსტინეს (პოპოვიჩი) დაბადების 130 წლისთავის, გარდაცვალების 45 წლისთავისა და წმინდა ნეშტის მოპოვების 10 წლისთავის დღესთან დაკავშირებით, ასევე მიტროპოლიტ იოანიკეს იერარქიული მსახურების 25 წლის იუბილის აღსანიშნავად.

მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა სერგიევ-პოსადისა და დიმიტროვის ეპისკოპოსმა კირილემ. თავის მიმართვაში მეუფემ გაიხსენა წმიდა იუსტინეს (პოპოვიჩი) აღთქმები სლავური ხალხების ერთობის შესახებ ქრისტეს დასამოწმებლად, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმთლიანობისა და ერთმანეთთან ცოცხალი ურთიერთობის აუცილებლობის შესახებ, ასევე ხაზი გაუსვა წმინდანის ღვაწლის მასშტაბებს: „ღირსმა იუსტინემ მხოლოდ პოლიტიკური მოვლენების გამო ვერ შეძლო დაესრულებინა სწავლის კურსი პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. სანკტ-პეტერბურგისა და მოსკოვის სასულიერო აკადემიებში უკვე დაიცვეს ღირსი იუსტინეს რამდენიმე საღვთისმეტყველო ნაშრომი. ვფიქრობ, ასეთი ნაშრომების რიცხვი გაიზრდება, რადგან ამ წმინდანის მემკვიდრეობა მართლაც უზარმაზარია“.

3 ივნისს, წმიდა მოციქულთასწორთა მეფე კონსტანტინესა და მისი დედის, დედოფალ ელენეს ხსენების დღეს, ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიტ იოანიკის საეპისკოპოსო ქიროტონიის 25 წლისთავზე, პოდგორიცეში, ქრისტეს აღდგომის საკათედრო ტაძარში აღევლინა საღმრთო ლიტურგია. წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა იოანიკემ მადლობა გადაუხადა თანამწირველ მღვდელთმთავრებსა და სამღვდელოებას ერთობლივი ლოცვისთვის და ყველას სიხარული და ღვთის შემწეობა უსურვა. იგი განსაკუთრებით მიესალმა სამება-სერგიევის ლავრის მმართველ ეპისკოპოს კირილეს.

4 ივნისს სერგიევ-პოსადისა და დიმიტროვის ეპისკოპოსმა კირილემ საღმრთო ლიტურგიაზე თანამწირველობა გაუწია მიტროპოლიტ იოანიკეს მოწამე იოანე-ვლადიმირის საკათედრო ტაძარში, ქალაქ ბარში. ამ დღეს ეკლესია პატივს მიაგებს სერბეთის მთავრის, მოწამე იოანე-ვლადიმერის ხსოვნას. წმინდანი მე-10 საუკუნეში მართავდა ჩერნოგორიას და ქალაქ ბარის ზეციურ მფარველად ითვლება.

ლიტურგიის დასასრულს ეპისკოპოსმა კირილემ მლოცველებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მეუფემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუს და სერბ ხალხებს შორის საუკუნოვანი ურთიერთობა და სულიერი ერთობა – ეს არის ღვთის დიდი კურთხევა. მან ასევე აღნიშნა, რომ წმიდა იოანე-ვლადიმერის და კეთილმორწმუნე მთავართა-ვნებათდამთმენელთა ბორისისა და გლების ცხოვრება მსგავსია: „როგორც იოანე-ვლადიმერი, ასევე ძმები ბორისი და გლები შურის გამო ევნენ. მათი ცხოვრება უდიდესი ძალისა და სიბრძნის უმაღლესი გამოვლინებაა – მათ ბოროტება სიკეთით დაამარცხეს“.

იმავე დღის საღამოს ეპისკოპოსმა კირილემ მიტროპოლიტ იოანიკეს თანამსახურება გაუწია მწუხრის ღვთისმსახურებაზე, რის შემდეგაც მონაწილეობა მიიღო საერთო-სახალხო ჯვრით მსვლელობაში. ლოცვითი მსვლელობა გაიმართა წმინდა იოანე-ვლადიმერის დღეების ღონისძიებების ფარგლებში. აღნიშნულ ღონისძიებებზე შეიკრიბნენ ქალაქის მცხოვრებნი და ჩერნოგორიის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მორწმუნენი.

გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب