მოსკოვის საპატრიარქო
ეკლესიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების განცხადება „დესიატინის“ მონასტრის დანგრევასთან დაკავშირებით
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 17.05.2024. ეკლესიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება განცხადებით გამოვიდა კიევში „დესიატინის“ მონასტრის დანგრევასთან დაკავშირებით, – იტყობინება Патриархия.ру.
2024 წლის 17 მაისის ღამეს კიევის ხელისუფლებამ უკანონოდ დაანგრია „დესიატინის“ (მეათედის) მონასტერი, რომელიც აგებული იყო ძველი რუსეთის X საუკუნის პირველი ქვის ეკლესიის ადგილზე. აღნიშნული მონასტერი განსაკუთრებული პატივგებით სარგებლობდა კიეველებსა და მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელ მორწმუნეთა შორის, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა კიევის ხელისუფლებას, რომელმაც, როგორც ათეისტურ პერიოდში ხდებოდა, ღამის საფარველქვეშ მძიმე ტექნიკისა და შეიარაღებული ხალხის მეშვეობით დაანგრია ეკლესიის შენობა.
კიეველები დღეს მოდიან სალოცავად იმ ადგილას, სადაც ღვთისმბრძოლების მიერ დაშლილი ტაძარი იდგა. კიევის ხელისუფლებამ გაიმეორა ის, რაც გააკეთა ბათო ხანმა, ხოლო რამდენიმე საუკუნის შემდეგ – სახელმწიფო ათეიზმის მსახურებმა.
რუსეთის ეკლესიის, ისევე როგორც ბევრი სხვა ადგილობრივი ეკლესიის, მორწმუნენი ტკივილს განიცდიან ღვთისმბრძოლთა მემკვიდრეების მიერ ჩადენილი მორიგი დანაშაულის გამო.
მთელი მსოფლიოს მორწმუნეთა მეხსიერებაში დარჩება ხსოვნა იმის შესახებ, თუ როგორ ნადგურდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, მისი სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობა ხელისუფლების მფარველი პოლიტიკური ძალების მიშვებით და უფლებადამცველი ორგანიზაციების დუმილით, ხოლო მისი წევრები გადაყვანილნი არიან უფლებაყრილ და ხმაჩამორთმეულ ადამიანთა კატეგორიაში.
უკრაინის მთავრობის ღვთისმბრძოლი ქმედებები არ მიეცემა დავიწყებას, ხოლო მათზე პასუხისმგებელი ყველა პასუხს აგებს ისტორიის სასამართლოსა და ღვთის სამსჯავროს წინაშე.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024