მოსკოვის საპატრიარქო
მალავის დაახლოებით 1000 მცხოვრებმა წმინდა ნათლობა მიიღო
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 14.04.2024. გასულ კვირას დაახლოებით 1000-მა მცხოვრებმა მიიღო წმინდა ნათლობა მალავიში, – იტყობინება მოსკოვის საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს ტელეგრამ-არხი.
11 აპრილს მოსკოვის საპატრიარქოს აფრიკის ეგზარქოსმა, ზარაისკის მიტროპოლიტმა კონსტანტინემ ნათლისღების საიდუმლო აღასრულა სოფ. ნამბაზოს (ფალომბეს რაიონი) წმინდა კირილეს სახ. სამრევლოში, 12 აპრილს – ჩიკვავას რაიონის ღირსი ანტონის სახ. სამრევლოში, 13 აპრილს – წმინდა სერგი რადონეჟელის სახ. სამრევლოში სოფ. მულანჯაში და წმინდა იოანე წინამორბედის სახ. სამრევლოში სოფ. მილეპში.
მღვდელთმთავარს თანამსახურებდნენ აფრიკის საეგზარქოსოს მისიონერული განყოფილების თავმჯდომარე, მღვდელი გეორგი მაქსიმოვი და მალავის საეგზარქოსოს სამღვდელოება.
იმავე დღეებში, ზარაისკის მიტროპოლიტ კონსტანტინეს ლოცვა-კურთხევით, მღვდელმა გიორგი მაქსიმოვმა და ადგილობრივმა სამღვდელოებამ ნათლობა აღასრულეს ჩირაძულუს რაიონში წმინდა ლუკა მახარებლის, სოფ. მიგოვიში წმინდა ბასილი დიდის და სოფ. მაკანდიში წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სამრევლოებში.
ახლადმონათლულებს გადაეცათ სამკერდე ჯვრები, ხატები – სახლში წითელი კუთხის მოსაწყობად, ასევე მართლმადიდებლური კატეხიზმო, რომელიც საგანგებოდ ამ მოგზაურობისთვის მომზადდა ჩიჩევას ენაზე.
ნათლისღებას წინ უძღოდა სულიერი მომზადება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მალავის სამრევლოებში ადგილობრივი სასულიერო პირებისა და კატეხიზატორების ხელმძღვანელობით.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024