მოსკოვის საპატრიარქო
ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 26.11.2023. 25 ნოემბერს, სულთმოფენობის შემდგომ 25-ე კვირას, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვა აღავლინა. მას თანამწირველობა გაუწიეს რიაზანისა და მიხაილოვის მიტროპოლიტმა მარკოზმა და ვენისა და ავსტრიის ეპისკოპოსმა ალექსიმ. მაღალყოვლადუსამღვდელოესი მღვდელთმთავრები ვენაში ჩავიდნენ ვენისა და ავსტრიის ეპარქიის დაარსებიდან 60 წლისთავის აღსანიშნავ დღესასწაულზე.
მღვდელთმთავრებს თანამსახურება გაუწიეს დეკანოზმა ვლადიმერ ტიშჩუკმა, დეკანოზმა რადოსლავ რისტიჩმა, მღვდელმა ვიაჩესლავ შიბანოვმა, მღვდელმა გეორგი რიაშკომ, დიაკვნებმა ბოიან ნედელკოვიჩმა და ნიკოლოზ მარკოვიჩმა, ასევე სტუმარმა სასულიერო პირებმა. საკურთხეველში ლოცულობდა არქიმანდრიტი გიორგი (ვოსტრელი).
სადიდებლიან მსახურებაზე საზეიმო საგალობელი აღუვლინეს წმინდა იოანე ოქროპირს, რომლის ხსენებაც ამ დღეებში აღესრულება.
საკვირაო სახარების წაკითხვის შემდეგ, ცისკარზე კანონის წაკითხვისას, მიტროპოლიტმა ანტონიმ სასულიერო პირებსა და მრევლს ნაკურთხი ზეთი სცხო.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024