მოსკოვის საპატრიარქო
საქართველოს ეკლესიის წმინდანის, ღირსი გაბრიელ სამთავროელის წმინდა ნაწილი გადაეცა ალმა-ათის ამაღლების საკათედრო ტაძარს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 08.11.2023. 7 ნოემბერს ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტმა ალექსანდრემ შეხვედრა გამართა ასტანას ეპარქიის ვიკართან, ტალდიკორგანის ეპისკოპოს კლავდიანთან და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსთან, არქიმანდრიტ გაბრიელთან (თუთბერიძე), რომელიც ალმა-ათის რეგიონის ქართული დიასპორის სულიერ გამოკვებაზე ზრუნავს.
შეხვედრა გაიმართა ყაზახეთის სამიტროპოლიტოს მიტროპოლიტ იოსების (ჩერნოვი) სახ. სულიერ-კულტურულ ცენტრში, – იუწყება სამიტროპოლიტოს ვებგვერდი.
საუბრის მსვლელობისას არქიმანდრიტმა გაბრიელმა, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტ ალექსანდრეს გადასცა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართველი მოღვაწის ღირსი გაბრიელის (ურგებაძე) წმინდა ნეშტის წმინდა ნაწილაკი.
ასტანასა და ყაზახეთის მიტროპოლიტმა ალექსანდრემ მადლობის სიტყვებით მიმართა არქიმანდრიტ გაბრიელს (თუთბერიძე) და მისი სახით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს. მან აღნიშნა შეწირული ძღვენის მნიშვნელობა ყაზახეთის მორწმუნეთა სულიერი გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის. ყაზახეთის რესპუბლიკის სამიტროპოლიტოს ქველმოქმედთა სახსრებით სიწმინდისთვის სპეციალური კიდობანი დამზადდება; ასევე იგეგმება ღირსი გაბრიელ სამთავროელის ხატის დაწერა.
წმინდა ნაწილის ადგილსამყოფელად განისაზღვღა ალმა-ათის ამაღლების საკათედრო ტაძარი.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024