მთავარი გვერდი ახალი ამბები
ულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტმა იონათანმა პატრიარქ ბ…

ულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტმა იონათანმა პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვებს, რომელმაც დაგმო უკრაინელი იერარქების აღმსარებლობითი ღვაწლი, მკრეხელობა უწოდა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 01.11.2023. სასულიერო და საერო პირებისგან შემდგარი უფლებადამცველი ჯგუფის თხოვნით, ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტმა იონათანმა შეაფასა პატრიარქ ბართლომეოსის განცხადება, რომელიც მან 2023 წლის 15 ოქტომბერს მადრიდში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ესპანეთისა და პორტუგალიის მიტროპოლიის სასულიერო პირებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. კერძოდ მან განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების სისხლის სამართლებრივ დევნას სამართლიანად და დასაბუთებულად მიიჩნევს.

მიტროპოლიტ იონათანის შეფასება ტილჩინის ეპარქიამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

დაგმობის სიტყვები უკრაინელი იერარქების აღმსარებლობით ღვაწლთან მიმართებით, რომლებიც მართლმადიდებლობასა და კანონიკურ ეკლესიას იცავენ, აშკარად ცილისმწამებლური და ცოდვილი გამონათქვამია, და მკრეხელურიც კი, – დარწმუნებულია მიტროპოლიტი იონათანი. 2023 წლის 7 აგვისტოს 75 წლის მძიმედ დაავადებულ მღვდელთმთავარს, მართლმადიდებლურ სამყაროში ფართოდ ცნობილ საეკლესიო კომპოზიტორს, აბსურდული ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ქონების კონფისკაციით.

მეუფემ აღნიშნა: „მადრიდში პატრიარქ ბართლომეოსის უცნაური და არაგონივრული სიტყვები ბლაგვ და დაჟანგულ ხმალს ჰგავს, რომელმაც უმოწყალო და სასტიკი ჭრილობა მიაყენა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნილი იერარქების, მისი სამღვდელოებისა და ერისკაცების სულებს როგორც უკრაინაში, ისე შორეულ ქვეყნებში. მან კონსტანტინოპოლის პირველიერარქის ხალენი სულიერ-სიმბოლურად ორად განაპო, რომელსაც ახლა, შეუფერებლობის გამო მოაკლდა რწმენისა და ჭეშმარიტების დამცველის, წმინდა წინასწარმეტყველ ელიას ხალენის მადლმოსილი ძალები, და სიცრუით შებილწული, ზეცას შეჰღაღადებს თავისი ყოფილი ამაყი ბატონის ცოდვილ მიწაზე დაცემის ამბავს“.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბევრმა მღვდელთმთავარმა, სასულიერო პირმა და ერისკაცმა საბოლოოდ დაკარგა ნდობა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მსჯელობის ობიექტურობისადმი „ფანარის მეთაურის იმ საშინელი სიტყვების შემდეგ, რომლებითაც ის მადრიდში გამოვიდა თავისი კლირიკოსების წინაშე იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში გაჩაღებულია ტაძრებისა და მონასტრების დარბევები და მიტაცებები; იმ ფონზე, როდესაც კიევ-პეჩერის ლავრიდან გამოაძევეს სასულიერო სემინარია და სასულიერო აკადემია; იმ ფონზე, როდესაც უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების მიმართ გრძელდება ჩხრეკები, დაპატიმრებები, სასამართლოები; იმ ფონზე, როდესაც მწუხარებს და ტირის უმე-ს ერთგული მორწმუნენი“ – დარწმუნებულია მიტროპოლიტი იონათანი. „ნუთუ მისთვის სასიამოვნო იქნება ღვთის მიმართ ლოცვა ლავრის ცარიელ ტაძრებში?!“ – რიტორიკულ კითხვას სვამს იგი.  

„მე, უბადრუკი და უღირსი, რომელიც ადრე უკანონოდ ვიყავი გასამართლებული ვინიცელი მოსამართლის მიერ და რომელმაც თავის დროზე ახალი რომის პირველიერარქის ხელიდან მივიღე დამსახურებული საეკლესიო ორდენი, ახლა გავკადნიერდები და ვეტყვი მას: თქვენ სცდებით! გონს მოეგეთ და გადადით ცოდვილთა გზიდან, განიბანეთ თვალები სინანულისა და ღვთის მშვიდობის წყლით! და მაშინ განიწმინდებით სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ცრუმოწმობის ცოდვისა და საუკუნოვანი სირცხვილისგან!” – აღნიშნა ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტმა იონათანმა.

გაზიარება:
პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب