მთავარი გვერდი ახალი ამბები
დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი: მოსკოვის საპატრიარქო მხარს უ…

დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი: მოსკოვის საპატრიარქო მხარს უჭერს იერუსალიმის ეკლესიის განზრახვას, ხელი შეუწყოს მსოფლიო მართლმადიდებელ ოჯახში არსებული პრობლემების კრებსით განხილვას


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 02.10.2023. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველმა, დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა კომენტარი გააკეთა იერუსალიმის წმინდა ქალაქისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის უნეტარესი თეოფილე III-ის ბოლო ინიციატივებზე, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, წვლილი შეიტანოს უკრაინაში მშვიდობის მიღწევაში და მსოფლიო მართლმადიდებლობაში არსებული შიდა პრობლემების ერთობლივ, კრებსით განხილვაში.

ცოტა ხნის წინ რომში, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილემ გამოაცხადა იერუსალიმის ეკლესიის მზადყოფნა, გამოვიდეს საშუამავლო მისიით, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში სამხედრო დაპირისპირების დაძლევას და მოლაპარაკებების გზით მშვიდობის მიღწევას, ასევე, დიალოგის გაგრძელებას, რომელმაც თავიდან უნდა ააცილოს „სქიზმის საფრთხე მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულს“. პატრიარქმა ბრძანა, რომ აპირებს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ „მართლმადიდებელ ოჯახში ურთიერთობა განიკურნოს“.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მიესალმება ნებისმიერ საშუამავლო ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება დიალოგის განვითარებისა და უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარებისაკენ. მით უმეტეს დიდი პატივისცემით ვუდგებით მსგავს ინიციატივებს, როდესაც ისინი მოდის წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქისგან, უძველესი ეკლესიის წინამძღვრისგან, – ეკლესიისა, რომელიც ყველა ქრისტიანული ეკლესიის დედაა.

მოსკოვის საპატრიარქო ასევე მხარს უჭერს იერუსალიმის ეკლესიის განზრახვას, ხელი შეუწყოს მსოფლიო მართლმადიდებელ ოჯახში არსებული პრობლემების კრებსითად გადაწყვეტას. ეკლესიის ისტორიის მანძილზე ასეთი დისკუსიის უზრუნველყოფაში მთავარი როლი არაერთხელ შეუსრულებია იერუსალიმს. ჩვენ ამანის შეხვედრაც გვახსოვს, რომელიც პატრიარქ თეოფილეს ინიციატივით გაიმართა 2020 წელს, და რომელსაც ესწრებოდნენ რიგი ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვრები და წარმომადგენლები. ის შეკრება მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების სფეროში, და ეს ნაბიჯი გაგრძელებას საჭიროებს.  ეკლესიებს შორის დიალოგის მნიშვნელობა ძნელია გადაჭარბებით შეაფასო, მიუხედავად იმისა, რომ მისი განხორციელება მრავალ სიძნელეს აწყდება, ხოლო ზოგიერთი ეკლესიის წინამძღვარი წინასწარ პრინციპულ უარს აცხადებს საკუთარი გადაწყვეტილების კრებსითად განხილვაზე. 

ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იერუსალიმის პატრიარქის ღვაწლს წმინდა მიწაზე და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანობის შენარჩუნების, დაცვისა და განმტკიცების საქმეში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია შემდგომშიც ყველანაირად დაუჭერს მხარს ამ გაბედულ ძალისხმევას, რომელიც ღრმა გამოძახილს პოულობს ჩვენს თანამემამულეთა გულებში, რომლებიც სიყვარულითა და კრალვით მიაგებენ პატივს უფლის საფლავსა და სხვა საერთო ქრისტიანულ სიწმინდეებს, რომელთა მცველადაც დღეს იერუსალიმის პატრიარქი გვევლინება.

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب