მთავარი გვერდი ახალი ამბები
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განცხადება ბულგარეთის ხ…

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განცხადება ბულგარეთის ხელისუფლების მიერ სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონის წინამძღვრის ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 21.09.2023. 2023 წლის 21 სექტემბერს ბულგარეთის ხელისუფლებამ სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ბასიანეს (ზმეევი), მეტოქიონის მდივანს, დეკანოზ ევგენი პაველჩუკს და მეტოქიონის თანამშრომელს მოსთხოვა ქვეყნის ტერიტორიის დატოვება ოცდაოთხი საათის განმავლობაში იმ ყალბი საბაბით, რომ თითქოს ბულგარეთში მათი ყოფნა „საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას“.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მკაცრი პროტესტით გამოდის ბულგარეთიდან თავისი წარმომადგენლების უსაფუძვლოდ განდევნის წინააღმდეგ. სასულიერო პირების გაძევება, რომელთა მოწოდებაც არის ღვთისა და ხალხის მსახურება, ხალხთა შორის მშვიდობისა და ძმობის ქადაგება, არის აღმაშფოთებელი ქმედება, ნაკარნახევი რუსოფობიური მოტივებით და ბულგარეთისა და რუსეთის საერთო ისტორიის დიდებული ფურცლების წაშლის სურვილით.

სოფიაში, წმინდა ნიკოლოზის რუსული ტაძარი, სადაც მდებარეობს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეტოქიონი, ბოლო ასი წლის განმავლობაში ჩვენი მოძმე ხალხების სულიერი ერთობის სიმბოლოა. მისი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან, მათ შორის ბერძნულ-ბულგარული განხეთქილების დაძლევასთან და ბულგარეთის საპატრიარქოს აღდგენასთან. მეტოქიონის მრევლმა, რომელთა შორისაც ბევრი იყო რუსული ემიგრაციის წარმომადგენელი, შესამჩნევი წვლილი შეიტანა ბულგარეთის საღვთისმეტყველო მეცნიერებაში.

ტაძრის საძვალეში მდებარეობს მისი ყოფილი წინამძღვრის, წმინდა მღვდელთმთავარ სერაფიმეს (სობოლევი) საფლავი, რომელსაც დიდად აფასებენ როგორც ბულგარეთის, ისე რუსეთის ეკლესიაში. სოფიისა და სხვა ქალაქების უამრავი მართლმადიდებელი ქრისტიანი ყოველდღე მოდის მისი წმინდა ნეშტის მოსალოცად. ხელისუფლების ამჟამინდელი გადაწყვეტილება ასევე გამოხატავს მათ უპატივცემულობას მორწმუნეთა გრძნობების მიმართ, რომლებიც ამიერიდან მოკლებულნი იქნებიან საფლავის მოლოცვის შესაძლებლობას მეტოქიონის საქმიანობის შეწყვეტის გამო.

ბულგარეთის ხელისუფლების მიერ მიღებული პოლიციური თვითნებობის სასტიკი ზომა მიმართულია ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების შესალახად ორ და-ეკლესიას შორის და მიზნად ისახავს ძმური ხალხების ერთმანეთთან დაპირისპირებას, რომლებსაც საერთო ისტორია და ერთი სარწმუნოება აკავშირებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ შეურაცხმყოფელი ქმედების ინიციატორთა გეგმები ჩაიშლება. მოსკოვისა და ბულგარეთის საპატრიარქოები შეინარჩუნებენ საუკუნეების მანძილზე დამყარებულ ერთობას და ერთად დადგებიან ჩვენი ხალხების ისტორიული მეხსიერების სადარაჯოზე.

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب