მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობით შედგა უკრაინელი სამხედრო ტყვეების გადაცემა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 06.08.2023. 8 ივნისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შუამავლობით, ეკლესიათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, უნგრეთის მხარის თხოვნით შედგა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე იმიერკარპატული წარმოშობის უკრაინელ სამხედრო ტყვეთა ჯგუფის უნგრეთისათვის გადაცემა.
ქრისტიანული კაცთმოყვარეობით განპირობებულ ამ აქციაში მოსკოვის საპატრიარქოდან მონაწილეობა მიიღეს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველმა, დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024