მოსკოვის საპატრიარქო
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წმინდა მიწას ეწვია
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.13.2023. 11 მაისს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩევლის, დეკანოზ ნიკოლოზ ბალაშოვის თანხლებით იერუსალიმს ეწვია.
იერუსალიმის საპატრიარქოში სტუმრები მიიღო იერუსალიმის წმინდა ქალაქისა და სრულიად პალესტინის უნეტარესმა პატრიარქმა თეოფილე III-მ. მიტროპოლიტმა ანტონიმ იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარს უწმინდეს პატრიარქ კირილესგან თბილი და კეთილი სურვილები გადასცა.
გულთბილი საუბრის მსვლელობისას, განხილულ იქნა ორმხრივი ინტერესების შემცველი საკითხები, მათ შორის – ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების მდგომარეობა.
შეხვედრის დასასრულს უნეტარესმა პატრიარქმა თეოფილემ და მიტროპოლიტმა ანტონიმ სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
იმავე დღეს მიტროპოლიტმა ანტონიმ და დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა იერუსალიმში ქრისტეს აღდგომის ტაძარი მოილოცეს და თაყვანი სცეს უფლის საფლავის სიწმინდეებს.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024