მოსკოვის საპატრიარქო
ჟურნალი „ეკლესია და დრო“ („Церковь и время“), რომელსაც სსკგ გამოსცემდა, ამიერიდან ზსად-ის ეგიდითაც გამოვა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 02.18.2023. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, ცნობილი ჟურნალი „ეკლესია და დრო“, რომელსაც 1991 წლიდან გამოსცემს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება (გამოქვეყნებულია 100 ნომერი), ამიერიდან გამოიცემა, ასევე, წმინდა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის და დოქტორანტურის ეგიდით. სარედაქციო საბჭოში, რომლის თანათავმჯდომარეები გახდნენ სსკგ-ის მეთაური, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი და ზსად-ის რექტორი, დეკანოზი მაქსიმე კოზლოვი, შევიდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წამყვანი სასულიერო სკოლების რექტორები, გამოჩენილი საეკლესიო მეცნიერები და მოღვაწენი.
ორი სინოდალური უწყების ერთობლივმა გამოცემამ უნდა მოიცვას ფართო საეკლესიო-საზოგადოებრივი და სამეცნიერო-თეოლოგიური პრობლემატიკა, მართლმადიდებლთაშორისი, კონფესიათაშორისი და რელიგიათაშორისი ურთიერთობების საკითხები, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სადიალოგო საკითხები თანამედროვე საზოგადოებასთან, კულტურასთან და სახელმწიფოსთან, საეკლესიო ცოდნის აქტუალური თემები, ზნეობრივი და ლიტურგიკული ცხოვრების ასპექტები. ჟურნალი მიზნად ისახავს მაღალ საგამომცემლო სტანდარტებს, რომლებსაც მოითხოვს რუსეთისა და უცხოეთის სამეცნიერო გარემო.
სარედაქციო საბჭო და სარედაქციო კოლეგია სათანამშრომლოდ იწვევს შემდგარ და ახალგაზრდა მეცნიერებს, როგორც აღნიშნული თემატიკის ავტორებს. ხელნაწერების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: churchandtime@yandex.ru
შერჩევა ხდება ორმაგი „ბრმა“ რეცენზირებითა და წინასწარი შემოწმებით „ანტიპლაგიატის“ სისტემაში, – იუწყება ზსად-ის პრეს-სამსახური.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024