მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი თურქეთსა და სირი…

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მწუხარება გამოთქვა 2023 წლის 6 თებერვალს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით. სტიქიის შედეგად ორი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 10 ათასი დაშავდა, ასობით სახლი დაინგრა. მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად თურქეთისა და სირიის რეგიონები დაზარალდნენ.

მის აღმატებულებას ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს

თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო!

გულის ტკივილით შევიტყვე თურქეთში მომხდარი მიწისძვრის საშინელი შედეგების შესახებ. სტიქიის მსხვერპლი ასობით ადამიანი გახდა, ათასობით ადამიანი დაზარალდა და საცხოვრებელი დაკარგა.

მთელი თურქი ხალხისთვის ამ სამწუხარო ჟამს, გთხოვთ, გადასცეთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და თანადგომა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე – მალე გამოჯანმრთელების სურვილი დაშავებულებს.

ვლოცულობ მოწყალე ღვთის მიმართ, რათა გააძლიეროს მაშველთა, სამედიცინო მუშაკთა და ყველა მზრუნველი ადამიანის ძალები, რომლებიც ტრაგედიის ადგილზე თავიანთ მსახურებას ასრულებენ.

ღრმა მწუხარებით,


+ კირილე,

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი

 

***

მისი აღმატებულებას ბატონ ბაშარ ალ-ასადს, სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტს

თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო! 

ღრმა მწუხარებით შევიტყვე ჩრდილოეთ სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ, რომელმაც ასობით ადამიანი იმსხვერპლა და დააზიანა.

გულთან ახლოს მიგვაქვს რა მომხდარი ტრაგედია და ვიზიარებთ ამ ტკივილს მოძმე სირიელ ხალხთან ერთად, გთხოვთ, გადასცეთ ნუგეშისა და თანადგომის სიტყვები ყველას, ვინც დაკარგა ნათესავები და ახლობლები, ვინც დაზიანდა და დასახიჩრდა, ვინც განიცდის დაკარგულების ხვედრს.

ვლოცულობ, რომ უფალმა გააძლიეროს ექიმები და მაშველები, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ სტიქიური უბედურების ადგილზე, დაე, მიჰმადლოს უფალმა სწრაფი განკურნება დაშავებულებს და ვაჟკაცობა ყველას, ვისაც შეეხო ეს საშინელი უბედურება.

გულწრფელი თანაგრძნობით,


+ კირილე,

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი


***

მის უნეტარესობას, უნეტარეს იოანე X-ს, დიდი ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს

თქვენო უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო!

რმა მწუხარებით შევიტყვე სირიასა და თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ, რომლის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, დაინგრა მრავალი შენობა, მათ შორის ქრისტიანული ტაძრები.

გამოვთქვამ გულწრფელ თანაგრძნობას თქვენდამი და ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის შვილებისადმი, ასევე მთელი სირიელი ხალხისადმი თავსმოწეულ განსაცდელთან დაკავშირებით.

უფალმა იესო ქრისტემ, რომელიც თავად არის წყარო თანაგრძნობისა და უფსკრული წყალობისა (აღდგომიდან მე-4 კვირის ხუთშაბათის მწუხრის დასდებელი), დაე, განუსვენოს ამ საშინელ ტრაგედიაში გარდაცვლილთა სულები, წრაფი განკურნება მიჰმადლოს დაშავებულებს და ანუგეშოს მგლოვარენი.

ღრმა მწუხარებით,


+ კირილე,

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი

 

გაზიარება:
უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب