
მოსკოვის საპატრიარქო
შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 12.28.2022. 2022 წლის 28 დეკემბერს მოსკოვში ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საპატრიარქო დარბაზში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა.
სხდომის მსვლელობისას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდალური დაწესებულებების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს მოხსენებები მათდამი რწმუნებული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.
თითოეულ მოხსენებაზე შინაარსიანი დისკუსია გაიმართა, – იტყობინება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.
წესდების მიხედვით (თავი VIII), რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური დაწესებულებებია: საქმეთა სამმართველო, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში სინოდალური დაწესებულების უფლებით სარგებლობს; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება; საგამომცემლო საბჭო; სასწავლო კომიტეტი; ფინანსურ-სამეურნეო სამმართველო; მონასტრებისა და მონაზვნობის საქმეთა განყოფილება; რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის განყოფილება; საეკლესიო ქველმოქმედებისა და სოციალური მსახურების განყოფილება; მისიონერული განყოფილება; შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის განყოფილება; ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება; საზოგადოებასთან და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის განყოფილება; სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მსახურების განყოფილება; კაზაკებთან ურთიერთქმედების კომიტეტი; კულტურის საქმეთა საპატრიარქო საბჭო.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025