მოსკოვის საპატრიარქო
უფალს მიებარა კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს II
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 07.11.2022. 2022 წლის 7 ნოემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ახალი იუსტინიანისა და სრულიად კვიპროსისა ქრიზსტომოს II.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის ვ.რ. ლეგოიდას ცნობით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე ლოცულობს ახალშესვენებული მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსის სულის განსასვენებლად და მისი ნებსითი და უნებლიეთი ცოდვების მისატევებლად.
ამასთან, ვ.რ. ლეგოიდას სიტყვებით, უწმინდესი მეუფე წუხს, რომ კვიპროსის წინამძღვართა კათედრაზე მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსის ყოფნის უკანასკნელი წლები დაიჩრდილა მისი მხრიდან უკრაინის სქიზმატების ცალმხრივი აღიარებით, რამაც უარყოფითად იმოქმედა რუსეთისა და კვიპროსის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობაზე, – იტყობინება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს პრეს-სამსახური.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024