მოსკოვის საპატრიარქო
წმინდა მიწაზე სსკგ-ის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 03.11.2022. 2 ნოემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს კურთხევით მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი სამუშაო ვიზიტით ისრაელს ეწვია.
3 ნოემბერს სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის საპატრიარქოში წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარესმა პატრიარქმა თეოფილე III-მ მიიღო.
ხანგრძლივი საუბრის მსვლელობისას, რომელმაც თბილ და სანდო ატომოსფეროში ჩაიარა, თანამოსაუბრენი შეეხნენ დღის წესრიგის ზოგადმართლმადიდებლურ თემებს და საერთო ინტერესების შემცველ სხვა საკითხებს. კერძოდ, მხარეებმა იმსჯელეს ქრისტიანთა მდგომარეობის შესახებ ახლო აღმოსავლეთში, ასევე, ორი ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონსტანტინის მთავარეპისკოპოსი არისტარხე, რუსეთის სულიერი მისის ხელმძღვანელი იერუსალიმში არქიმანდრიტი ალექსანდრე (ელისოვი), მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დეკანოზი აგორ იაკიმჩუკი, სსკგ-ს თავმჯდომარის თანაშემწე მღვდელი ალექსანდრე ერშოვი, ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდაჭერი ფონდის დირექტორი ე.ი. სკოპენკო, იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის წევრები იღუმენი ნიკონი (გოლოვკო) და მღვდელმონაზონი ათანასე (ბუკინი).
შეხვედრის დასასრულს უნეტარესმა პატრიარქმა თეოფილემ და ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024