
მოსკოვის საპატრიარქო
ესპანეთ-პორტუგალიის ეპარქიის მდივანმა მონაწილეობა მიიღო რელიგიათაშორის შეხვედრაში სანტიაგო-დე-კომპოსტელაში

2021 წლის 22-23 ოქტომბერს სანტიაგო-დე-კომპოსტელაში შედგა რელიგიათაშორისი შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო გალისიის ავტონომიური საზოგადოების ხელისუფლებისა და სანტიაგო-დე-კომპოსტელას საკათედრო ტაძრის მიერ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლეს ფერნანდესმა; რელიგიათაშორის დიალოგში პაპის საბჭოს თავმჯდომარემ კარდინალმა მიგელ ანჰელ აიუსო გიკოსტმა; სევილიის საპატიო მთავარეპისკოპოსმა კარდინალმა კარლოს ამიგო ვალეხომ; სანტიაგო-დე-კომპოსტელას მთავარეპისკოპოსმა ხულიან ბარიო ბარიომ; წმინდა ეგედიუსის თემის დამფუძნებელმა ანდრია რიკარდომ; ასევე რელიგიური თემების მრავალრიცხოვანმა წარმომადგენელმა.
22 ოქტომბერს შეხვედრაზე პლენარული მოხსენებით გამოვიდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ესპანეთ-პორტუგალიის ეპარქიის მდივანი დეკანოზი ანდრია კორდოჩკინი, თემით: „ადამიანის ღირსება რელიგიათაშორის დიალოგში“. მოხსენებაში წამოჭრილი იყო ისეთი თემები, როგორებიცაა ადამიანის ღირსების დაცვა სეკულარულ საზოგადოებაში, ასევე, კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების პირობებში სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების ღირსების დაცვის აუცილებლობა.
24 ოქტომბერს დეკანოზმა ანდრია კორდოჩკინმა საღვთო ლიტურგია არასრულა გალისიაში მცხოვრებ მართლმადიდებელ მორწმუნეთა თემისთვის.
სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური
ესპანეთ-პორტუგალიის ეპარქიის საიტის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
21.04.2025
20.03.2025