მოსკოვის საპატრიარქო
ზოგადსაეკლესიო ასპირანტურასა და დოქტურანტურაში VII საერთაშორისო პატრისტიკული კონფერენცია – „წმინდა ამბროსი მედიოლანელი და მისი საღვთისმეტყველო მემკვიდრეობა“ გაიხსნა
2021 წლის 30 სექტემბერს წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირანტურასა და დოქტორანტურში VII საერთაშორისო პატრისტიკულმა კონფერენციამ დაიწყო მუშაობა, რომელიც ეძღვნება „წმინდა ამბროსი მედიოლანელსა და მის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობას“. მის მონაწილეთა რიცხვში არიან პატრისტიკისა და უძველესი საეკლესიო ისტორიის სფეროს წამყვანი რუსი და უცხოელი სპეციალისტები. კონფერენცია დასწრებით-დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.
პირველ პლენარულ სხდომაზე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის რექტორი ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი მოხსენებით გამოვიდა თემაზე „წმინდა ამბროსი მედიოლანელი და მისი წვლილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ საეკლესიო სწავლების ჩამოყალიბებაში“.
შემდეგ წმინდათა კირილესა და ათანასე ალექსანდრიელების საღვთისმეტყველო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის იერარქის, ლონდონისა და დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსის ირინეოსისა, და მილანის ამბროსიანას ბიბლიოთეკის სლავთმცოდნეობის განყოფილების დირექტორის მონსინიორ ფრანჩესკო ბრაშკის (რომაული კათოლიკური ეკლესია) მოხსენებები გაჟღერდა.
მომდევნო სესიების ფარგლებში განხილული იქნება წმინდა ამბროსის ბიოგრაფია და ლიტერატურული და საღვთისმეტყველო მემკვიდრეობა, მისი ტრინიტარული ღვთისმეტყველება ისტორიულ-საღვთისმეტყველო კონტექსტში, ეგზეგეტიკის საკითხები, დოგმატურ საკითხებში ეკლესიის ამ მამის ავტორიტეტი, მისი საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის რეცეპცია შემდგომ ქრისტიანულ ტრადიციაში. ცალკეული მოხსენებები მიეძღვნება წმინდა ამბროსის და ანტიკურ მემკვიდრეობას, ასევე წმინდა ამბროსის, როგორც ქრისტიანული ზნეობის მასწავლებელსა და როგორც საეკლესიო პოლიტიკოსს.
VII საერთაშორისო პატრისტიკული კონფერენცია 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
კონფერენციის ბოლო დღეს წმინდა ტიხონის მართლმადიდებელი ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საგამომცემლო პროექტის – წმინდა ამბროსი მედიოლანელის ნაწარმოებების სრული კრებულის თარგმანი – პრეზენტაცია გაიმართება.
3 ოქტომბერს, კონფერენციის მონაწილეები ტაძრის დღესაწაულისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას დაესწრებიან წმინდა მოწამეთა მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების სახელობის ტაძარში, რომელიც ჩერნიგოვის საპატრიარქო მეტოქიონის კომპლექსის შემადგენლობაში მდებარეობს.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024