მთავარი გვერდი ახალი ამბები
კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი ანტონი მილანი…

კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი ანტონი მილანის სამრევლოებს ეწვია


2021 წლის 12 სექტემბერს მილანში გაიმართა საეკლესიო ზეიმი, რომელიც წმინდა კეთილმსახური დიდი მთავრის, ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლისთავს მიეძღვნა. ამ დღეს წმინდა ამბროსი მედიოლანელის სამრევლოში სადღესასწაულო ლიტურგია დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსმა, კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა ანტონიმ და ბელოცერკოვისა და ბოგუსლავის მიტროპოლიტმა ავგუსტინემ აღავლინეს.

იერარქებს თანამსახურებდნენ სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ამბროსი (მაკარი); იტალიაში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების ადმინისტრაციის მდივანი, მღვდელმონაზონი ამბროსი (მაცეგორა); იტალიელი სასულიერო პირები და სასულიერო ხარისხის მქონე მომლოცველები. ღვთისმსახურება საეკლესიო-სლავურ, მოლდავურ და იტალიურ ენებზე შესრულდა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საპატრიარქო ეგზარქოსი მიტროპოლიტ ავგუსტინეს მიესალმა და მადლობა მოახსენა ღვთისმსახურებაში მონაწილეობისთვის. მიტროპოლიტმა ანტონიმ იერარქს უსურვა ძალის სიმტკიცე და ღვთის შეწევნა მსახურებაში, აღუთქვა დასავლეთ ევროპის საეგზარქოსოს სასულიერო პირებისა და სამწყსოს მოუკლებელი ლოცვითი შეწევნა უკრაინაში, ამ რთულ პერიოდში, ქრისტეს ეკლესიისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის მისანიჭებლად.

მიტროპოლიტმა ანტონიმ ასევე მისალოცი სიტყვით მიმართა არქიმანდრიტ ამბროსის (მაკარი) და სამახსოვროდ იუველური ფსკვნილი გადასცა.

თავის სიტყვაში მიტროპოლიტმა ავგუსტინემ იტალიაში საპატრიარქო ეგზარქოსს გულწრფელი მადლობა გადაუხადა იტალიაში მიწვევისათვის, უსურვა მას კურთხეული წარმატება მის სამწყემსთმთავრო საქმიანობაში. კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს ლოცვა-კურთხევით მეუფემ არქიმანდრიტ ამბროსის კეთილმსახური მთავრის, იაროსლავ ბრძენის ორდენი (II ხარისხი) გადასცა.

იმავე დღეს, საპატრიარქო ეგზარქოსმა მოინახულა წმინდანთა სერგი რადონეჟელის, სერაფიმე საროველის და ბიკენტი სარაგოსელის სამრევლოები ლომბარდიის დედაქალაქში. მას შეხვდა წინამძღვარი არქიმანდრიტი დიმიტრი (ფანტინი), სასულიერო პირები და მრავალრიცხოვანი სამწყსო.

ეკლესიაში დაბრძანებული სიწმინდეების თაყვანისცემის შემდეგ, საპატრიარქო ეგზარქოსი სასულიერო პირებსა და მრევლს მიესალმა, გამოხატა თავისი სიხარული შესაძლებლობის გამო, რომ კვლავ ეწვია აპენინების ერთ-ერთ უძველეს მართლმადიდებლურ სამრევლოს.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტმა ანტონიმ არქიმანდრიტ დიმიტრის მაღალი ჯილდო გადასცა ­– წმინდა სერაფიმე საროველის ორდენი, რომელიც მღვდელს მიენიჭა პრესვიტერად ქიროტონიის 40 წლისთავთან დაკავშირებით.

მიტროპოლიტმა ანტონიმ აღნიშნა მამა დიმიტრის მრავალრიცხოვანი დამსახურება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე იტალიაში, უსურვა მას კეთილი ჯანმრთელობა და ღვთის შეწევნა სამწყემსო საქმიანობაში.

კორსუნის ეპარქიის საიტი / სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

გაზიარება:
შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

21.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

20.04.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

19.04.2025

პატრიარქმა კირილემ მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, ქრისტიან ლიდერებს, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურებს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ესტონეთის მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის აკრძალვას

11.04.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს აღსაყდრება მიულოცა

29.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

შედგა რუსეთისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრების შეხვედრა

22.04.2025

სსკგ-ისს თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

21.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

20.04.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

17.04.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب