მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი უნგრეთში რუსეთის ელჩს შეხვდა
2021 წლის 6 სექტემბერს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი უნგრეთში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ე. ა. სტანისლავოვს შეხვდა. შეხვედრა ბუდაპეშტში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართა.
საუბრის ფარგლებში მოსაზრებათა გაცვლა მოხდა საერთაშორისო ცხოვრების საკითხთა ფართო სპექტრზე და რუსეთ-უნგრეთის ურთიერთობებზე.
მიტროპოლიტმა ილარიონმა თავის თანამოსაუბრეს უნგრეთის მიწაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობის ისტორია მოუთხრო და გაუზიარა მოგონებები თავისი მსახურების პერიოდის შესახებ ბუდაპეშტისა და უნგრეთის ეპარქიის მეთაურის ხარისხში. განიხილეს, ასევე, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებისა და უნგრეთში რუსეთის წარმომადგენლობას შორის ურთიერთმოქმედებების ძირითადი მიმართულებები.
შეხვედრის დასასრულს სსკგ–ს თავმჯდომარემ ე. ა. სტანისლავოვს დიპლომატიურ ასპარეზზე ღვთის შეწევნა უსურვა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024