
მოსკოვის საპატრიარქო
პატრიარქ კირილეს სამძიმარი ლიბანში საწვავის საცავის აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ჩრდილოეთ ლიბანის აკრის რაიონში საწვავის საცავის აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოხატა.
მის უნეტარესობას, უნეტარესს იოანე X, დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს
თქვენო უნეტარესობავ, საყვარელო ძმაო და ღვთის საყდრის წინაშე თანამასახურო!
პირადად ჩემი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი სისავსის სახელით ღრმად გითანაგრძნობთ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც აკარაში მოხდა და მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწიაა.
ვიზიარებ თქვენს უნეტარესობასთან და ლიბანელ ხალხთან ერთად თქვენს ქვეყანაზე მოწეულ უბედურებას, აღვავლენ ლოცვებს ყოვლადმოწყალე შემოქმედისადმი მიცვალებულთა განსვენებისთვის, დაზარალებულთა გამოჯანმრთელებისთვის და მათი ოჯახის წევრთა ძალთა სიმტკიცის ბოძებისთვის და ახლობელთა თავსდმატყდარი განსაცდელის გამკლავებისთვის.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025