მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: რუსეთის ნათლობის დღე – ეს მთელი მრავალმილიონიანი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულია
ამწუთიერი პოლიტიკური რეალიების სასარგებლოდ ისტორიის გადაწერის მცდელობამ, რაც, კერძოდ, უკრაინაში შეიძლება დავინახოთ, შეუძლებელია არ შეგაწუხოს და არ შეგაშფოთოს, აღნიშნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა სატელევიზიო პროგრამის – „ეკლესია და მსოფლიო“ ეთერში. „ვფიქრობ, რომ მიუხედავად ახლა მიმდინარე პოლიტიკური ტურბულენტობისა, ჩვენ ერთი საერთო ისტორია გვაქვს, და ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება მაშინ, როცა მზერას მივაპყრობთ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენებს, მათ შორის მაშინაც, როცა რამდენიმე დღის წინ ჩვენ კიდევ ერთხელ ყველა ერთად აღვნიშნავდით რუსეთის გაქრისტიანებას“ – ბრძანა იერარქმა.
„1033 წელი გავიდა ამ მოვლენიდან, ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენი საეკლესიო ერთობის შენარჩუნებას – ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. პოლიტიკური ვითარებები იცვლება, მაგრამ სამი მოძმე ერის კავშირი – რუსების, უკრაინელების, ბელორუსების – მუდმივად შენარჩუნდება, და ის უზრუნველყოფილია, მათ შორის, ჩვენი საეკლესიო ერთობით, რომლის დარღვევაც არავის ძალუძს“, – დარწმუნებულია მიტროპოლიტი ილარიონი.
მეუფემ მაყურებელს შეახსენა, რომ რუსეთის გაქრისტინების დღე – ეს მთელი მრავალმილიონიანი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულია, და მოახდინა კონსტატირება: „შემთხვევითი არაა, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ეს დღესასწაული მიულოცა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის და ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსადრე ლუკაშენკოს“.
„ეს სამი ქვეყნის დღესასწაულია, რადგანაც ყველა მათგანს აქვს თავისი სულიერი ფესვი წმინდა მოციქულთასწორი მთავრის ვლადიმერის კიევის სანათლავ ემბაზში“, – ხაზი გაუსვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024