მოსკოვის საპატრიარქო
„მეუ“-ს რეიდერებისგან დაპყრობილი ტაძრის მრევლი მის კედელთან ილოცებს
უკრაინაში, ვინიცის ოლქის ბარსკის რაიონის სოფელ შევჩენკოვოში, ვინიცისა და ბარსკის მიტროპოლიტ ბარსანუფის კურთხევით „მეუ“-ს თავდამსხმელების მიერ მიტაცებული ტაძრის კედლებთან მდგომარე ლოცვა შესრულდება.
კანონიკური ეკლესიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი სოფელ შევჩენკოვოში დაპრობილ იქნა 2018 წლის დეკემბერში, როცა სამრევლოს მეთაურობდა აწ განსვენებული დეკანოზი ბასილი საბოვი.
2021 წლის 30 ივნისს დევნილ სამრევლოს ეწვია მიტროპოლიტი ბარსანუფი, რომელმაც მდგომარე ლოცვა აკურთხა. მეუფემ მღვდლებთან ერთად ტაძრის კედლებთან „ყოველი საქმის დაწყებისწინა“ პარაკლისი გადაიხადა.
„მორწმუნეებს უნდათ ილოცონ ტაძარში, მაგრამ, „მეუ“- გან განსხვავებით, მას ძალით არ იპყრობენ. მიტროპოლიტი ბარსანუფის ლოცვა-კურთხევით, მორწმუნეები ტაძართან ილოცებენ“, – აღნიშნულია ვინიცის ეპარქიის საიტის პუბლიკაციაში.
იერარქმა შევჩენკოვოს სამრევლოს დროებით წინამძღვრად დეკანოზი გიორგი ხოლოდი დანიშნა. ეპარქიის მმართველმა სოფლის მაცხოვრებლებს უსურვა ღმერთის შეწევნა კანონიკური ეკლესის გვერდით დგომაში და შეხვედრის სამახსოვროდ ხატები გადასცა მწყემსმთავრული ლოცვა-კურთხევით.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის საიტის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024