მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარე შეხვდა ბულგარეთის სამეფო სახლის მეთაურს სვიმეონ II საქსკობურგოტსკის
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 06.12.2022. 6 დეკემბერს სოფიაში შედგა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შეხვედრა ბულგარეთის სამეფო სახლის მეთაურთან, სვიმეონ II საქსკობურგოტსკისთან.
მეუფე ანტონი ბულგარეთს ეწვია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონის 70 წლისთავთან დაკავშირებულ ზეიმში მონაწილეობის მისაღებად.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ე.ვ. მიტროფანოვა, სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონის წინამძღვარი არქიმანდრიტი ვასიანე (ზმეევი) და სსკგ-ის თავმჯდომარის თანაშემწე მღვდელი ალექსანდრე ერშოვი.
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სახელით თბილად მიესალმა ბულგარეთის სამეფო სახლის მეთაურს სვიმეონ II საქსკობურგოტსკის, და აღნიშნა მისი გამორჩეული წვლილი ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის დაცვის საქმეში და მისი მდგომარეობის გასამყარებლად ბულგარეთის საზოგადოებაში, ასევე, ბულგარეთის სამეფო სახლის მეთაურის პირადი წვლილი რუსეთისა და ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობის განმტკიცებაში. სვიმეონ II-მ მისალმება და კეთილი სურვილები გადასცა უწმინდეს პატრიარქ კირილეს.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024