
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდეს პატრიარქ კირილეს სამძიმრის წერილი იორდანიის მთავარეპისკოპოს თეოფილაქტეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, უწმინდესმა კირილემ გამოხატა თანაგრძნობა იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ის მიმართ, იორდანიის მთავარეპისკოპოს თეოფილაქტეს გარდაცვალების გამო.
მის უწმინდესობას, უნეტარეს თეოფილე III-ს,
წმინდა ქალაქის იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს
თქვენო უნეტარესობავ, ღვთისმიერ საყვარელო ძმაო და ღვთის საყდრის წინაშე თანამსახურო!
დიდი მწუხარებით შევიტყვე იორდანიის მთავარეპისკოპოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი თეოფილაქტეს აღსასრულის შესახებ.
განსვენებულმა მწყემსთმთავარმა მთელი თავისი ცხოვრება მოუკლებლად მიუძღვნა ღვთისმსახურებასა და მის წმინდა ეკლესიას. ეკლესიის ყოველგვარ მორჩილებაში, ყოველგვარ ურთიერთობაში თითოეულ ადამიანთან ის შეუცვლელად აჩვენებდა ზნეობრივი სისუფთავის მაგალითს, კეთილსინდისიერებასა და ერთგულებას იმ მსახურებისა, რომელზეც მოწოდებული იყო.
განსვენებულ მეუფესთან ჩვენ მრავალი წლის მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებდა. მომავალი ეპისკოპოსი, იმ დროს კი მღვდელმონაზონი და მოგვიანებით არქიმანდრიტი თეოფილაქტე, იყო ლენინგრადის სასულიერო აკადემიის ნიჭიერ სტუდენტთა რიცხვში, რომლის რექტორიც იმ დროისათვის მე ვიყავი. წლების შემდეგ, როცა სათავეში ჩაუდგა იერუსალიმის აღდგენილ მეტოქიონს მოსკოვში, ის ბევრად შეეწია მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას ჩვენს ეკლესიებს შორის, ყოველთვის იყო ჩემი სასურველი სტუმარი და ძვირფასი თანამოსაუბრე.
ვლოცულობ მოწყალე ღმერთის წინაშე, დაე სიყვარულით მიიღოს მან მისი ერთგული მსახურის სული, დაე შეუნდოს მას ყოველგვარი შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი
ღრმა და გულწრფელი თანაგრძნობით
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025