
მოსკოვის საპატრიარქო
მარ-დელ-პლატაში გაიხსნა მართლმადიდებლური ხატების გამოფენა
არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოს ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით, Gallegas-ს ცენტრში, ქ. მარ-დელ-პლატას (არგენტინა) წმინდა ვნებადამთმენელი სამეფო ოჯახის სახ. სამრევლოს შრომითა და ორგანიზებით, მართლმადიდებლური ხატების გამოფენა გაიმართა.
საზეიმო გახსნაში მონაწილეობდნენ არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი ლეონიდე; კარაკასისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი იოანე (რსმე); მარ-დელ-პლატას საზოგადოებისა და რელიგიის საერთაშორისო კავშირების გენერალური დირექტორი მარია ფლორენცია რენელუჩი; მარ-დელ-პლატეში, ნიკოჩეაში, ბაია-ბლანკაში, პროვინციებში: ჩუბუტი, რიო-ნეგრო და ლა-პამპაში რუსეთის ფედერაციის საპატიო კონსული ი. ნ. კუზნეცოვი; არგენტინის საზღვაო პრეფექტურის, სამხედრო-საჰაერო, სამხედრო-საზღვაო და სახმელეთო ძალების წარმომადგენლები; მარ-დელ-პლატას საზოგადო მოღვაწენი.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ი. ნ. კუზნეცოვმა და ქალბატონმა მარია რენელუჩიმ.
თავის გამოსვლაში, არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსმა ლეონიდემ, კერძოდ, აღნიშნა:
„ხატებთან დამოკიდებულება, სხვადასხვა ისტორულ პერიოდში, არ იყო ყოველთვის ერთგვაროვანი. მაგალითად, 730 წელს იმპერატორმა ლეონ III ისავრიელმა აკრძალა ხატების თაყვანისცემა. ხატმებრძოლობის შედეგად მრავალ ტაძარში განადგურდა ათასობით ხატი, ასევე მოზაიკები, ფრესკები, წმინდანთა სკულპტურები, მოხატული საკურთხევლები. სამღვდელოებაა, მონაზვნებსა და უბრალო ხალხს დევნიდნენ ხატების თაყვანისცემის გამო, აგდებდნენ საპყრობილეებში, აწამებდნენ და კლავდნენ კიდეც.
787 წლის VII მსოფლო კრებამ ხატთაყვანისცემის დოგმატი დაამტკიცა, რის შემდეგაც მოხდა ხატთაყვანისმცემელთა რეაბილიტაცია და სატუსაღოდან გამოშვება. თუმცა, სამწუხაროდ, კიდევ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ხატმებრძოლობა ძალაში რჩებოდა და მერე თანდათან დაცხრა.
ფრიად მოხარული არ, რომ ამჟამად ქრისტიანებს შესაძლებლობა აქვთ, დაუბრკოლებლად ილოცონ წმინდა ხატების წინაშე, ემთხვიონ მათ, დააბრძანონ საკუთარ სახლში“.
შემდეგ გაიჟღერა ცნობილმა რუსულმა რომანსებმა.
ღონისძიება თბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა.
არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპარქია
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025