მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: მოდით შევთხოვოთ უფალს, რომ ჩვენი …

მიტროპოლიტი ილარიონი: მოდით შევთხოვოთ უფალს, რომ ჩვენი გული ყოველთვის ღია იყოს მისი საღვთო მყოფობისათვის


2021 წლის 19 სექტემბერს, სულთმოფენობიდან მე-13 კვირიაკეს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მოსკოვში დიდ ორდინკაზე მდებარე „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

მწყემსთმთავარს თანამსახურებდა ტაძრის სამღვდელოება.

მრჩობლ კვერექსზე გაჟღერდა კორონავირუსული ინფექციისგან დასახსნელი სავედრებელი ლოცვები.

შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა სნების განმფენი ქარის დროს საკითხავი ლოცვა აღავლინა.

ღმრთისმსახურების დასრულებისას, მწყემსთმთავარმა დამსწრე მორწმუნეებს ქადაგების სიტყვით მიმართა:

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

სახარების, განსაკუთრებით, იოანესაგან სახარების კითხვისას, ჩვენ ხშირად გვესმის, თუ როგორ საუბრობდა უფალი იესო ქრისტე საკუთარ თავზე. ამან გამოიწვია იუდეველების დაბნეულობა და ზოგჯერ აღშფოთება: რატომ ლაპარაკობს ეს კაცი მუდმივად საკუთარ თავზე?

იესო ქრისტეს დროს, წმინდა წერილს რაბინები განმარტავდნენ. ისინი იღებდნენ წმინდა წერილს და ამ ტექსტების თავისეულ განმარტებას სთავაზობდნენ; იღებდნენ მოსეს რჯულის წესებს და მათ ინტერპრეტაციას აკეთებდნენ თავიანთი თანამედროვეებისთვის. ამ სახის ქადაგებას ხალხი მიეჩვია.

და მოულოდნელად მოდის კაცი, რომელიც ამბობს: „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ“ (იოანე 14:6), „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ“ (იოანე 11:25), „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ” (იოანე 6:54). ქრისტე ყოველთვის საუბრობს საკუთარ თავზე – პირდაპირაც და იგავებითაც, რადგან მისი მრავალი იგავი მის ადამიანურ ბედს და საღვთო მისიას ეძღვნება.

ერთ-ერთი ასეთი იგავი ჩვენ დღეს მოვისმინეთ – ეს არის იგავი ბოროტ მევენახეებზე. მისი სიუჟეტი მარტივი და რთულად დასაჯერებელია. ერთმა მდიდარმა, მეოჯახე ადამიანმა გააშენა ვენახი, შემოავლო გალავანი, ააგო მასში კოშკი და დაიქირავა მევენახეები, რათა ეზრუნათ მასზე და საჭირო დროს შეეგროვებინათ ნაყოფი. და როცა ნაყოფიერების დრო მოვიდა, ბატონმა თავისი მონა გაგზავნა, რომ მიეღო მოსავალი მევენახეებისგან, მაგრამ მათ მონა სცემეს და ხელცარიელი გამოუშვეს. შემდეგ ბატონმა სხვა მონები გაგზავნა, მაგრამ მევენახეები მათაც მსგავსად მოექცნენ. ბოლოს უფალმა თქვა: „მივავლინო ძე ჩემი საყუარელი, ვინ უწყის, შეიკდიმონ“ (ლუკა 20:13). მაგრამ მისი დანახვისას, მევენახეებმა მემკვიდრის მოკვლა გადაწყვიტეს, რათა მთელ სიმდიდრეს დაუფლებოდნენ; გამოიყვანეს ვენახიდან, და მოკლეს.

ამ იგავში ქრისტე საუბრობს საკუთარ თავზე და იმ წინასწარმეტყველებზე, რომელთა ქადაგება და მისიაც წინ უძღოდა მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლას, რადგან უფალი მრავალი საუკუნის განმავლობაში წინასწარმეტყველებს უგზავნიდა ისრაელ ერს საკუთარი ნების საუწყებლად და თავისი სახელით მათთან სალაპარაკოდ.

მაგრამ ადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო და სხვადასხვა ვითარებაში ზურგს აქცევდნენ წინასწარმეტყველთა ქადაგებას, არ სურდათ ღმერთის ხმის გაგონება. აი რატომაც ასრულებდნენ წინასწარმეტყველები ხშირად სიცოცხლეს ძალადობრივი სიკვდილით: მათ ან ქვებით ქოლავდნენ, ან სხვა საშუალებით კლავდნენ – ადამიანებს არ სურდათ ღმერთის ხმის გაგონება, მათ სურდათ საკუთარი გულისთქმებისა და ვნებების თანახმად ეცხოვრათ.

შემდეგ, საბოლოოდ, უფალმა დედამიწაზე თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა. და როგორ მოექცნენ მას, ჩვენ ვიცით ოთხივე სახარებიდან. მისი ქადაგება მრავალი ადამიანის გულში პოულობდა გამოხმაურებას, მით უმეტეს, რომ ის მტკიცდებოდა უამრავი სასწაულით, რომლებსაც იგი თავად აღასრულებდა. და არა იმდენად ქადაგება, რამდენადაც სასწაულები იზიდავდა ხალხს მისკენ. მაგრამ ამავე დროს, რაც მეტს ქადაგებდა უფალი, რაც მეტს აუწყებდა ღვთის ნებას ისრაელ ხალხს, მით მეტი მტერი და მოწინააღმდეგე უჩნდებოდა ხალხის მმართველთა მხრიდან, რომლებიც სულიერ ელიტას წარმოადგენდნენ, ანუ – მღვდელმსახურები, მწიგნობრები, რაბინები, წმინდა წერილის განმმარტებლები. ყველა მათგანი მაცხოვრის ქადაგებას უმეტესწილად აღიქვამდა, როგორც გამოწვევას.

მაგრამ უფალი საკუთარ თავზე შემთხვევით არ საუბრობდა, მათ შორის თავის იგავებშიც. ის ხომ არ იყო არც ჩვეულებრივი რაბინი, არც წმინდა წერილის განმმარტებელი, არც მწიგნობარი; მას არ მიუღია ის განათლება, რასაც მისი დროის ისრაელი ერის მასწავლებლები ფლობდნენ. ის თავად მამისგან იყო გამოგზავნილი. ის – ხორცშესხმული ღმერთია. იუდეველები შფოთავდნენ, ფიქრობდნენ, რომ ქრისტე თავს ღმერთს უტოლებდა. ის კი ამ დროს ხალხს აუწყებდა მხოლოდ იმას, რაც საკუთარი მამისგან მოისმინა. და ის მოვიდა იმისთვის, რომ კაცობრიობის მოდგმა გადაერჩინა.

თუ ჩვენ მივმართავთ ძველ აღთქმას, მაშინ დავინახავთ, რომ მისი ტექსტები სავსეა ადამიანის საშინელი გაფრთხილებებით იმ ცოდვების გამო, რომლებიც მან შეიძლება ჩაიდინოს, და საშინელი სასჯელებით, რომლებსაც ადამიანები ექვემდებარებიან იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ ცოდვას ჩაიდენენ. მთელი ძველი აღთქმა სავსეა აკრძალვებით, მითითებებითა და სასჯელების სიით, რომლებითაც უნდა დასჯილიყო ცოდვილი, რათა საკუთარი ცოდვებით ისრაელი ხალხის სიწმინდე არ შეებღალა.

მაგრამ უფალი იესო ქრისტე მოვიდა არა მხოლოდ იმისთვის, რათა ადამიანებისთვის რამე ახალი მცნებები მიეცა, არამედ – ხსნისკენ მიმავალი გზის საჩვენებლად და საკუთარ თავზე თითოეული ადამიანის ცოდვების ასაღებად, რადგან თავად ადამიანისთვის ეს ცოდვები აუტანელი და ძალაზე აღმატებულია. ხანდახან ადამიანი, როცა განვლილ ცხოვრებაზე და ჩადენილ ცოდვებზე ფიქრობს, გრძნობს მათ სიმძიმეს, და მაშინაც კი, თუ მან ეს ცოდვები არაერთხელ აღსარებაში აღიარა, ისინი მაინც განაგრძობენ მის დამძიმებას. უფალი საკუთარ თავზე იღებს ადამიანთა ცოდვების ტვირთს. ის გვათავისუფლებს დანაშაულისა და ამ ცოდვებზე პასუხისმგებლობისგან – თუ ჩვენ მათ ვაღიარებთ, და თავისი მადლით გვავსებს, – ჩვენი ცოდვების მიუხედავად, – როდესაც ვეზიარებით ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს, ვეზიარებით იმ ჭეშმარიტ ვაზს, რომელიც თავად არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

დღეს მოსმენილ ბოროტი მევენახეების იგავში, უფალი საკუთარ თავზე გვიყვება, თავის ადამიანურ ბედზე და მისი ხალხის ბედზე, რომელსაც ის მიეკუთვნებოდა. მაგრამ ამავე დროს, ეს იგავი საუბრობს ყველა ჩვენგანზე და იმაზე, თუ როგორ ჟღერს ღვთის სიტყვა დღეს; რამდენს არ სურს ამ სიტყვის მოსმენა, არ სურს მასზე გამოპასუხება, ზოგიერთი კი სრულიად აღშფოთებულია იმით, რომ ეს სიტყვა ისმის, და ამბობს, რომ აუცილებელია მქადაგებლებისთვის პირის აკვრა, რომლებიც თითქოსდა საზოგადოებას თავს ახვევენ რაღაც ფასეულობებს ან აკრძალვებს, რადგან ადამიანებს თავნებურად ცხოვრება სურთ, საკუთარ ცოდვებისა და ვნებების მიხედვით. ეს ეკლესიურები და მქადაგებლები ნუ გვიწესებენ ნორმებს, რომელთა შესრულებაც არ გვინდა, – ამბობენ ისინი.

ისტორია მეორდება – ყოველ ახალ თაობაში არიან ადამიანები, რომლებიც რეაგირებენ ღვთის მოწოდებაზე, წინასწარმეტყველთა ხმაზე, ქრისტეს ხმაზე, მიჰყვებიან ან ესწრაფვიან გაჰყვნენ მის საღვთო მცნებებს, და არიან ისეთებიც, რომლებიც ყურს იხშობენ, არ უნდათ არც მოსმენა, არც დანახვა იმისი, თუ რისი თქმა სურს უფალს მათთვის. ცხოვრების იმ პირობებშიც კი, რომლებიც ზოგჯერ წარმოიქმნება და რომლებმაც, თითქოსდა, ყველა ადამიანი უნდა აიძულოს, დაფიქრდეს, – როგორც, მაგალითად, წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარე პანდემია, ადამიანების სიცოცხლეს რომ იწირავს, – ბევრს მაინც არ სურს მომხდარში ღმერთის ნიშანი დაინახოს, არ სურ საკუთარ თავს ჰკითხოს: რა უნდა გავაკეთო, ეს რომ შეჩერდეს? არ სურს გულით ღმერთისკენ მიიქცეს და სინანულის გზას დაადგეს.

ყოველ ჯერზე, როდესაც ღვთის ტაძარში საღმრთო ლიტურგიაზე მოვდივართ, ეკლესია სახარების ერთ საკითხავს გვთავაზობს. ყოველ ჯერზე, როდესაც ვუსმენთ სახარების ამ ტექსტებს, ჩვენ გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აქტუალურია ისინი ჩვენთვის, რომლებიც მათში აღწერილი მოვლენებიდან ორი ათასი წლის შემდეგ ვცხოვრობთ.

შევთხოვოთ უფალს, რომ ჩვენი ყურები ყოველთვის ღია იყოს მისი სიტყვებისთვის, ჩვენი გული კი ყოველთვის ღია იყოს მისი საღვთო მყოფობისთვის, რათა, მიუხედავად მთელი ჩვენი ცოდვიანობისა, უფალი გვწვეოდეს თავისი საღვთო მადლით, გვაპატიობდეს ჩვენს ცოდვებსი, და ყველას და თითოეულ ჩვენგანს მიაცილებდეს ცათა სასუფევლის გზაზე. ამინ“.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب