მოსკოვის საპატრიარქო
არაბეთის ნახევარკუნძულზე შარჯაში პირველი რუსული ტაძრის კურთხევის ათი წლისთავი აღნიშნეს
2021 წლის 13 აგვისტოს ქალაქ შარჯის (გაერთიანებული არაბთა საამიროები) წმინდა ფილიპე მოციქულის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღსრულდა ტაძრის კურთხევის 10 წლისთავთან დაკავშირებით.
ღვთისმსახურება აღასრულა ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ალექსანდრემ (ზაკრეშევი), ქალაქ ბაქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზი ანტონი დოლინინისა და შარჯის მოციქული ფილიპეს სახელობის ტაძრის კლირიკოსის მღვდელი კონსტანტინე ორლოვის თანამსახურებით.
საღვთისმსახურო საგალობლები შეასრულა სამრევლოს მგალობელთა გუნდმა რეგენტ მარინა ნაგორნაიას ხელმძღვანელობით.
მრჩობლ კვერექსზე გაჟღერდა თხოვნითი ლოცვა კორონავირუსის ინფექციისგან გათავისუფლებისთვის. შემდეგ აღევლინა ლოცვა, რომელიც მავნებელი ჰაერის გავრცელების დროს იკითხება.
ლიტურგიის ბოლოს სამადლობელი პარაკლისი შესრულდა. დეკანოზმა ანტონიმ მრავალჟამიერი წარმოთქვა წინამძღვრისთვის, ქტიტორისთვის და მრევლის ყველა წევრისთვის.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის უწმინდესი კირილეს ლოცვა-კურთხევით, წმინდა მოციქული ფილიპეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ალექსანდრემ (ზარკეშევი), ტაძრის ქტიტორს ი. გ. სიდორენკოს მოციქული ფილიპეს სახელობის ტაძრის დახმარებისთვის და 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღირსი სერაფიმ საროველის III ხარისხის ორდენი გადასცა.
ასევე, არქიმანდრიტმა ალექსანდრემ ტაძრის შესახებ სამახსოვრო ნივთები და წიგნები გადასცა თანამსახურ სასულიერო პირებს, ტაძრის თანამშრომლებსა და აქტიურ მრევლს.
საამიროებში წმინდა მოციქული ფილიპეს სახელობის რუსული მართლმადიდებელი სამრევლოს საიტის მასალებზე დარყდნობით/
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023