მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: სახარება არ იძლევა პასუხებს ცხოვრ…

მიტროპოლიტი ილარიონი: სახარება არ იძლევა პასუხებს ცხოვრების ყველა შემთხვევაზე, მაგრამ გვთავაზობს ორიენტირებს, რომლებიც ღვთის ნების შეცნობაში გვეხმარება

2021 წლის 29 მაისს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც „როსია-24“ ტელეარხზე გამოდის შაბათ და კვირა დღეებში, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის, ეკატერინე გრაჩევას შეკითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: მოგესალმებით! ეს არის დრო კითხვებისა და პასუხებისა პროგრამაში „ეკლესია და მსოფლიო“ „როსია-24“-ის ტელეარხზე, სადაც ყოველ შვიდეულში ვსაუბრობთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარესთან, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონთან.

მეუფევ, მოგესალმებით!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმებით, ეკატერინე! მოგესალმებით ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: საკურორტო სეზონის წინ სულ უფრო და უფრო მეტი სახელმწიფო აღებს თავის საზღვრებს ტურისტებისთვის, რადგან მიმდინარეობს მოსახლეობის ვაქცინაცია. აი, გამოკითხვის საინტერესო მონაცემები, რომელიც მოაწყო პორტალმა SuperJob, იმის შესახებ, თუ რამდენად ხალისიანად მიმდინარეობს აცრა ჩვენს ქვეყანაში. აღმოჩნდა, რომ რუსეთის ყოველი მეხუთე მოქალაქე მზად არის აიცრას, თუ ეს საზღვრის გადალახვის, საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობას მისცემს. აცრა არ სურს რუსეთის მოსახლეობის 42 პროცენტს; და ეს იმ დროს, როდესაც ბევრი სახელმწიფო ჩვენს ვაქცინას ელოდება. მაგალითად, პატარა სახელმწიფო სან-მარინოში, იმის წყალობით, რომ ახლა ყველა აცრილია „თანამგზავრი V“-ით, სრულიად მოხსნილია შეზღუდვები და ქვეყანა ღიაა ტურისტებისთვის. როგორ ფიქრობთ, რატომ იცრებიან ჩვენი მოქალაქეები მხოლოდ იმისათვის, რომ საზღვარგარეთ გაემგზავრონ? რითი ახსნით ამას?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე გამოვთქვამ ჩემს პირად აზრს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აზრი, არამედ ჩემი პირადი მოსაზრებაა. ვფიქრობ, რომ ეს ვირუსი ხელოვნური წარმოშობისაა, და ის ძალები, ვინც ის გაავრცელეს, ასევე დაინტერესებულნი არიან, რომ განივრცოს ანტივაქცინაციის კამპანია. საუბარი სწორედ კამპანიაზეა, რადგან აცრისა და ვაქცინის წინააღმდეგ გამოდიან სხვადასხვა ტელეგრამ-არხები, ბლოგერები, ინტერნეტში მიმდინარეობს ვაქცინის საწინააღმდეგო პროპაგანდის მასირებული კამპანია.

სამწუხაროდ, ეს კამპანია ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა გონებებზე. ადამიანებს ეშინიათ ვაქცინაციის, არ ენდობიან ვაქცინებს, ბევრი უბრალოდ უარს ამბობს. ჩვენმა პრეზიდენტმა ყოველწლიურ მიმართვაში პირდაპირ მოუწოდა მოსახლეობას: ჩაიტარეთ აცრა. მაგრამ, სამწუხაროდ, პრეზიდენტის სიტყვაც კი ბევრისთვის შეუსმენელი დარჩა. ჯანმრთელობისთვის, ვფიქრობ, აცრის რისკი შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე თვით ავადმყოფობის რისი. სამწუხაროდ, ვისაც პირადად არ გადაუტანია ეს ავადმყოფობა, არ დაუკარგავს ახლობლები და არ უნახავს, როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან სხვები, ვერ აფასებს ამ საფრთხის ხარისხს, ხოლო როდესაც უბედურება ეწევა, უკვე გვიანია. ჩემი აზრია: უმჯობესია, არ ელოდო, სანამ უბედურება მოვა, და ყველაფერი გააკეთო მის ასაცილებლად.      

ე. გრაჩევა: ჩემს ნაცნობებში ასეთივე გამოკითხვა ჩავატარე და აღმოჩნდა, რომ ვაქცინაციის მოწინააღმდგენი ეკლესიურ ადამიანებში გაცილებით მეტია.

მიტროპოლიტი ილარიონი: არიან ჩვენთან ისეთი მოძღვრები, მღვდლები, რომლებიც, სამწუხაროდ, ვაქცინაციის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევიან. არიან ისეთი მღვდლებიც, რომლებიც არანაირ ჰიგიენას არ იცავენ. პატრიარქმა ბრძანა, რომ საჭიროა დისტანციის დაცვა, საზიარებელი კოვზის დეზინფიცირება. ეს მღვდლები კი ამას უგულებელყოფენ, იმიტომ, რომ საკუთარი ჭკუა აქვთ, საკუთარი შეხედულება. ეკლესია არმია არ არის – ვერ აიძულებ მღვდელს, მღვდელთმთავრის ნათქვამი შეასრულოს. სამწუხაროდ, ეკლესიაშიც ისმის აცრის საწინააღმდეგო პროპაგანდა.

ე. გრაჩევა: მეუფევ, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ტელევიზიით აჩვენეს კონსტანტინეპოლის პატრიარქის ბართლომეოსის ინტერვიუ, სადაც მან საკმაოდ ბევრი ილაპარაკა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე, კერძოდ, პატრიარქ კირილეზე. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ბრალი დადო, რომ მას პრეტენზია აქვს პირველობაზე მართლმადიდებლურ სამყაროში და დაადანაშაულა, ასევე, აფხაზეთისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაში. გარდა ამისა, რიგი მკვეთრი განცხადებები გააკეთა, მაგალითად, მოსკოვის საპატრიარქო „მესამე რომის“ იდეოლოგიის გატარებაში დაადანაშაულა. ხომ არ გინახავთ ამ ინტერვიუს განაშიფრი და რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

მიტროპოლიტი ილარიონი: დიახ, ვნახე ამ ინტერვიუს განაშიფრი. პატრიარქი პასუხობდა ბერძნულად, შეკითხვებს უსვამდნენ ქართულ ენაზე. იგი ისეთ რამეებს ლაპარაკობდა, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. სამწუხაროდ, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი სულ უფრო ხშირად ლაპარაკობს სინამდვილესთან შეუსაბამობას. ის ან არაკომპეტენტურია იმ საკითხებში, რომლებზეც მსჯელობს, ან შეგნებულად ლაპარაკობს სიცრუეს. ან იქნებ ისეთი მრჩევლები ჰყავს, ვინც ისეთ რამეებს უყვებიან, რაც სინამდვილე არ არის.

მაგალითად, ის ამტკიცებს, რუსეთის ეკლესიას აფხაზეთში ეპისკოპოსი ჰყავს. ნახეთ რუსეთის ეკლესიის კალენდარი და დარწმუნდებით, რომ არ გვყავს ჩვენ ეპისკოპოსი აფხაზეთში – არც ქაღალდზე და არც რეალურად. არცერთი რუსი ეპისკოპოსი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკანასკნელი წლები საერთოდ არ გამოჩენილა აფხაზეთში. ამიტომ რა საჭიროა სიცრუის თქმა, თუკი მისი უარყოფა ადვილად შეიძლება ფაქტებით?

კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა დიდი შეცდომა დაუშვა: უკრაინაში მან ავტოკეფალია მიანიჭა სქიზმატებს, ახლა კი არგუმენტებს ეძებს, რათა გაამართლოს თავისი უკანონობა და ანტიკანონიკური მოქმედება. თანაც ეს არგუმენტები ყურით მოთრეულია. მოიყვანება რაღაც არგუმენტები ისტორიიდან. „მოსკოვი – მესამე რომი“ – ეს ძველი თეორიაა, რომელსაც, სხვათა შორის, თავის დროზე კონსტანტინეპოლელი პატრიარქები ახმოვანებდნენ, მაგრამ რომელსც ჩვენთვის არანაირი ძალა არ გააჩნია, არანაირი აქტუალობა. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ არაერთხელ ოფიციალურ დონეზე აღნიშნა, რომ პატივს ცემს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის მთლიანობას. ნებისმიერი მცდელობა, დაგვადანაშაულონ საქართველოს ეკლესიის საქმეების ჩარევაში – სიცრუეა.

ე. გრაჩევა: მეუფევ, წინა გადაცემაში ჩვენ ვიხილავდით აბორტის თემას და იმას, თუ როგორ უდგება ამ სკითხს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, როგორ მოუწოდებს, რომ აბორტის ნაცვლად შვილები ეკლესიას გადასცენ. აი, კიდევ ერთი განცხადება, რომელსაც მასმედია ფართოდ აშუქებს: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს, შეიქმნას რუსეთში გაყინული ემბრიონების შვილად აყვანის სამართლებრივი ბაზა და შემდგომში საერთოდ შეწყდეს ემბრიონების კრიოკონსერვაცია. როგორ ხედავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ვიღაცის გაყინული ემბრიონის შვილად აყვანის პროცედურას?

მიტროპოლიტი ილარიონი: აზრი, რომლის ციტირებაც თქვენ ახლა მოახდინეთ, გახმოვანებულ იქნა ერთ-ერთ საეკლესიო კონფერენციაზე მღვდელმსახურების მიერ, რომლებსაც ოფიცილური სტატუსი არ გააჩნიათ, და გამოთქვეს ის, როგორც კერძო აზრი. ანუ საუბარი არ არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იფიციალურ პოზიცაზე. ოფიციალური პოზიციას ახმოვანებს პატრიარქი ან მისგან რწმუნებული პირები.

მიუხედავად ამისა, ეკლესიაში დისკუსია ამ თემაზე ნამდვილად მიმდინარეობს. ეს დისკუსია იქიდან წარმოიშობა, რომ ჩვენ ემბრიონის, ანუ ადამიანის ჩანასახისთვის ისეთივე უფლებებს ვაღიარებთ, როგორსაც დაბადებული ადამიანისთვის. ჩვენ დაჟინებით ვდგავართ იმ აზრზე, რომ ადამიანის უფლებები ემრიონებზეც უნდა ვრცელდებოდეს. შესაბამისდ, დაუშვებლად მიგვაჩნია ემბრიონებით მანიპულაცია, მათი გამოყენება ბიომასალად. ვთვლით, რომ ადამიანის ჩანასახი კანონმდებლობით უნდა იყოს დაცული. ჩვენი ამოცანაა, მივცეთ დაბადების საშუალება იმას, ვისაც ამაზე სრული უფლება აქვს.

ე. გრაჩევა: მეუფევ, აბითურიენტებისათვის ახლა ცხელი დრო დგება. დასასვენებლად მათ არ სცალიათ, ემზადებიან უმაღლესი სასწავლებლების გამოცდებისათვის, ბევრი კი აგრძლებს სწავლას, მაგალთად, ზოგადსაეკლესიო ასპირანტურაში. გამოცდები ძალიან ახლოსაა. სულ ახლახან იოანე ღვთისმეტყველის სახ. რუსეთის მართლმადიდებლურმა უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის ოლიმპიადა ჩაატარა სახელწოდებით „დასაბამად იყო სიტყვა“. მოსწავლებმა იქ კარგად გამოიჩინეს თავი. რად სჭირდება მართლმადიდებლურ უნივერსიტეტს ასეთი ოლიმპიადები? ისინი იმართება პრეზიდენტის ფონდის გრანტით. საერთოდ, რითი განსხვავდება უმაღლესი მართლმადიდებლური სასწავლებლები ნებისმიერი საერო სასწავლო დაწესებულებისგან? შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ უმაღლეს მართლმადიდებლურ სასწავლებლებში ამჟამად მრავალი სხვადასხვა ფაკულტეტია: ჟურნალისტიკის და ბევრი სხვა სპეციალობის. რატომ ართმევენ ისინი ამ „პურს“ საერო სასწავლებლებს?

მიტროპოლიტი ილარიონი: პურს ჩვენ არავის ვრთმევთ, მაგრამ არსებობს უმაღლესი სასწავლებლების რამდენიმე კატეგორია და განთლების სიტემაში ეკლესიის ჩართვის სხვადასხვა ფორმა. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიას აქვს თავისი საკუთარი სასწავლო დაწესებულებები, ისეთები, როგორებიცაა სასულიერო სემანარიები და აკადემიები, ზოგადსაეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა. ეს არის დაწესებულებები, სადაც ჩვენ ვზრდით მომავლ მღვდელმსახურებს და ეკლესიის მუშაკებს. გვაქვს, ასევე, სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც არსებითად უნივერსიტეტებია. მაგალითად, თქვენ მიერ ნახსენები იოანე ღვთისმეტყველის უნივერსიტეტი, წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური უნივერსიტეტი, სადაც არის სამღვდელო განყოფილება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი განყოფილებაა, სხვა ფაკულტეტები კი არ არის მიზანმიმართული მღვდლების აღზრდაზე, არც, საერთოდ, ეკლესიის მუშაკების მომზადებაზე. ისინი სრულყოფილ საერო განათლებას იძლევიან. ეს აკრედიტირებული უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლებია, ანუ ადამიანი იღებს დიპლომს და მერე შეუძლია თავისი სპეციალობით იმუშაოს, ამასთან, სწავლის პროცესში შესაძლებლობა ეძლევა გარკვეული ცოდნა შეიძინოს მართლმადიდებლურ თემატიკაშიც.

განათლების სისტემაში რელიგიური კონფესიების ჩართვის კიდევ ერთი გზა არსებობს – ეს ის არის, რასაც საერო საგანმანათლებლო სივრცეში თეოლოგიას უწოდებენ, ანუ საერო უნივერსიტეტებში მოქმედებს თეოლოგიური კათედრები, მუშაობს სხვადასხვა თეოლოგიური პროგრამები.

ამიტომ თუკი მოკლედ ჩამოვაყალიბებთ მართლმადიდებლური განათლების განსხვავებას საერო განათლებისგან, ვფიქრობ, რომ თავისი ხარისხით მართლმადიდებლური განათლება დღეს სავსებით მიუახლოვდა საერო განათლებას. ამას ის ფაქტი მოწმობს, რომ ჩვენმა ძირითადმა სასულიერო სკოლებმა სახელმწიფო აკრედიტაცია მიიღო. რა თქმა უნდა, მართლმდიდებლური, რელიგიური შემადგენელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლის პროცესში. თუნდაც ადამიანი საერო მეცნიერებას ეუფლებოდეს, ის მაინც ნამდვილად იღებს უნივერსალურ უნივესიტეტულ განათლებას.

ე. გრაჩევა: დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს კანონმდებლობითად აკრძალოს კონვერსიული თერაპია – თუ მე სწორად მესმის. თუკი, მაგალითად, მღვდელი მოინდომებს, დაარწმუნოს გეი ან ლესბოსელი შეწყვიტოს უმსგავსო ურთიერთობები და სრულფასოვანი ოჯახის შექმნისკენ მოუწოდოს, მაშინ ასეთი მღვდელი შეიძლება კანონით გახდეს დევნის ობიექტი. სწორად მესმის?

მიტროპოლიტი ილარიონი: დიახ, სწორად გესმით და ეს მორიგი ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ ბრიტანულ საზოგადოებაში ის სტანდარტები დაამკვიდრონ, რომლებსაც უკვე დიდი ხანია თავს ახვევნ, კერძოდ, ისეთი სექსუალური მოქმედებების ნორმის ხარისხში აყვანა, რომლებიც ადრე არატრადიციულად ითვლებოდა და უახლოეს ხანამდე მრავალ რელიგიური კონფესიაში განიკთხებოდა, მათ შორის, მართლმადიდებლობაში, კათოლიციზმში, ისლამში და მთელ რიგ სხვა რელიგიურ კონფესიაში.

რას ნიშნავს კონვერსიული თერაპია? მაგალითად, ჩვენთან მოდის ადამიანი და ამბობს, რომ გრძნობს ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებს. ჩვენ ვცდილობთ, ასეთ ადამიანთან ვიმუშავოთ. მას ვეუბნებით, რომ მიდრეკილება ადამიანს შეიძლება სხვადასხვა ჰქონდეს, თანაც ისინი შეიძლება დროდადრო იცვლებოდეს, მაგრამ მიუხედვად ამისა, ღმერთი ადამიანს მოუწოდებს, შექმნაა ოჯახი და მომავალ თაობებს სიცოცხლე მისცეს. ოჯახი კი, ეკლესიის თვალსაზრისით – ეს არის კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის. არ შეიძლება ოჯახი ეწოდოს იმ კავშირს, რომელსაც არ ძალუძს ახალი ადამიანის წარმოშობა – ეს მარტივი კრიტერიუმია. თუნდაც ადამიანი საკუთარ თავში ჰომოსექსუალურ მიდრეკილებას გრძნობდეს, მაგრამ ამასთან, თუკი აქვს შესაძლებლობა ნორმალური, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრებისა და ოჯახის შექმნისა, ჩვენ ამას მივესალმებით. ბევრი შემთხვევა ვიცით (პირადადაც სამწყემსო პრაქტიკიდან), როდესაც ადამიანები, ვისაც ჰომოსექსუალური მიდრეკილება ჰქონდათ და ამას აღსარებაშიც აღიარებდნენ, მაინც ქმნიდნენ ჯანსაღ ჰეტეროსექსუალურ ოჯახებს და ბედნიერები იყვნენ ქორწინებაში, გაუჩნდათ შვილები, გადალახეს საკუთარ თავში ეს მიდრეკილება.

დიდ ბრიტანეთში კი ახლა ეს კანონით იქნება აკრძალული. ე.ი. მღვდელი სამრევლოს ბაზაზე ვერ შეძლებს ისეთი ჯგუფის ჩამოყალიბებას, როგორიც, მაგალითად, ჩვენთან მოქმედებს იმისათვის, რომ დაეხმაროს ადამიანებს ჰომოსექსუალური მიდრეკილების დაძლევაში, ჯანსაღი და მტკიცე ოჯახის შექმნაში, სულიერი მხარდაჭერის მიღებაში.

ე. გრაჩევა: დიდი მადლობა, მეუფევ, რომ კომენტარი გაუკეთეთ ამ სიახლეს.

მიტროპოლიტი ილრიონი: გმადლობ, ეკატერინე.

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა ტელემაყურებელთა კითხვებს უპასუხა, რომლებიც რეგულარულდ შემოდის პროგრამის, „ეკლესია და სამყარო“, საიტზე.

კითხვა: მეუფევ, რატომ არ უგებენ წესს უნათლავებს, ნუთუ ღმერთისთვის ასე მნიშვნელოვანია ადამიანის მონათვლა? გაცილებით მნიშვნელოვანი არ არის, რომ ადამიანმა სწორად იცხოვროს. ჩემი ქმარი უნათლავი გარდაიცვალა, მაგრამ პატიოსნად ცხოვრობდა, სასიკვდილო ცოდვებს არ სჩადიოდა. მღვდელმა უარი თქვა ეკლესიაში მისთვის წესის აგებაზე.

მიტროპოლიტი ილარიონი: ღმერთი თითოეულ ადამიანზე ზრუნავს: მონათლულზეც და მოუნათლავზეც. მისთვის არ არის სულერთი, თუ როგორ იქცევა ადამიანი, როგორ ცხოვრობს. ეს მონათლულებსაც ეხება და მოუნათლავებსაც. მაგრამ საეკლესიო საიდუმლოებანი მხოლოდ ნათელღებულებზე ვრცელდება, ისევე, როგორც საეკლესიო რიტუალები. თუკი ადამიანი სიცოცხლეში არ მონათლულა, მაშინ რა საჭიროა ეკლესიაში მისთვის წესის აგება? რას მისცემს ეს? მას საკმაო დრო ჰქონდა სიცოცხლეში იმისათვის, რომ მონათლულიყო და ამ პირველი საიდუმლოს მეშვეობით დანარჩენ საიდუმლოებთანაც წვდომა მიეღო. მაგრამ სიცოცხლეში ეს არ გააკეთა – ან არ სურდა, ან რაღაცამ ხელი შეუშალა. ასეთ შემთხვევაში მის სიცოცხლისშემდგომ ხვედრს ჩვენ მთლიანად ღვთის ხელში ვტოვებთ. თქვენ შეგიძლიათ მისთვის სახლში ილოცოთ, მაგრამ საეკლესიო წესის აგება ასეთ შემთხვევაში არ აღესრულება. ასე რომ, მღვდელი სწორად მოიქცა.

კითხვა: მოგესალმებით, მეუფევ! მე მოუნათლავი ადამიანი ვარ, მაგრამ ღმერთი მწამს, და თქვენი ერთ-ერთი უახლოესი გადაცემის შემდეგ, სადაც თქვენ ამბობდით, რომ ეშმაკები ადამიანებში შედიან, როცა ისინი თავად უღებენ მათ შესავლელს, და რომ ეს ემართებათ მოგვებსა და მჩხიბავებს, მე გამიჩნდა კითხვა: თუკი ასეთი რამ მოხდა, როგორ გავაძევოთ ეს ეშმაკები?

მიტროპოლიტი ილარიონი: ყველაზე უებარი წამალი იმისათვის, რომ ეშმაკები არ მოგიახლოვდნენ და თავს არ დაგესხან – ეს არის ნათლობის საიდუმლო. თუ თქვენ ღმერთის გწამთ, მიენდეთ მართლმადიდებელ ეკლესიას. რა გიშლით ხელს, რომ ნათლისღებით გახდეთ სრულყოფილი მორწმუნე ადამიანი? ალბათ, არაფერი. თუმცა, რა თქმა უნდა, მანამდე გმართებთ მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძვლების გაცნობა. წაიკითხეთ კატეხიზმო, სხვა ქრისტიანული ლიტერატურა. ეკლესიაში მოსვლა მხოლოდ შეგნებულად შეიძლება. ნათლობის საიდუმლო კი იმით იწყება, რომ მღვდელი იწყებს დამაწყევარ ლოცვებს და ლოცულობს, იმის შესახებ, რომ ეშმაკმა დაკარგოს ადამიანზე ძალა.

ჩემთვის ძნელია, რაიმე რცჩევა მოგცეთ გარდა იმისა, რაც უკვე გითხარით წინა გადაცემებში, სახელდობრ, არასდროს მიმართოთ მოგვებს, ჩხიბავებს, ექსტრასენსებს, ნუ დაუჯერებთ ჰოროსკოპებს. ეცადეთ ისე იცხოვროთ, რომ ყოველივე იმის საშუალებით, რაც ჩამოგითვალეთ, ეშმაკმა ვერ შეძლოს თქვენთან მოახლოება.

კითხვა: ქალებს რატომ არ მოვწონვარ, რატომ არავის ვჭირდები? ვერ ვახერხებ ქალის ან გოგონას გაცნობას. რა გავაკეთო?

მიტროპოლიტი ილარიონი: მეძნელება რჩევის მოცემა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ეკლესიის სამრევლოს წევრი იყოთ. მე არ ვიცი, ხართ თუ არა ეკლესიის მრევლი. ძალიან ხშირად ახალგაზრდები, და არა მხოლოდ, ერთმანეთს სამრევლოში ეცნობიან. მაგალითად, ზოგიერთ სამრევლოში მსახურების შემდეგ ჩაისსმა იმართება ან ბიბლიის შემსწავლელი წრე იკრიბება. თავად სამრევლოს სიტუაცია განაწყობს ადამიანს იმად, რომ იპოვოს ცხოვრების თანამგზავრი საკუთარი გულისამებრ და საქორწინო კავშირი ეკლესიის ლოცვა-კურთხევით გაამყაროს.

თუმცა არსებობს, რა თქმა უნდა, გაცნობის სხვა გზებიც. მაგალითად, ახლა მრავლადაა გაცნობის მართლმადიდებლური საიტები. შეგიძლიათ, ერთ-ერთ ასეთ საიტზე დარეგისტრირდეთ და მერე ამა თუ იმ გოგონას გაეცნოთ, რომელთანაც, შეიძლება, ადრე თუ გვიან იქორწინოთ კკიდეც, რასაც გულის მთელი სიწრფელით გისურვებთ.

კითხვა: როგორ ფიქრობთ, ადამიანის სურვილი მის ხელმწიფებაშია? აქვს თუ არა ადამიანს იმის უნარი, რომ შეეწინააღმდეგოს თავის ძლიერ სურვილს, და როგორაა ეს შესაძლებელი? როგორ უნდა აიძულო საკუთარი თავი, რომ შენ სურვილებზე კი არა, ღვთის ნებაზე იფიქრო? სად უნდა იპოვო იმის გადაწყვეტილება, რომ საკუთარ სურვილებს და გატაცებებს არ გაჰყვე? აუცილებელია თუ არა ყველა შენი სურვილი ღვთის სურვილით შეცვალო? როგორ განვასხვავოთ მოთხოვნილება დამოკიდებულებისგან?

მიტროპოლიტი ილარიონი: ძალიან ბევრი კითხვაა ერთად თავმოყრილი. შევეცდები მოკლედ გიპასუხოთ. არის ისეთი რამეები, რაც ღვთის ნებას შეესაბამება და არის ისეთები, რაც არ შეესაბამება. თუ გვინდა, რომ ბედნიერები ვიყოთ, წარმატებულები, თუ გვინდა, რომ ჩვენი ცხოვრება სრულყოფილი იყოს, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის ნებისამებრ ცხოვრებისთვის ვართ მოწოდებულნი. იმისათვის, რომ ღვთის ნება გავიგოთ, უნდა ვიკითხოთ წმინდა სახარება და ჩვენი ცხოვრება მას შევადაროთ – ვცხოვრობთ კი ქრისტეს მცნებებით. სახარებაში ქრისტე არ იძლევა ცხოვრების ყველა შემთხვევისათვის მზა პასუხს, მაგრამ გვაძლევს სულიერ-ზნეობრივ ორიენტირებს, და თუ მათ მივყვებით, თითქმის უცდომელად გავიგებთ ღვთის ნებას ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში.

მაგრამ რა ემართება ადამიანს, ვისაც არ სურს ღვთის ნების შესრულება ან ცოდვაზე დამოკიდებულება გაუჩნდა და არ შეუძლია მისი დაძლევა? ეს არის კითხვა, რომელსაც თითოეული ადამიანი უყენებს საკუთარ თავს: რამდენად შორს შემიძლია წავიდე, რათა გადავლახო საკუთარი ცოდვილი ლტოლვა და შევწირო საკუთარი ადამიანური სურვილები და მისწრაფებები ღვთის ნების შესრულებას.

ქრისტიანულ ცხოვრებას ტყუილად არ ეწოდება მოსაგრეობა, ხოლო იმათ, ვინც ქრისტიანულ გზაზე დიდ სიმაღლეებს მიაღწიეს, შემთხვევით არ უწოდებენ მოსაგრეებს. მოსაგრეობა [გმირული მოღვაწეობა] უპირველეს ყოვლისა იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარ თავში დაძლიო ცოდვილი მიდრეკილება, გატაცება, რაღაცაზე მიჯაჭვულობა და, ამასთან, ღვთის ნებისკენ მიმართო გულისხმისყოფა და მისი შესრულება ეცადო. ესაა ქრისტიანული ცხოვრების არსი.

ეს გადაცემა მინდა დავასრულო იოანეს სახარებიდან იესო ქრისტეს სიტყვებით: „სულია ღმერთი და მის თაყვანისმცემლებს სულით და ჭეშმარიტებით მართებთ თაყვანისცემა“ (ინ. 4:24).

ყველას გისურვებთ ყოველივე სიკეთეს და დაე, ყველა თქვენგანს უფალი ფარავდეს!

სსკგ კომუნიკაციების სამსახური

გაზიარება:

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب