
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 02.08.2022. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს უწმინდესსა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ანგელოზის დღე მიულოცა.
მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ქრისტეში საყვარელო თანამოძმევ და თანამსახურო!
მიიღეთ გულითადი მოლოცვები თქვენი ანგელოზის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.
როგორც თქვენი ზეციური მფარველის, წმინდა ელია წინასწარმეტყველის მიმბაძველი, თქვენ ხართ მაგალითის მომცემი საღვთო მოშურნეობისა და მისი ყოვლადსახიერი განგებულის მსასოებლისა, თქვენ ცდილობთ ნიმუშად ექმნეთ სამწყსოს სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, სულით, რწმენით, სიწმინდით (1 ტიმ. 4:12). ივერიის საპატრიარქო საყდარზე მრავალწლიანი მსახურების პერიოდში თქვენ მაღალი ავტორიტეტი მოიხვეჭეთ როგორც თანამოძმე-იერარქებს, ისე უბრალო მორწმუნეთა შორის, რომლებიც ღრმა პატივს მოგაგებენ თქვენ, როგორც განბრძნობილ სულიერ მოძღვარსა და მზრუნველ მამას.
წმინდა წინასწარმეტყველ ელიას ლოცვებით, დაე განამტკიცოს უფალმა თქვენი სულიერი და ხორციელი ძალები, მოგმადლოთ მშვიდობა და კეთილდღეობა, სიმხნევე სულისა და თავისი მოუკლებელი შეწევნა შემდგომ საწინამძღვრო მოღვაწეობაში.
ქრისტეში ძმური სიყვარულით,
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
16.03.2023
24.02.2023