მთავარი გვერდი ახალი ამბები
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილ…

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერი ლიდერების სამმხრივი შეხვედრის შედეგების მიხედვით

/2021 წლის 13 ოქტომბერს მოსკოვის დანილოვოს სტავროპიგიალური მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადესა და ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქისა და კათოლიკოსის გარეგინ II შეხვედრა გაიმართა. სომხეთისა და აზერბაიჯანის რელიგიური ლიდერები რუსეთის დედაქალაქში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მიწვევით ჩავიდნენ – სამხრეთ კავკასიაში მრავალწლიანი კონფლიქტის შედეგების დარეგულირების გზებზე სამსჯელოდ, რომელიც მთიანი ყარაბაღის პრობლემიდან წარმოიშვა. შეხვედრის შედეგების შესახებ უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ განცხადება წაიკითხა.

ჩვენ ახლახანს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერი ლიდერების სამმხრივი შეხვედრა დავასრულეთ, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურების შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებების 30 წელზე მეტ ხნიან ტრადიციას აგრძელებს.

მადლობას ვუხდი პატივცემულ ყოველთა სომეხთა უმაღლესს პატრიარქსა და კათოლიკოსს გარეგინ II-სა და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს მათი მზაობისთვის, შეხვდნენ და პირისპირ განიხილონ რთული პრობლემები, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასი ორი მოძმე ხალხის მოსახლეობასა და რელიგიურ თემებს აწუხებთ.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი რელიგიები უნიკალურ სამშვიდობო პოტენციალს ფლობენ, განსაკუთრებით ისეთ ფაქიზ და მგრძნობიარე სფეროში, როგორიც არის ეთნიკური ურთიერთობები. რაც არ უნდა რთული იყოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა ამ ეტაპზე, ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ღვთისადმი რწმენა და სიყვარული დაეხმარებათ მრავალწლიანი ტრაგიკული დაპირისპირების შედეგად მიყენებული ჭრილობების განკურნებაში. ეს არის ძალიან რთული გზა, ის სულიერ სიბრძნესა და გამჭრიახობას მოითხოვს.

კავკასია ყოველთვის ხალხების, ენებისა და კულტურების უზარმაზარი მრავალფეროვნებით იყო განთქმული. აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხისთვის, არ არსებობს სხვა მომავალი მშვიდობიანი თანაცხოვრების გარდა. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალხის ერთმანეთის მიმართ ნდობის აღდგენა, მეზობლის პატივისცემით მიღებისა და ურთიერთდახმარებისთვის მზადყოფნის ხელახლა სწავლა.

ამგვარი ცვლილების საწინდარია – რელიგიური სიწმინდეების, ისტორიული ძეგლებისა და საფლავების პატივისცემაა, განსხვავებული რწმენის მქონე ადამიანების რელიგიური გრძნობების პატივისცემა და გარდაცვლილთა ხსოვნის მოფრთხილებული დაცვა. რელიგიურ ლიდერები მოწოდებულნი არიან თავიანთი ავტორიტეტი გამოიყენონ, რათა რელიგიებსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლობის ატმოსფერო ააგონ და შეინარჩუნონ.

მოვუწოდებთ, გაირკვეს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ბედი, ხელი შეუწყონ სამხედრო ტყვეების გათავისუფლების პროცესს და არ დაუშვან იარაღის უსანქციო გამოყენება, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

აუცილებელია მომავალში მთელი ძალებით ვესწრაფვოთ სიძულვილის ენის თავიდან აცილებას, თავი შევიკავოთ კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებების მოწოდებებისგან. მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, არ მიეცნენ აგრესიისა და რადიკალიზმის სულს, ეძიონ მშვიდობა უპირველეს ყოვლისა.

რელიგიური ლიდერები მზად არიან აზერბაიჯანისა და სომხეთის ხალხების შერიგებას ხელი შეუწყონ ახლანდელი და მომავალი თაობების სასიკეთოდ და ასაყვავებლად.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის მხრივ ლოცულობს მისთვის ახლობელი ორი ხალხის შერიგებისთვის და მზად არის ყოველმხრივ განაგრძოს ხელშეწყობა, რათა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი და სამართლიანი მშვიდობა გამეფდეს.

***

მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით მოსკოვის საპატრიარქოს სამშვიდობო ძალისხმევას 1988 წელს დაედო საფუძველი. სამი რელიგიური თემის მეთაურთა პირველი სამმხრივი სამშვიდობო შეხვედრა 1993 წლის მაისში შედგა მოსკოვის დანილოვოს მონასტერში. რუსეთისა და ამიერკავკასიის რელიგიური ლიდერების წინა სამმხრივი შეხვედრა რელიგიათშორისი ფორუმების ფარგლებში ჩატარდა 2010 წელს ბაქოში და 2011 წელს ერევანში, ასევე 2017 წელს მოსკოვის დანილოვოს მონასტერში.

სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური/

ფოტო: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური

 

 

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب