მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის …

მიტროპოლიტი ილარიონი: როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ხატს ვუმზერთ, განსაკუთრებული ძალით ვგრძნობთ, თუ რა არის თითოეული ადამიანის სიკვდილის აზრი და მნიშვნელობა


2021 წლის 28 აგვისტოს, მიძინების დღესასწაულზე ყოვლადწმიდა დედუფლისა ჩვენისა და მარადისქალწულისა მარიამისა, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, საღმრთო ლიტურგია აღასრულა მოსკოვში, ბოლშაია ორდინკაზე მდებარე ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ – ტაძარში.

მწყემსთმთავარს თანამსახურებდნენ ტაძრის კლირიკოსები.

მრჩობლ კვერექსზე აღვლენილ იქნა თხოვნითი ლოცვები კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ.

მრჩობლი კვერექსის შემდეგ მიტროპოლტმა ილარიონმა აღავლინა ლოცვა, რომელიც მავნებელი ჰაერის გავრცელების დროს იკითხება.

საღვთო ლიტურგიის დასასრულს, მღვდელთმთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა:

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

არსებობს ორი სამყარო და ორი რეალობა: სამყარო სულიერი და სამყარო მატერიალური, რეალობა სულიერი და რეალობა მატერიალური.

ხშირად ადამიანები, ცხოვრობენ რა მატერიალურ სამყაროში, ყველაფერს, რასაც ხედავენ და ყველაფერს, რაც მათ ირგვლივ ხდება, აღიქვამენ მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური სამყაროს პერსპექტივიდან. ისინი აკვირდებიან ბუნების სიცოცხლეს და ჰგონიათ, რომ ბუნებაში ყველაფერი ბუნებრივი კანონების ძალით ხდება, რომლებიც ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა. ისინი აკვირდებიან ადამიანების ცხოვრებას და ფიქრობენ, რომ მათ შორის ურთიერთდამოკიდებულება ექვემდებარება მხოლოდ პრაგმატულ მოსაზრებებს, ან განპირობებულია ნათესაური კავშირებით, ანაც, რაღაც, პირადი ინტერესებით.

შეიძლება მთელი ცხოვრება ისე განლიოს ადამიანმა, რომ სულიერი სამყარო მისთვის სრულიად დაკეტილი დარჩეს და მთელი მისი ფიქრები, აზრები და გრძნობები დაკავშირებული იყოს მარტო მატერიალურ სამყაროსთან, და ყველაფერი, რაც მის თავს ხდება, და ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება, გააზრებული იქნება ისევ და ისევ მატერიალური თვალსაზრისით. იმის იქით კი არანაირი სულიერი რეალობის ხედვა არ ექნება. ერთმა ტელემაყურებელმა შეკითხვა დამისვა ჩემს სატელევიზიო პროგრამაში: „ვერ გამიგია, რატომ უნდა მწამდეს ღმერთის, როცა ყოველივეს საკუთარი შრომით მივაღწიე, ღმერთი კი არასდროს არაფერში დამხმარებია“. ამ ადამიანს მე ვუპასუხე: „ღმერთი რომ არასდროს არაფერში დაგხმარებოდა, შენ ვერაფერს მიაღწევდი. ავადმყოფი რომ დაბადებულიყავი, და არა ჯანმრთელი, მაშინ ვერ შეძლებდი იმის გაკეთებას, რაც გააკეთე. ღმერთს რომ თავიდანვე არ ებოძებინა შენთვის ის პირობები რომლებითაც წარმატებებს მიაღწიე, რომ არ გქონოდა მისგან სათანადო ნიჭები, სულიერი და ფიზიკური ძალები, მაშინ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევდი“.

ძალიან ხშირად ადამიანები ვერ ამჩნეევნ ან არ უნდათ შეამჩნიონ სულიერი რეალობა, და ცხოვრების მთელ აზრს იმაში დებენ, რომ აქ, მიწაზე, მიიღონ ცხოვრებისგან რაც შეიძლება მეტი სიამოვნება, მიაღწიონ წარმატებას, კარიერულ აღმასვლას და ფიქრობენ, რომ თუ ყველაფერი ეს შესრულდა, ე.ი. ცხოვრება შედგა. მაგრამ თითოეული ადამიანისთვის, უნდა მას ეს თუ არა, დგება მომენტი, როცა ის ახალ რეალობას ეჯახება. და ეს მომენტი არის სიკვდილი.

ადამიანებს, რომლებიც მარტოოდენ რეალური წარმოდგენებით ცხოვრობენ, არ უყვართ სიკვდილზე არც ფიქრი და არც ლაპარაკი. საკუთარი და თავისი გარემომცველი ადამიანების ცხოვრებაში ისინი ამ ფაქტორის იგნორირებას ცდილობენ, რადგან ის მათ ამ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაში უშლის ხელს.

ცხოვრების სულ სხვა პერსეპექტივას აძლევს ადამიანს ქრისტიანული ეკლესია. ის არცერთ ადამიანს არაფერს აკლებს, არ ეუბნება: თქვენ საკუთარ თავს უნდა აუკრძალოთ ესა და ეს. ეკლესია მხოლოდ ახსენებს მათ, ერთი მხრივ, თუ რა არის ცოდვა და რას შეუძლია იგი დაღუპვამდე მიიყვანოს და, მეორე მხრივ – რა არის მაცხოვნებელი და რა მიიყვანს მას მარადიულ ცხოვრებამდე.

ხშირად მქადაგებლებისგან ვისმენთ, რომ მიწაზე ადამიანის ცხოვრება – ეს არის მზადება მარადიული ცხოვრებისათვის. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ამ ცხოვრებაში ისე უნდა ვიცხოვროთ, თითქოს „შავად“ ვწერდეთ, ხოლო იქ უკვე, მარადიულ ცხოვრებაში „სუფთა“ წერაზე გადავალთ; ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ აქ უნდა ვიცხოვროთ „როგორღაც“, ხოლო იქ უკვე ნამდვილად უნდა ვიცხოვროთ; და ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ აქ უარი უნდა ვთქვათ იმ სიამოვნებებზე, რომლებიც არ არის ცოდვის შემცველი, რომ არ უნდა დავტკბეთ მიწიერი ცხოვრებით, გარდა ყოველივე იმისა, რაც ცოდვას უკავშირდება.

მაგრამ ამავე დროს ეკლესია ჩვენ გვიხსნის სხვა პერსექტივას, შესაძლებლობას გვაძლევს მატერიალურის მიღმა დავინახოთ სულიერი: ბუნების მოვლენებს მიღმა, ბუნებრივი სილამაზის მიღმა, მზის ამოსვლისა და ჩასვლის მიღმა დავინახოთ ის, ვინც არის მხატვარი და შემოქმედი ყოველივე ამისი და ვადიდოთ ღმერთი, შემოქმედი ესოდენ საოცარი სილამაზისა, როგორც ადიდებდნენ მას მეფსალმუნენი.

როდესაც ფსალმუნებს ვკითხულობთ, ვხედავთ, თუ როგორი გრძნობებითაა აღსავსე ძველი პოეზიის ეს ნაწარმოებები. მეფე დავითი და სხვა მეფსალმუნენი ხედავდნენ ბუნების სილამაზეს, მაგრამ ამ სილამაზის მიღმა მის შემოქმედს – ღმერთს ხედავდნენ.

ასევე გვასწავლის ეკლესიაც, რომ თითოეულ ადამიანში დავინახოთ არა უბრალოდ ჩვენი ნათესავი ან ნაცნობი, ან თანამშრომელი, ან ისეთი ადამიანი, ვის წინაშეც რაღაცით ვალდებულნი ვართ ან, პირიქით, ის არის ვალდებული, – არამედ დავინახოთ ღვთის ხატება, და ერთმანეთთანაც ვიქონიოთ არა მხოლოდ ნათესაური ან პრაგმატული ხასიათის დამოკიდებულება, არამედ ისეთი, როგორც უფალს აქვს ჩვენდა მომართ, ვეცადოთ, რომ ერთმანეთში ღვთის ხატებას ვხედავდეთ.

ქრისტეს ეკლესია გვასწავლის: სიკვდილი – ეს არის მარადიულ ცხოვრებაში გადასვლა, რაც ყველა ადამიანს ელოდება. მხოლოდ ხარისხი ამ მარადიული ცხოვრებისა, პირდაპირ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვლო მან მიწიერი ცხოვრება.

როდესაც დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს ვუმზერთ, რომელიც კეთილმშვენივრად განისვენებს თავის სასიკვდილო სარეცელზე, ჩვენ განსაკუთრებული ძალით ვგრძნობთ, თუ რა არის თითოეული ადამიანისთვის სიკვდილის აზრი და მნიშვნელობა. როგორიცაა სიცოცხლე, ისეთივეა სიკვდილიც. შემთხვევით არ არის წმინდა წერილში ნათქვამი: „სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს“ (ფს. 33:22). ცნობილია მრავალი შემთხვევა, როდესაც უფალი ადამიანის სიკვდილით იტყობინება, თუ რისთვის დაისაჯა იგი ასეთი საშინელი აღსასრულით. თუმცა ისიც ვიცით, რომ ადამიანური საზომით ყველა საშინელი სიკვდილი ყოველთვის არ არის რაიმეს გამო სასჯელი, უბრალოდ, ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებულად კვდებიან, მაგრამ ყველა სიკვდილში არის ერთი საერთო და მთავარი – მარადიულ ცხოვრებაში გადასვლა.

როდესაც ჩვენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ვუმეზრთ, იმას, თუ როგორ გაატარა მან თავისი უკანასკნელი წლები, თვეები და დღეები, ჩვენ ვხვდებით, რომ სწორედ ასეთ აღსასრულზე – ქრისტიანულზე, ურცხვენელზე, მშვიდობიანზე – ვევედრებით ყოველ ჯერზე უფალს საღვთო ლიტურგიაზე და სხვა საეკლესიო მსახურებებზე.

ჩვენ შევთხოვთ ღმერთს იმის შესახებ, რომ ჩვენი სიკვდილი გახდეს დამაგვირგვინებელი მთელი ჩვენი ცხოვრებისა, აზრის მომცემელი ჩვენი ცხოვრებისათვის და გამამართლებელი ყოველივე იმისა, რაც ამ ცხოვრებაში გაგვიკეთებია და ვაკეთებთ; რომ ჩვენი სიკვდილი გახდეს მარადიულ ცხოვრებაში გადასვლა, რათა ჯერ კიდევ აქ, მიწიერ ცხოვრებაში, შევიცნოთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვეზიაროთ მის საღვთო ნათელს და ცათა სასუფეველს, რომელიც მან თითოეული ადამიანისთვის მოამზადა.

უფალმა ბრძანა: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“ (ინ. 14:2). სავანე ყველას ეყოფა, მთავარია, რომ ყველამ ისურვოს, ცათა სავანეში დამკვიდრება. ხოლო იმისთვის, რომ იქ დავბინავდეთ, საჭიროა, უკვე აქ და ახლა „დავჯავშნოთ“ ჩვენი ადგილი, როგორც მაგალითად, ადამიანები აკეთებენ, როცა წინასწარ ემზადებიან შვებულებისთვის – ჯავშვნიან თავისთვის თვითმფრინავის ბილეთებს, სასტუმროში საცხოვრებელ ადგილსა და კვებას, რადგან ესმით, რომ ყველა ადგილი შეიძლება გაყიდული აღმოჩნდეს.

ზუსტად ასევე უნდა ვიზრუნოთ ჩვენც მომავალ ცხოვრებაზე – პირველ რიგში, ლოცვებით, საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობოთ; მეორე – ეს არის „მეგობრების მოპოვება უსამართლო სიმდიდრით“, – როგორც ბრძანა უფალმა ერთ-ერთ თავის იგავში (ლკ. 16:9). სიმდიდრე რომელიც ჩვენ გვაქვს – მატერიალური ან სულიერი – ჩვენი არ არის, ჩვენ ის მივიღეთ იმისათვის, რომ ჩვენსავე ახლობლებს ვუწილადოთ. ეს სიმდიდრე, არ არის ჩვენ მიერ გამომუშავებული, მაგრამ შეგვიძლია სხვებს გავუნაწილოთ აქ, მიწაზე, რათა შემდგომ, როცა იმქვეყნად მივალთ, ვიპოვოთ იქ მეგობრები, რომლებიც გვეტყვიან: ჩვენ უკვე მოგიმზადეთ აქ ადგილი, იმიტომ, რომ მიწაზე შენ ჩვენ გვერდით იყავი, ახლა კი აქ იქნები ჩვენთან, სხვა რეალობაში.

ყოველივე ამის აღქმა ადვილი არ არის ადამიანის გონებისათვის. ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი კვდება, ჩვენ ვეხებით სხვა რეალობას. ახლობლის სიკვდილთ უფალი მუდმივად შეგვახსენებს სხვა სამყაროს არსებობას, რომლისთვის მზადებაც გვმართებს და რომელშიც თითოეული ჩვენგანისთვის არის ადგილი გამზადებული.

ვილოცოთ ყოვლადწმიდა დედუფლისა ჩვენისა და მარადის ქალწულისა მარიამისა მიმართ, რათა დაგვეხმაროს, რომ ისე ვიცხოვროთ, როგორც თვითონ იცხოვრა – ღვთის წინაშე დგომით, უფლის სამსახურში, მოუკლებელ ლოცვაში; და რომ ნათლის მშობელმა ღირსგვყოს იმ აღსასრულისა, რომლის შესახებაც ვლოცულობთ თითოეულ ღვთისმსახურებაზე – ქრისტიანული, ურცხვენელი, მშვიდობიანი. ამინ.

ყველას გილოცავთ დღესასწაულს! ყველას გფარავდეთ უფალი!“.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب