მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთის ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პირველი მ…

რუსეთის ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პირველი მსოფლიო ომის წლებში სლოვენიაში დაღუპული რუსი სამხედრო ტყვეების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში


2021 წლის 30-31 ივლისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, ბერლინ-გერმანიის ეპარქიის მმართველმა, რუზსკის მთავარეპისკოპოსმა ტიხონმა ვრშიჩის უღელტეხილზე წმინდა მოციქულთა სწორი მთავრის ვლადიმერის სახელობის სამლოცველოს დაარსების 105-ე წლისთავისადმი მიძღნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ამ ადგილას სამლოცველო აიგო რუსი სამხედრო ტყვეების ხსპვნის პატოვსაგებად, რომლებიც აქ პირველი მსოფლიო ომის წლებში დაიღუპნენ.

მიმდინარე წელს რუსული სამლოცველოს 105-ე წლისთავთან დაკავშირებული დღესასწაული, რომელიც რუსმა სამხედრო ტყვეებმა ააგეს ჩამოწოლილი თოვლის ზვავის შედეგად გარდაცვლილი მეგობრების ხსოვნის სახელზე, რომლებსაც გზა გაჰყავდათ ალპების გავლით, პირველად ჩატარდა რუსეთისა და სლოვენიის მეგობრობის ზეიმის ჩარჩოებში. ღონისძიებებს ორგანიზება გაუკეთა სლოვენიაში რუსეთის საელჩომ, ქალაქ კრანსკა-გორას მერიამ, ფონდმა „რუსულმა სამყარო“ („Русский мир“) და „სლოვენია-რუსეთის“ მეგობრობის საზოგადოებამ, რომელიც ამ წელს თავის დაარსების 25 წლისთავს აღნიშნავს. ღონისძიებაში მონაწილეობა 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

31 ივლისს საზეიმო მემორიალური ცერემონია ჩატარდა ვრშიჩის უღელტეხის ქვეშ მდებარე რუსულ სამლოცველოსთან, რომელსაც სლოვენიის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ: სლოვენიის პრეზიდენტი ბორუტ პახორი, რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს (პარლამენტის უმაღლესი პალატა) თავმჯდომარე ალოიზ კოვშცა, ვიცე-პრემიერი, სლოვენიის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრი ზდრავკო პოჩივალშეკი, ქალაქ კრანსკა-გორას მერი იანეზ ხროვატი.

ღონისძებაში ასავე მონაწილეობდნენ: დეკანოზი ბორისლავ ლივოპოლიაკი (სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია), ცელიეს ეპისკოპოსი სტანისლავ ლიპოვშეკი (რომაულ-კათოლიკური ეკლესია), ეპისკოპოსი ლეონ ნოვაკი (სლოვენიის ევანგელისტური ეკლესიის მეთაური), რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის ფედერაციული საბჭოს ვიცე-სპიკერი კ. ი. კოსაჩევი, რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიაში ტ. რ. ეივაზოვი, მოსკოვის მთავრობის საგარეო ეკონომიკისა და საერთაშორისო კავშირების დეპარტამენტის მეთაურის მოადგილე ალექსეი ბონდარუკი, საზოგადოება „სლოვენია-რუსეთის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ურბან ოცვირკი, საზოგადოება სლოვენია-რუსეთის პირველი თავმჯდომარე საშა გერჟინა.

რუსი სამხედრო ტყვეებისათვის აღსრულებული მიცვალებულთა ლიტია რუზსკის მთავარეპისკოპოსმა ტიხონმა ჩაატარა.

მიცვალებულთა საგალობლები შეასრულა ქ. მიუნხენის ქრისტეს აღდგომის სახელობის სამრევლოს მგალობელთა გუნდმა რეგენტ მაქსიმე მატიუშენკოვის ხელმძღვანელობით.

ექტენიაზე ლოცვები იქნა აღვლენილი განსვენებისთვის სულთა მცვალებულთა მონათა ღვთისათა მართლმადიდებელთა მხედართა და მხედართმთავართა, შიმშილისგან, ჭრილობისგან და ყინვისგან აიმ ადგილას გარდაცვალებულთათვის.

ღვთისმსახურების დაწყებამდე მთავარეპისკოპოსმა ტიხონმა რუსი თანამემამულეების, რომლებმაც აქ ნახეს განსვენება, ხსოვნისადმი პატივმისაგებად ყველა შეკრებილს, სიტყვით მიმართა და კერძოდ, აღნიშნა:

„აღვავლენთ რა ლოცვებს მხედართა განსვენებისთვის, XX საუკუნის დასაწყისში ბრძოლის ველზე გარდაცვლილთათვის, არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ სხვა ერთდროულად სამწუხარო, და გმირულიც ფურცლები ჩვენი საერთო ისტორიიდან – 80 წლის წინ ჩვენი ქვეყნები მთელი 4 წელი სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ველად იყო ქცეული. მილიონობით მოქალაქემ გასწირა სიცოცხლე საკუთარი სამშობლოს ნგრევისაგან და საკუთარი თავის დამონებისგან დასაცავად; იცავდნენ რელიგიურ, ზნეობრივ და სამოქალაქო იდეალებს ნაციზმის არადამიანური იდეოლოგიის წინააღმდეგ.

წარსული წლების ეს მოვლენები, ძლიერად აღბეჭდილი რუსეთისა და სლოვენიის ისტორიულ მეხსიერებაში, აღგვძრავს, განსაკუთრებული ყურადღებით მივუდგეთ იმას, რაც დღეს მსოფლიოში ხდება და მომხდარზე პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ. ჩვენი ცხოვრება და ჩვენი მიწა – ეს ღვთის საჩუქარია, რომლის დაცვისთვისთვისაც ვართ მოწოდებულნი. ამიტომ ყოველგვარი შესაძლებლობის გამოყენება ჩვენ ირგვლივ სამყაროს კეთილად შეცვლისათვის – ეს ჩვენი ვალდებულებაა ღვთისა და წინაპრების წინაშე, რომლებიც გმირულად დაეცნენ იმისათვის, რომ ჩვენ ცხოვრება შეგვძლებოდა.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სახელით, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო სლოვენიის სახელმწიფო ხელისუფლებას და მთელი სლოვენიის მოძმე ერს იმისთვის, რომ უკვე საუკუნეზე მეტია აქ შენარჩუნებულია რუსი ჯარისკაცების ხსოვნა, რომ იღწვით მეგობრობის განმტკიცებისთვის, ჩვენს ქვეყნებს შორის სულიერი და კულტურული კავშირების განვითარებისთვის, რომელთა თვალსაჩინო გამოხატულებას ემსახურება ეს სამლოცველო, სადაც ღვთისადმი ლოცვების აღვლენა არ წყდება. დაე უფალმა აკურთხოს ჩვენი მოძმე ერები“.

რუსულ სამლოცველოსთან მემორიალური ღონისძიებების დასრულების შემდეგ ქალაქ კრანსკა-გორას ცენტრში მეგობრული საზოგადოების „სლოვენია-რუსეთის“ წევრთა ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა.

წინა საღამოს მთავარეპისკოპოსი ტიხონი ლიუბლიანასა და სლოვენიის პრიმასს მთავარეპისკოპოს-მიტროპოლიტ სტანისლავ ზორეს შეხვდა (რომაულ-კათოლიკური ეკლესია).

ასევე, ქ. კრანსკა-გორაში ქ. მიუნხენის ქრისტეს აღდგომის სახელობის სამრევლოს მგალობელთა გუნდის კონცერტი ჩატარდა.

***

წმინდა მოციქულთა სწორის ვლადიმერის სახელობის სამლოცველო ვრშიჩის უღელტეხილის ქვეშ (სლოვენიის საკურორტო ქალაქ კრნასკა-გორას მახლობლად) – ეს არის პირველი მსოფლიო ომის დროს ამ ადგილებში დაღუპული რუსი ჯარიკაცებისადმი მიძღვნილი მემორიალური ძეგლი. ის განლაგებულია იულიის ალპების ერთ-ერთ ფერდობზე ზღვის დონიდან 1000 მეტრ მეტ სიმაღლეზე ვრშიჩის უღელტეხილის (1611 მ) ახლოს. ეს არის გზა, რომელიც აკავშირებს სლოვენიის ცენტრალური რაიონებს დასავლეთის რაიონებთან ­– მდინარე სოჩას ხეობასთან.

პირველი მსოფლიო ომის წლებში ქ. კრანსკა-გორა (აქ მდებარეობდა ავსტრიის სარკინიგზო გზის ბოლო სადგური) იყო მთავარი სატრანზიტო პუნქტი საბრძოლო მასალების, ტექნიკისა და ჯარისკაცების მისაწოდებლად ავსტრია-იტალიის ფრონტზე. საომარი საჭიროებიდან გამომდინარე, ავსტრიის სამხედრო ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ვრშიჩის გავლით გზის გაყვანაზე. უკვე 1915 წლის ივლისში ქ. კრანსკა-გორას მახლობლად მოეწყო ბანაკი რუსი სამხედრო ტყვეებისთვის, რომელთა ხელებითაც შენდებოდა გზა უღელტეხილზე.

1916 წლის 12 მარტს რუსი სამხედრო ტყვეების ჯგუფიდან ერთ-ერთი, რომელიც გზას წმენდდა, ავსტრიელ ბადრაგთან ერთად თოვლის ზვავში ჩაიმარხა. მაშინ, ზოგიერთი წყაროს თანახმად, 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სულ ტყვეთა ბანაკის არსებობის პერიოდში (1915-1917 წწ.) აქ მძიმე შრომისა და შიმშილისგან დაახლ. 10 ათასი ტყვე ჯარისკაცი გარდაიცვალა.

ზვავის შედეგად გარდაცვლილი მეგობრების სახსოვრად, 1916 წელს სამხედრო ტყვეებმა თავიანთი დროებითი ბარაკების მახლობლად არც თუ დიდი ზომის ხის სამლოცველო ააშენეს.

1920-იან წლებში ვრშიჩის უღელტეხილის გზა რეკონსტრუირებული იქნა, მის გასწვრივ დაკრძალულთა ნეშტები სამლოცველოს მახლობლად მდებარე ძმათა სასაფლაოზე გადაასვენეს, რომელზეც 1930-იან წლებში პატარა პირამიდული ობელისკი გააკეთდა წარწერით „რუსეთის შვილებს“. იმ წლებში, ივლისის თვის ბოლოს, სამლოცველოსთან შეკრება დაიწყეს რუსმა ემიგრანტებმა მთელი მაშინდელი იუგოსლავიიდან, რათა თანამემამულეების ხსოვნისათვის პატივი მიეგოთ.

მას შემდეგ, რაც 1991 წელს სლოვენიამ დამოუკიდებელობა მოიპოვა, სლოვენიის საზოგადოების წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც შემდგომში ბირთვი გახდა 1996 წელში ჩამოყალიბებული მეგობრული საზოგადოებისა „სლოვენია-რუსეთი“, დაიწყო ყოველწლიური შეხვედრების მოწყობა რუსულ სამლოცველოსთან, ივლისის ბოლო კვირა დღეს, რუსი და სლოვანი პოლიტიკოსების, საქმიანი ხალხის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ეკლესიის წარმომადგნელების, და კულტურის სფეროში მოღვაწეთა შემადგენლობით.

1995 წელს რუსულმა სამლოცველომ მიიღო სახელმწიფოს მიერ დაცული კულტურული ძეგლის სტატუსი. 2005 წელს სამლოცველოს მიმდებარე ტერიტორია მემორიალურ პარკად გადაკეთდა და მმართველობაში გადაეცა სლოვენიის კულტურის სამინისტროს.

2006 წელს რუსული სამლოცველოს 90 წლისთავის წინა დღეებში სლოვენიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქ. კრანსკა-გორადან წმინდა მთავარ ვლადიმერის სამლოცველოს გავლით ვრჩიშის უღელტეხილზე გამავალი გზისთვის სახელად „რუსული გზა“ ეწოდებინა.

2021 წლის 28 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სლოვენიის პრეზიდენტმა ბორუტ პახორმა სატელეფონო საუბრისას მოილაპარაკეს, დაედგინათ რუსეთ-სლოვენიის მეგობრობის დღე, რომლის აღნიშვნაც ყოველწლიურად მოხდება ივლისის ბოლო შაბათს, ვრშიჩის უღელტეხილზე რუსულ სამლოცველოსთან სამახსოვრო ღონისძიების ჩატარების [წინა] დღეს.

ბერლინ-გერმანიის ეპარქია/

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب