მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი
სსკგ-ის კომუნიკაციოს სამსახური, 07.01.2024. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ, TASS-ის გენერალურ დირექტორთან, ა.ო. კონდრაშოვთან, 2024 წლის 7 იანვრის საშობაო ინტერვიუში აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი იმათი ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფება „ვისაც ძალა აქვთ ამ წუთისოფელში“, ხოლო მისი მხარდაჭერა უკრაინის განხეთქილებისადმი, ეს არა უბრალო შეცდომა, არამედ „მისი დიდი ცოდვაა". ამის შესახებ იტყობინება Patriarchia.ru-ს ვებგვერდი ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალურ განყოფილებაზე დაყრდნობით.
„პოლიტიკურმა ფაქტორებმა განაპირობა სქიზმატური „ეკლესიის“ შექმნა უკრაინაში; სამწუხაროდ, მას მხარი დაუჭირა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა. მასზე დიდ ზეგავლენას ახდენენ ისინი, ვისაც ძალა აქვთ მსოფლიოში. მას არ აქვს საყრდენი, არ ჰყავს თავისი სამწყსო იმ ადგილას, სადაც იმყოფება (თურქეთს ვგულისხმობ); ის მართლაც რთულ მდგომარეობაშია“, – განაცხადა პატრიარქმა კირილემ.
„დიდი ალბათობით, ეს არახელსაყრელი კონტექსტი აყალიბებს სწორედ კონსტანტინოპოლის პატრიარქის პოზიციას, რომელსაც ბევრი ვერ ეთანხმება. ამიტომ, უკრაინაში განხეთქილების მხარდაჭერა არ არის კონსტანტინოპოლის პატრიარქის უბრალო შეცდომა, ეს მისი დიდი ცოდვაა“, – დასძინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა.
„როდესაც სქიზმატური პროცესები დაიწყო, მათ უკან, ეჭვი არ მეპარება, იდგა არა მხოლოდ რუსეთის მტრების, არამედ მართლმადიდებლობის მტრების პოლიტიკური ნება. იმიტომ, რომ რუსეთის ეკლესიის ჩამოშორება ახლო აღმოსავლეთის ეკლესიებისგან, ნიშნავს, პირველ რიგში, იმ ეკლესიების დასუსტებას. მაგრამ, ღვთის წყალობით, მართლმადიდებელი ლიდერების უმეტესობა ბრძენი ხალხია და ისინი არ ემორჩილებიან ამგვარ ზეწოლას, თუმცა ეს ზეწოლა ხორციელდება და ზოგიერთები თმობენ საკუთარ პოზიციებს. მაგრამ, ზოგიერთი ეკლესიის მეთაური ახოვნად ეწინააღმდეგება ამას“, – დაასკვნა უწმინდესმა პატრიარქმა.