მთავარი გვერდი
უწმინდესი პატრიარქი

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე


ეკლესიის ურთიერთობა მისთვის გარეგან სამყაროსთან – ეს განსაკუთრებული, მაგრამ განუყოფელი ნაწილია მართლმადიდებლური მისიისა. ყოველთვის არ არის ეს მსახურება ღვთის სიტყვის პირდაპირი ქადაგება. თუმცა ის მილიონობით ადამიანს ეხმარება, დაინახონ მართლმადიდებლობა სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, მართლმადიდებლობის ძალა და სილამაზეც იგრძნონ.


ზოგადი ბიოგრაფიული მონაცემები

1.jpg

უწმინდესი პატრიარქი კირილე (ერში ვლადიმერ მიხეილის ძე გუნდიაევი) დაიბადა ლენინგრადში 1946 წლის 20 ნოემბერს.

მამა – მიხეილ ვასილის ძე გუნდიაევი, მღვდელი, გარდაიცვალა 1974 წელს. დედა – რაისა ვლადიმერის ასული გუნდიაევა, სკოლაში გერმანული ენის პედაგოგი, უკანასკნელ წლებში კი დიასახლისი, 1984 წელს გარდაიცვალა. უფროსი ძმა – დეკანოზი ნიკოლოზ გუნდიაევი, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი, სანკტ-პეტერბურგში მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის დამსახურებული წინამძღვარი. ბაბუა – მღვდელი ვასილი სტეფანეს ძე გუნდიაევი, სოლოვკების კოლონიების პატიმარი, საეკლესიო მოღვაწეობისა და განმაახლებლებთან ბრძოლისათვის 20, 30-იან და 40-იან წლებში გამოიარა ციხეები და გადასახლებები.

საშუალო სკოლის 8 კლასის დამთავრების შემდეგ ვლ. გუნდიაევი ლენინგრადის ჩრდილო-დასავლეთის გეოლოგიური სამართველოს კომპლექსურ გეოლოგიურ ექსპედიციაში მოეწყო, სადაც 1962-65 წლებში ტექნიკოს-კარტოგრაფის პოზიციაზე იმუშავა; იმავდროულად განაგრძობდა სწავლას საშუალო სკოლაში.

სკოლა 1965 წელს დაამთავრა და იმავე წელს ლენინგრადის სასულიერი სემინარიაში განაგრძო სწავლა, შემდეგ – ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1965 წელს წარმატებით დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხში.

1969 წლის 3 აპრილს ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტმა ნიკოდიმოსმა (როტოვი) ვლადიმერ გუნდიაევი მონაზვნად აღკვეცა კირილეს სახელით. იმავე წლის 7 აპრილს მანვე ბერდიაკვნად დაასხა მას ხელნი, ხოლო 1 ივნისს – მღვდლმონაზვნად. 1970-71 წწ. – დოგმატური ღვთისმეტყველების პედაგოგი ლენინგრადის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, იმავდროულად, ამავე სასწავლებლის ინსპექტორის თანაშემწე; ასევე – პირადი მდივანი ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტისა და სემინარიის პირველი კლასის საკლასო დამრიგებელი.

1971 წლის 12 სექტემბერს მშვდელმონაზონი კირილე არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აყვანილი.

1971-74 წწ. – ეკლესიების მსოფლიო საბჭოში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი ქ. ჟენევაში.

1974 წლის 26 დეკემბრიდან 1984 წლის 26 დეკემბრამდე – ლენინგრადის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი.

1976 წლის 14 მარტს ქიროტონირებულ-იქნა ვიბორგის ეპისკოპოსად. 1977 წლის 2 სექტემბერს აყვანილ-იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

1984 წლის 26 დეკემბრიდან – სმოლენსკსკისა და ვიაზემსკის მთავარეპისკოპოსი.

1986 წლიდან – კალინინგრადის ოლქის სამრევლოთა მმართველი.

1988 წლიდან – სმოლენსკსკისა და კალინინგრადის მთავარეპისკოპოსი.

1989 წლის 13 ნოემბრიდან 2009 წლამდე – ეკლესიის საგარეო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, წმინდა სინოდის მუდმივი წევრი.

1991 წლის 25 თებერვალს მიიღო მიტროპოლიტის ხარისხი.

2008 წლის 6 დეკემბრიდან – პატრიარქის საყდრის ადგილმონაცვლე.

2009 წლის 27 იანვარს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად გამოარჩია.

2009 წლის 1 თებერვალს შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაცია. 

განათლება. მოღვაწეობა მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის (როტოვი) ხელმძღვანელობით 

2.jpg

საშუალო სკოლის 8 კლასის დამთავრების შემდეგ ვლ. გუნდიაევი ლენინგრადის ჩრდილო-დასავლეთის გეოლოგიური სამართველოს კომპლექსურ გეოლოგიურ ექსპედიციაში მოეწყო, სადაც 1962-65 წლებში ტექნიკოს-კარტოგრაფის პოზიციაზე იმუშავა; იმავდროულად განაგრძობდა სწავლას საშუალო სკოლაში.

ვლადიმერი გეგმავდა, რომ 1965 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის უნივერსიტეტის ფიზიკურ ფაკულტატზე გაეგრძელებინა სწავლა და მერე უკვე, უმაღლესი საერო განათლების მიღების შემდეგ, მღვდელმსახურობისთვის მიეძღვნა თავი. მაგრამ მოხდა ისე, რომ მისმა უფროსმა ძმამ, ნიკოლოზმა, რომელიც იმ დროს ლენინგრადის სასულიერო სემინარიაში სწავლობადა, მოაწყო მისი შეხვედრა ლენინგრადის მიტროპოლიტ ნიკოდიმოსთან (როტოვი). ეს შეხვედრა გარდამტეხი აღმოჩნდა მომავალი პატრიარქის ცხოვრებაში: მიტროპოლიტმა მას ურჩია, მაშინვე ჩაებარებინა სემინარიაში.

3.jpg

1966 წ. დასაწყისში მიტროპოლიტმა ნიკოდიმოსმა ვლადიმერი პირად მდივნად დანიშნა. სტუდენტი გუნდიაევის გამორჩეული უნარების შესახებ შესახებ მას უკვე ჩამოუყალიბდა აზრი და ვლადიმერს პირობა წამოუყენა – იგი დაჩქარებული წესით უნდა დაუფლებოდა ცოდნას: ვლადიმერს ერთ წელიწადში უნდა გაევლო ორი კურსის მასალა და გამოცდები ექსტერნად ჩაებარებინა. იმ დროიდან იწყება ვლ. გუნდიაევის ეკლესიური მსახურება – დატვირთული მოუღლელი შრომითა და მოვალეობათა მუდმივად მზარდი ჩამონათვალით. მისთვის მისაბაძი მაგალითი იყო 36 წლის მიტროპოლიტი ნიკოდიმოსი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ეპარქიის მმართველობასთან ერთად სათავეში ედგა რუსეთის საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილებას – სსუგ (ОВЦС). იმ წლებში ეს განყოფილება ფაქტიურად ეკლესიის შიდა და გარე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ცენტრად იქცა. 

1969 წლის 3 აპრილს მიტროპოლიტმა ნიკოდიმოსმა ვლადიმერი მონაზვნად აღკვეცა კირილეს სახელით – მოციქულთა სწორისა და სლავთა განმანათლებლის საპატივცემულოდ. 7 აპრილს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, მიტროპოლიტმა ნიკოდიმოსმა იგი დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 1 ივნისს კი მღვდლად.

მიტროპოლიტ ნიკოდიმოსთან მუშაობის წლებში, – იყო რა მეუფის თანმხლები და პრაქტიკულად ეცნობოდა რუსეთის ეკლესიის საერთაშორისო მოღვაწეობას, – მას მონაწილეობა აქვს მიღებული პრაღაში ჩატარებულ ყოველთაქრისტიანთა III მსოფლიო კონგრესის სხდომებში, უპსალეში (შვედეთი) ეკლესიების მსოფლიო საბჭოს (ემს) IV ასამბლეის მუშაობაში, ემს ცენტრალური კომიტეტის და ქრისტიანთა სამშვიდობო კონფერენციის ახალგაზრდული კომისიის სხდომებში.   

1970 წელს მღვდელმონაზონმა კირილემ წარმატებითა და საღვთისმეტყველო მეცნიერებათა კანდდატის ხარისხით დაამთავრა ლენინგრადის სასულიერო აკადემია და სემინარია; სწავლების 8-წლიანი ციკლი მან 4 წელიწადში გაიარა.  

1974 წ. 26 დეკემბრიდან 1984 წლის 26 დეკემბრამდე ეკავა ლენინგრადის სასულიერო სკოლების რექტორის თანამდებობა.  

ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილებაში მოღვაწეობა აკადემიის დასრულების შემდგომ

4.jpg

1971 წ. მიტროპოლიტმა ნიკოდიმოსმა მღვდელმონაზონ კირილეს დაავალა, დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება, სინდესმოსში (SYNDESMOS – მართლმადიდებელი ახალგაზრდების მსოფლიო საძმო) რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო სკოლების გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სინდესმონი 1953 წ. დაარსდა მართლმადიდებელი ღვთისმეტყველებისა და საეკლესიო მოღვაწეების მიერ, მათ შორის, დეკანოზების იოანე მეინდორფისა და ალექსანდრე შმემანის მონაწილეობით, და თავდაპირველად მხოლოდ დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში მოქმედებდა. 1964 წლიდან აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებლური სასულიერო სასწავლებლების წარმომადგენლები. 

გადაწყვეტილება, სინდესმოსში რუსეთის ეკლესიის შესვლასთან დაკავშირებით, მღვდელმონაზონ კირილეს უნდა მიეღო უშუალოდ სინდესმოსის ასამბლეაზე, სადაც ის მიტროპოლიტ ნიკოდიმოსისი ხელმოწერილი ორი წერილით მივიდა : ერთ მათგანში ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება იყო შეტანილი, მეორეში – „გადაწყვეტილების გადადება“. არჩევანი მან თავად გააკეთა – მოსკოვის საპატრიარქოს სასულიერო სკოლები სინდესმოსში გაწევრიანდნენ. მღვდელმონაზონი კირილე ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. ეს იყო მისი პირველი დიპლომატიური მორჩილება. 

1971 წლის 12 სქტემბერს კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის დღესასწაულზე, მღვდელმონაზონი კირილე არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აყვანილი. იმავე წლის 19 ოქტომბერს წმინდა სინოდმა ის მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლად დაადგინა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში, ჟენევაში.    

არქიმანდრიტი კირილე აქტიურად მონაწილეობდა ემს ყველა ღონისძიებაში, 1975 წლიდან თითქმის 1998 წლამდე კი ემს ცენტრალურ და აღმასრულებელ კომიტეტებში მუშაობდა და ერთი სხდომაც კი არ გამოუტოვებია. 70-იანი წლების პირველ ნახევარში არქიმანდრიტი კირილე გახდა მუდმივი მონაწილე საღვთისმეტყველო დიალოგებისა, რომლებსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან აწარმოებდა. ჟენევაში გატარებულმა სამმა წელმა არა მხოლოდ უზარმაზარი გამოცდილება შესძინა მომავალ პატრიარქს საეკლესიო-დიპლომატიურ სფეროში, არამედ, ასევე, საზღვარგარეთის რუს სამღვდელოებასა და მორწმუნე ერთან ურთიერთობის შესაძლებლობაც მისცა. 

სმოლენსკსკისა და კალინინგრადის კათედრაზე მსახურება (1985 – 2009)

5.jpg

სმოლენსკისა და კალინინგრადის კათედრაზე მიტროპოლიტ კირილეს მსახურების პერიოდში აღდგენილ იქნა 166 სამრევლო (94 სმოლენსკსა და სმოლენსკის ოლქში, 72 კალინინგრადსა და მის ოლქში). აღორძინდა 52 ძველი და აშენდა 71 ახალი მართლმადიდებელი ტაძარი. 

5_2.jpg

1989 წელს გაიხსნა სმოლენსკის სასულიერო სასწავლებელი, რომელიც 1995 წ. სმოლენსკის სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. 

1998 წლიდან მოქმედებს ეპარქიათაშორისი სასულიერო სასწავლებელი, საიდანაც გამოდიან საეკლესიო გუნდის რეგენტები, კატეხიზატორები, ხატმწერები და მოწყალების დები. ეპარქიის მრავალ სამრევლოსთან მუშაობს საკვირაო სკოლები; ბევრია მართლმადიდებლური გიმნაზიები და საბავშვო ბაღები.  

1992 წლიდან სმოლენსკისა და კალინინგრადის ოლქების საჯარო სკოლებში ისწავლება საგანი „მართლმადიდებლური კულტურის საფუძვლები“. 

სსუგ (საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილება) თავმჯდომარე (1989–2009)

6.jpg

სსუგ თავმჯდომარის პოსტზე იგი დაკავებული იყო კანონმდებლობითი საქმიანობით, წარმოადგენდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას იმ კომისიაში, რომელიც სსრკ კანონმდებლობაში „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“ შესატან კანონზე მუშაობდა, და რომელიც გამოიცა 1990 წლის 1 ოქტომბერს. მისი მონაწილოებით გამოიცა ასევე კანონი „სარწმუნოებრივი აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ“ – 1990 წ. 1 ოქტომბერი, და რუსეთის ფედერაციის ფედერალური კანონი „სინდისისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ“ – 1997 წლის 26 სექტემბერი.  

სხვა დოკუმენტი, რომლის დამუშავებაშიც მიტროპოლიტ კირილეს საკმაოდ დიდი ძალისხმევაცაა ჩადებული, იყო „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების საფუძვლები ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და უფლებების შესახებ“.  

მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო საზოგადოებრივ და სამშვიდობო ინიციატივებში, მათ შორის, 1991 წ. აგვისტოსა და 1993 წ. ოქტომბრის მოვლენების დროს სამშვიდობო აქციებთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიციის გამომუშავებაში.  

იყო, აგრეთვე, ერთ-ერთი ინიციატორი რუსეთის სახალხო მსოფლიო კრების შექმნისა 1993 წელს. მონაწილეობა მიიღო და ძირითადი მოხსენებები წაიკითხა კრებებზე (1993-2008 წწ.). პატრიარქად აღსაყდრების დროიდან (2009 წ.) იგი რსმკ თავმჯდომარეა. 

წმინდა სინოდის კომისიაში, რომელიც მუშაობდა რელიგიურ-ზნეობრივი აღზრდის აღორძინებასა და ქველმოქმედებაზე, და რომლის თავმჯდომარეც თავად იყო, ინიცირება გაუკეთა სინოდალური განყოფილებების შექმნას რელიგიური განათლების, სოციალური მსახურებისა და ქველმოქმედების, სამხედრო ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სფეროებში. პატრიარქი კირილე იყო ქველმოქმედების აღორძინებისა და რელიგიური განათლების კონეფციის ავტორი. რომელიც წმინდა სინოდმა 1991 წ. 30 იანვარს მიიღო.   

მანვე შეიმუშავა და 1994 წ. წმინდა სინოდს დასამტკიცებლად წარუდგინა „სამხედრო ძალებთან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობის კონცეფცია“. 

1995-2000 წწ. ხელმძღვანელობდა „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლებზე“ მუშაობას, რომელიც 2000 წ. წარუდგინა საიუბილეო სამღვდელთმთავრო კრებას. 

აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ესტონეთში ეკლესიური სიტუაციის ნორმალიზებაში. ამასთან დაკავშირებით ეწვია ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოებს (მოგზაურობა ლიბანში, სირიაში, იორდანიასა და ისრაელში – 1996 წ.); ასევე მონაწილეობას იღებდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში ქ. ციურიხში (შცეიცარია) – 1996 წ. მარტის თვეში და ორჯერ იმავე წლის აპრილში; თესალონიკში, ტალინსა და ათენში – 1996 წ.; ოდესაში – 1997 წ.; ჟენევაში – 1998 წ.; მოსკოვში, ჟენევასა და ციურიხში – 2000 წ.; ვენაში, ბერლინსა და ციურიხში – 2001 წ.; მოსკოვსა და სტამბულში – 2003 წ. არაერთხელ ჩასულა ესტონეთში, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა მთავრობის წარმომადგენლებთან, პარლამენტის დეპუტატებთან და ქვეყნის საქმიან წრეებთან. 

1998 წ. 23 დეკემბერს სსუგ-ში მიტროპოლიტ კირილეს ინიციატივით შედგა რუსეთის ტრადიციული რელიგიური გაერთიანებების მეთაურებისა და წარმომადგენლების შეხვედრა. მონაწილეობას იღებდნენ: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისლამის, იუდაიზმისა და ბუდიზმის მიმდევართა თემები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რუსეთის რელიგიათაშორისო საბჭოს შექმნის თაობაზე თავისი მუდმივმოქმედი სამდივნოთი. აირჩიეს პრეზიდიუმის ხუთი წევრი: მიტროპოლიტი კირილე, მუფთი რ. გაინუტდინი, მთავარი რაბინი რუსეთში ადოლფ შაევიჩი და პანდიტო ხამბა-ლამა დამბა აიუშევი. 

აქტიური მონწილეობა აქვს მიღებული იუგოსლავიასთან დაკავშირებულ სამშვიდობო აქციებში. არაერთხელ ჩასულა ომის დროს ბელგრადში, მოლაპარაკებებს აწარმოებდა სახელმწიფოს ხელმძღვანელობასთან. მისი თაოსნობით იუგოსლავიაში შეიქმნა არაფორმალური საერთაშორისო ქრისტიანული სამშვიდობო ჯგუფები (ვენა, 1999 წ. მაისი). მანვე 1999 წლის ნოემბერში ქ. ოსლოში (ნორვეგია) მოიწვია საერთაშორისო ქრიატიანთაშორისი კონფერენცია თემაზე: „კოსოვოს კრიზისშემდგომი ევროპა: ახალ რეალობაში ეკლესიის შემდგომი მოქმედებები“. 

მთავარი მომხსენებელი იყო საპარლამენტო მოსმენებზე, სადაც განსახილველი თემები იყო: „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლები“ (მოსკოვი, 2001 წ.); „რელიგია და ჯანმრთელობა“ (მოსკოვი, 2003 წ.); „კანონმდებლობის სრულყოფილება სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ: გამოყენების პრაქტიკა, პრობლემები და გადაჭრის გზები“ (მოსკოვი, 2004). 

ბრიუსელში (2002 წ.) გამოვიდა ევროპულ ორგანიზაციებთან დიალოგის ინიციატორად და ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობების შექმნის იდეით. 

ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან თანამშრომლობა

7.jpg

მიტროპოლიტი კირილე დიდ ძალისხმევას იჩენდა ორმხრივი კონტაქტების გასავითარებლად რუსეთის ეკლესიასა და თითოეულ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. 

იგი იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი წარმომადგენელი „სინდესმოსში“ (ახალგაზრდული მართლმადიდებლური ორგანიზაციების მსოფლიო საძმო). 1971-77 წწ. „სინდესმოსის“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; ამ ორგანიზაციის VIII (ბოსტონი, 1971 წ.), IX (ჟენევა, 1977 წ.), Х (ფინეთი, 1980 წ.) და XIV (მოსკოვი, 1992 წ.) გენერალური ასამბლეების მონაწილე; იყო აგრეთვე ყოველთა მართლმადიდებელთა პირველი წინასაკრებო თათბირის მონაწილე (შამბეზი, 1976 წ.) და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მოსამზადებელი მართლმადიდებელთა შორისი კომისიის წევრი (შამბეზი, 1993, 1999); გახლდათ მთავარი მომხსენებელი მართლმადიდებლურ კონსულტაციაზე „ემკ ზოგადი ამოცანები და ხედვები“ (შამბეზი, 1995 წ.); ეკუმენიზმის საკითხებთან ყოველთა მართლმადიდებელთა კონსულტაციის მონაწილე (სალონიკი, 1998 წ.) და ადგილობრივი ეკლესიების მეთაურთა შეკრებისა ბულგარეთის ეკლესიის განხეთქილებისგან განსაკურნებლად (სოფია, 1998 წ.); ქრისტიანობის 2000 წელთან დაკავშირებულ სრულიად მართლმადიდებელთა დღესასწაულის მონაწილე ბეთლემში, 2000 წ. 7 ინვარს; მოლაპარაკებების მონაწილე მოსკოვისა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოებს შორის (სტამბული, 1977 წ., ჟენევა. 1978 წ., სტამბული, 1990 წ., მოსკოვი, 1991 წ., სტამბული, 1993 წ.) და რეგულარული კონსულტაციებისა ორ ეკლესიას შორის მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით; მოლაპარაკებებს აწარმოებდა კონსტანტინეპოლის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ესტონეთის საკითხთან დაკავშირებით და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მოლდოვეთში ბესარაბიის მიტროპოლიის პრობლემასთან დაკავშირებით (ჟენევაში, 1997წ. და კიშინოვში, 1999 წ.). 2005 წ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მეთაურის ხარისხში მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე III ინტრონიზაციაში.

სსუგ თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას ოფიციალური დელეგაციების შემადგენლობაში ეწვია ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელ ეკლესიას, მათ შორის, თან ახლდა უწმინდეს პატრიარქ პიმენს და უწმინდეს პატრიარქ ალექსი II საზღვარგარეთულ მოგზაურობებში.  

რუსეთის მართლმდიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის ხარისხში ოფიციალური ვიზიტით ეწვია შემდეგ ადგილობრივ მართალმადიდებელ ეკლესიებს: კონსტანტინეპოლისას (2009 წ. ), ალექსანდრიისას (2-10 წ.), ანტიოქიისას (2011 წ.), იერუსალიმისას (2012 წ.), ბულგარეთისას (2012 წ.), კვიპროსისა (201 წ.), პოლონეთისას (2012 წ.), ელადისას (2013 წ.). 

ქრისტიანთაშორისი ურთიერთიერთობა და თანამშრომლობა

Патриарх Кирилл

ХХ ს.-ს 90-იან წლებში მიტროპოლიტმა კირილემ და სსუგ გამოიმუშავეს უცხოდმადიდებელ სამყაროსთან ურთიერთობის აგების ახალი სტრატეგია, რომელიც მოწონებულ იქნა 2000 წლის საიუბილეო სამღვდელთმთავრო კრებაზე. მართლმადიდებელ ქრისტიანთა ამოცანაა – მსოფლიო ეკლესიის ერთობა შეურყვენელი ჭეშმარიტების, ანუ მართლმადიდებლობის, საფუძველზე.  

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დიალოგი უცხოდმადიდებლებთან რამდენიმე მიმართულებით ვითარდებოდა. პირველი: საღვთისმეტყველო ხასიათის პრობლემების შესწავლა, სადაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გამოდის სამოციქულო და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამებისეული გადმოცემის, მსოფლიო და ადგილობრივი კრებების სწავლებათა ერთგული დამცველი. მეორე: საზოგადოების წინაშე მსახურების სფეროში ერთობლივი მუშაობა, იქ, „სადაც ეს წინააღმდეგობაში არ მოდის სარწმუნოებასთან და სულიერ პრაქტიკასთან... იმ მოცულობითა და ფორმით, რომლებიც აღებულ მომენტში ეკლესიას ყველაზე უფრო შესაფერისად მიაჩნია“. მესამე: უპირობო ური პროზელიტიზმზე ტრადიციული კონფესიების მხრიდან და სექტების მისიონერული საქმიანობის დაუშვებლობა. 8_2.jpg

2000-იან წლებში ძირითადი ყურადღება მიპყრობილი იყო ევროპული ცივილიზაციის ქრისტიანული ფესვების ერთობლივ დამოწმებაზე, მშვიდობისმყოფელობაზე, ქრისტიანთა უფლებებისა და მათი ზნეობრივი პრინციპების დაცვაზე და ა.შ. ამ პრინციპებით განისაზღვრებოდა სსუგ და მისი თავმჯდომარის მრავალვექტორული საღვთისმეტყველო და საეკლესიო-დიპლომატიური საქმიანობა უცხოდმადიდებელ სამყაროსთან დიალოგში, როგორც ორმხრივი ურთიერთობის ფორმით, ისე ქრისტიანული ორგანიზაციების მუშაობით. 

საპატრიარქო ინტრონიზაცია

9.jpg

2008 წ. 5 დეკემბერს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II, რომელიც რუსეთის ეკლესიას 18 წლის განმავლობაში მეთაურობდა. პატრიარქის საყდრის ადგილმონაცვლის მიტროპოლიტ კირილეს გამორჩევა, რომელსაც ქიროტონიის უფროსობით მე-5 ადგილი ეკავა სინოდის მუდმივ წევრთა შორის, განპირობებული იყო, სხვათა შორის, მისი საქმიანობით სსუგ თავმჯდომარის პოსტზე, პირადი კურირებით ეკლესიის უმეტესად რთული მიმართულებების, რომლებიც უკავშირდებოდა ეკლესიის ურთიერთობას გარე სამყაროსთან უწმინდესი ალექსი II პატრიარქობის მთელი პერიოდის განმავლობაში.  

მომავალმა პატრიარქმა კირილემ შემდეგნაირად დაახასიათა თავისი წინამორბედის საწინამძღვრო მსახურება: 

„უწმინდესმა მეუფემ ჩაიბარა ათეული წლების მანძილზე დევნითა და შეჭირვებით დასუსტებული ეკლესია... იმავდროულად, უზარმაზარი ისტორიული გამოწვევები დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას და დაუძლურებულ რუსეთის ეკლესიას საკუთარ თავზე უნდა აეღო ეს გამოწვევები, არ დაეკარგა საკუთარი ხალხი, დახმარებოდა მას რწმენის მოხვეჭაში. და ახლა, როდესაც უწმინდესი პატრიარქი ღვთის წინაშეა წარმდგარი, შეუძლია თქვას, რომ მან ჩვენ სულ სხვა ეკლესია დაგვიტოვა. ეს უკვე აღარ არის დაუძლურებული, სუსტი ეკლესია... იმიტომ, რომ ეკლესია ხალხთან ერთად არის, იმიტომ, რომ სულიერება აღმოცენდა და მატერიალური გამოარღვია, იმიტომ, რომ მილიონობით ადამიანმა გააცნობიერა: ღვთისა და მისი სიმართლის გარეშე, შეუძლებელია, ადამიანური სიმართლე არსებობდეს. უწმინდეს მეუფეს ესმოდა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთია, ვინც იცავს წმინდა რუსეთის ტრადიციებს, ხალხის ისტორიულ ხსოვნას, ფასეულობებს“.

9 დეკემბერს მიტროპოლიტმა კირილემ ქრისტე მაცხოვრის ტაძარში ეპისკოპოსთა კრებულთან ერთად საღმრთო ლიტურგია აღასრულა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ შედგა პატრიარქ ალექსი II წესის აგება, რომელსაც კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი მეთაურობდა. პროცესში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, რუმინეთის, ელადის, ალბანეთის, ჩეხეთის მიწებისა დ სლოვანიის ეკლესიების წინამძღვრები, ყველა ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლები, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები; მრავალი საპატიო სტუმარი, რომელთა რიცხვში იყვნენ რუსეთის პრეზიდენტი დ. ა. მედვედევი და რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე ვ. ვ. პუტინი; ბელორუსიის, მოლდოვეთის, სომხეთის პრეზიდენტები, ათობით სახელმწიფოს დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები.

წესის აგების პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, ილაპარაკა რა თავისი წინამორბედის ღვაწლზე, მიტროპოლიტმაა კირილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ მართლმადიდებელი ერების ერთობას, რომლებიც სულიერად რუსეთის ეკლესიისგან ნაყრდებიან. 

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მე-16 პატრიარქის არჩევა უპრეცედენტო ღიაობის ატმოსფეროში წარიმართა. პატრიარქ ალექსი II გარდაცვალებიდან მიტროპოლიტ კირილეს აღსაყდრებამდე მთელი დროის განმავლობაში მასმედიაში ცხოველი დისკუსიები იმართებოდა კანდიდატებთან დაკავშირებით. სამღვდელთმთავრო და ადგილობრიივმა კრებებმა აჩვენეს, რომ მიპტროპოლიტი კირილე ერთადერთი მღვდელთმთავარია, ვისაც ძალუძს, ერთ ძალად შეკრას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები, საეკლესიო დასის, მონოზვნებისა და ერისკაცების აბსოლუტური უმრავლესობა. სამადლობელი პარაკლისის შემდეგ მიტროპოლიტმა კირილემ მისალმებაზე საპასუხო სიტყვაში, უკვე ახალარჩეული პატრიარქის ხარისხში, ბრძანა: 

„სიმდაბლითა და პასუხისმგებლობის სრული გაცნობიერებით ვიღებ ღვთის არჩევანს, რომლის მიერაც მერწმუნა საპატრიარქო მსახურება. დიდია ეს მსახურება. დიდია პასუხისმგებლობა. მაგრამ ამ მსახურების ცენტრში უფლის ჯვარია, მისი საზომების შეცნობა და შეგრძნობა მხოლოდ მის მატარებელს შეუძლია... ეკლესიის წინამძღვრები ატარებენ ამ ჯვარს, თუმცა ის აღემატება ერთი ადამიანის ძალებს. მასთან ერთად ამ ჯვარს ატარებენ მღვდელთმთავრები, მწყემსები, საღვთო ერი. თავად ეკლესია ატარებს ამ ჯვარს პატრიარქთან ერთად“.

2009 წ. 1 თებერვალს მოსკოვში ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში შედგა მიტროპოლიტ კირილეს საზეიმო აღსაყდრება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ტახტზე.  

საპატრიარქო მსახურება

მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობები

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე თავისი საწინამძღვრო მსახურების დასაწყისშივე ხედავდა, რომ მართლმადიდებელთა შორის კავშირების სფეროში უმნიშვნელოვანესი ამოცანა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახში ძმური ურთიერთობის შენარჩუნება იყო.

გასული წლების განმავლობაში მისი უწმინდესობა სტუმრობდა შემდეგ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს: კონსტანტინეპოლისას (2009 წ., 2014 წ. 2018), ალექსანდრიისას (2010 წ.), ანტიოქიისას (2011 წ.), იერუსალიმისას (2012 წ.), სერბეთისას (2013 წ., 2014 წ.), რუმინეთისას (2017 წ.), ბულგარეთისას (2012 წ., 2018 წ.), კვიპროსისას (2012 წ.), ელადისას (2013 წ.), ალბანეთისას (2018 წ.), პოლონეთისას (2012 წ.). ასევე, ორგზის ესტუმრა ათონის მთას: 2013 წელს მომლოცველობითი ვიზიტით, 2016 წელს კი პანტელეიმონის მონასტერში მისი მეთაურობით ჩატარდა წმინდა მთაზე რუსი ბერების მოღვაწეობის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი. 

უწმინდესი პატრიარქი კირილე ოფიციალურად შეხვდა ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს

კონსტანტინეპოლისას (სტამბული, 2009 წ.; მოსკოვი, 2010 წ.; პოდგორიცა (მონტენეგრო), 2013.; სტამბული, 2014 წ.; შამბეზი, 2016 წ.; სტამბული, 2018 წ.),

ალექსანდრიისას (მოსკოვი, 2009 წ.; ალექსანდრია, 2010 წ.; მოსკოვი, გელენჯიკი, 2012 წ.; მოსკოვი, 2013., 2015., 2016 წ., 2017., 2018 წ.),

ანტიოქიისას (დამასკო, 2011 წ.; მოსკოვი, 2014 წ., 2015 წ., 2017წ.),

იერუსალიმისას (ასტანა, იერუსალიმი, 2012 წ.; მოსკოვი, სოჭი, 2013 წ.; მოსკოვი, 2016 წ., 2017 წ.),

საქართველოსას (ბაქო, 2009 წ.; კიევი, მოსკოვი, 2011 წ.; მოსკოვი, 2013 წ., 2016 წ.),

სერბეთისას (მოსკოვი, ბელგრადი, 2013.; ბელგრადი, 2014.; ლონდონი, მოსკოვი, 2016 წ., 2017., 2018 წ.),

რუმინეთისას (ბუქარესტი, მოსკოვი, 2017 წ.),

ბულგარეთისას (სოფია, 2012.; მოსკოვი, 2013., 2014., 2016 წ.; სოფია, 2018 წ.),

კვიპროსისას (მოსკოვი, 2011.; ნიქოზი, 2012.; მოსკოვი, 2013., 2016., 2017 წ.),

ელადისას (მოსკოვი, 2012 წ.; ათენი, 2013 წ.),

ალბანეთისას (მოსკოვი, 2009 წ., 2016 წ., 2017 წ.; ტირანა, 2018 წ.),

პოლონეთისას (მოსკოვი, 2011 წ.; ვარშავა, 2012 წ.; მოსკოვი, 2013., 2016., 2017 წ.),

ჩეხეთის მიწებისა და სლოვანიის მართლმადიდებელი ეკლესიისას (მოსკოვი, 2009 წ., 2011 წ., 2012 წ., 2016 წ. – ორგზის, 2017 წ.),

ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიისას (მოსკოვი, 2009 წ., 2011 წ., 2013 წ., 2014., 2016., 2017 წ.).

უწმინდესი პატრიარქის კირილეს საწინამძღვრო მსახურების წლებში გრძელდებოდა ყოველთა მართლმადიდებელთა კრებისათვის მზადება, რომელიც დაიწყო მანამდე ნახევარი საუკუნით ადრე, ყოველთა მართლმადიდებლთა პირველი შეკრებით როდოსის კუნძულზე 1961 წელს. 

რიგი მოსამზადებელი შეკრების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ჩატარებულიყო კრება 2016 წლის ივნისის თვეში საყოველთაოდ აღიარებული ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობით. თუმცა დანიშნულ თარიღამდე არცთუ დიდი ხნით ადრე ცნობილი გახდა რიგი ადგილობრივი ეკლესიის უარი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მუშაობაში მონაწილოებაზე. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გამოვიდა ინიციატივით, დაგეგმილ შეხვედრამდე დარჩენილ დღეებში სასწრაფოდ შეკრებილიყვნენ მართლმადიდებლთაშორისი კონსულტაციებისათვის, მაგრამ ეს წინადადება უარყოფილ იქნა კონსტანტინეპოლის პატრიარქის მხრიდან. განიხილა რა შექმნილი მდგომარეობა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო განცხადება მოწოდებით, მხარი დაეჭირათ ანტიოქიის, საქართველოს, სერბეთის და ბულგარეთის ეკლესიებისათვის, გადაეტანათ ყოველთა მართმადიდებელთა კრების ვადები. მიუხედავად ამისა, 2016 წლის 18-26 ივნისს, კუნძულ კრეტაზე შედგა კრება ათი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობით. კრების მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღიათ ანტიოქიის, რუსეთის, საქართველოსა და ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს. შეაფასეს რა მისი შედეგები, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მთელი საკრებო პროცესის განმავლობაში საყოველთაო მართლმადიდებლური თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენდა კონსენსუსი, და რომ რიგი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან თანხმობის არარსებობა ამ პრინციპს არღვევს, რის გამოც კრეტაზე ჩატარებული კრება არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სრულიად მართლმადიდებლური, ხოლო მასზე მიღებული დოკუმენტები – როგორც საერთო მართლმადიდებლური კონსენსუსის გამომხატველი.

მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვართა შეხვედრებზე, წინასაკრებო პროცესის ჩარჩოებში, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა პირობა დადო, რომ არანაირი ნაბიჯები არ იქნებოდა გადადგმული უკრაინაში განხეთქილების ლეგალიზებისათვის. კერძოდ, შამბეზში (2016 წ. იანვარი) ყველა საყოველთაოდ აღიარებული ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღვართა კრებაზე პატრიარქმა ბართლომეოსმა განაცხადა, რომ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონუფრის აღიარებს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ერთადერთ კანონიკურ წინამძღვრად. 

მიუხედავად ასეთი სიტყვისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქი საქმით ისეთ მოქმედებებს შეუდგა, რომლებიც პირდაპირ იყო მიმართული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის დარღვევაზე. ძმური დიალოგის განახლების მიზნით, უწმინდესი პატრიარქი კირილე 2018 წ. 31 აგვისტოს სტამბულში ეწვია პატრიარქ ბართლომეოსს, რათა განეხილათ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა და კონსტანტინეპოლის არაკანონიკური ჩარევის შესაძლო შედეგები. თუმცა, პასუხად, უკვე სექტემბერში, ამას მოჰყვა კიევში კონსტანტინეპოლის საყდრის „ეგზარქოსის“ დანიშვნა, რაც გახლდათ საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა და მიიღო კიდეც სათანადო შეფასება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მხრიდან: შეწყდა ლოცვითი მოხსენიება კონსტანტინეპოლის პატრიარქისა საპატრიარქო მსახურების დროს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, შეჩერდა თანამსახურება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იერარქებთან. წმინდა სინოდმა აკურთხა წმინდა მართლმადიდებლობის ერთობისათვის განსაკუთრებული გულისხმიერი ლოცვების აღვლენა ლიტურგიაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ტაძარში. 

2018 წ. 11 ოქტომბერს კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ გამოაცხადა თავისი სინოდის მიერ მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებები: „უკრაინის ეკლესიას მიენიჭოს ავტოკეფალურობა“, – თუმცა უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას ამის შესახებ არ უთხოვია; „აღდგნილ იქნეს“ წმინდა ხარისხში უკრაინის განხეთქილების ხელმძღვანელები, „გაუქმდეს“ მათზე დადებული ყველა კანონიკური აკრძალვა და ყველა მათგანი და მათი მიმდევარი განურჩევლად იქნეს მიღებული „ეკლესიურ ერთობაში“; „გაუქმდეს“ 332 წლის წინ ხელმოწერილი საკრებო სიგელის მოქმედება, რომლის თანახმადაც კიევის მიტროპოლია შევიდა მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში; კიევში გაიხსნას კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს „სტავროპიგიები“. მიუხედავად კონსტანტინეპოლის პირმოთნე მოწოდებისა, ყველას „თავი შეეკავებინა“ ტაძრების მიტაცებისა და ძალადობისგან „მშვიდობისა და სიყვარულის“ სახელით, სინამდვილეში თავად ახდენდა განუწყვეტელ ზეწოლას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა იმ ეპისკოპოსზე, კლირიკოსზე, მონაზონსა და ერისკაცზე, ვისაც არ სურდა, არაკანონიკური მოქმედებების თანამონაწილე გამხდარიყო.   

ამ პირობებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი, უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით, იძულებული გახდა მინსკის სხდომაზე 2018 წ. 15 ოქტომბერს მიეღო ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება: „გამომდინარე იქიდან, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მხრიდან არ წყდება ანტიკანონიკური მოქმედებები, შეუძლებლად იქნეს მიჩნეული მასთან ევქარისტული კავშირის შენარჩუნება“.

2018 წლის 15 დეკემბერს კიევში შედგა ე. წ. „გამაერთიანებელი კრება“, რომლის პრეზიდიუმშიც სხვათა შორის ისხდნენ კონსტანტინეპოლის ეკლესიის იერარქი და უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი პ. პოროშენკო. ამ სხდომის შედეგი გახდა განხეთქილებაში მყოფი რამდენიმე ორგანიზაციისგან ახალი სტრუქტურის შექმნა, სახელწოდებით: „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“, რომელსაც პატრიარქმა ბართლომეოსმა 2019 წლის 6 იანვარს „ავტოკეფალიის ტომოსი“ გადასცა.     

კონსტანტინეპოლის გადაწყვეტილება არ იქნა შეწყნარებული სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მხრიდან ზეწოლის შედეგად, სამა მათგანმა – ელადის (2019 წ. ოქტომბერი), ალექსანდრიის (2019 წ. ნოემბერი), მერე კი კვიპროსის (2020 წ. ოქტომბერი) ეკლესიებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მოეხსენიებინათ ლოცვებში სქიზმატების ლიდერი ეპიფანე დუმენკო, როგორც „უკრაინის ეკლესიის“ მეთაური. ამ მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ღვთისმსახურებაზე მოსახსენებელი დიპტიქიდან ამოეშალათ ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე, კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი და ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი იერონიმე, შეეწყვიტათ მათთან ევქარისტული კავშირი, ასევე, აღნიშნული ეკლესიების იმ იერარქებთან, ვინც სქიზმატებთან ლოცვით თანაზიარებაში იქნებიან.

ადგილობრივი მართლადიდებელი ეკლესიების მეთაურებთან და წარმომადგენლებთან ურთიერთობასა დ საჯარო გამოსვლებში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე მოუღლელად მოუწოდებს ეკლესიური ცხოვრების კანონიკური წეს-წყობის შეანარჩუნებისაკენ; ხაზს უსვამს არსებული პრობლემების კრებითად განსჯისა და გადაჭრის აუცილებლობას.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა და წმინდა სინოდმა მხარი დაუჭირა იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქის ინიციატივას, ჩაეტარებინათ ამანში (იორდანია) ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა ძმური შეხვედრა, რათა განეხილათ მართლმადიდებლურ სამყაროში შექმნილი სიტუაცია. შეხვედრაზე, რომელიც 2020 წლის 26 თებერვალს გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს დელეგაციებმა შემდეგი ეკლესიებიდან: იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიიდან იერუსალიმის უნეტარესი თეოფილე III მეთაურობით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატროარქის კირილეს მეთაურობით, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან სერბეთის მარადსახსენებელი პატრიარქის ირინეოსის მეთაურობით, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან ტირგოვიშტის მიტროპოლიტის ნიფონის მეთაურობით, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან ლუბლინისა და ხოლმის მთავარეპისკოპოსის აბელის მეთაურობით, ჩეხეთის მიწებისა და სლოვანიის მართლმადიდებელი ეკლესიიდან ჩეხეთის მიწებისა და სლოვანიის უნატარესი მიტროპოლიტის როსტისლავის მეთურობით. ნავარაუდევია, რომ „ამანის ფორმატი“ აღნიშნული პრობლემატიკის შესახებ შემდგომი კონსულტაციების პლატფორმა გახდება.   

ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან ორმხრივ კონტაქტების დამყარებისას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიაქი კირილე ცდილობს, განავითაროს ურთიერთობა ეკლესიებს შორის, რათა ერთობლივად იღვაწონ მართლმადიდებლური ერთობის შენარჩუნებისა და მართლმადიდებლურ სამყაროში ჭეშმარიტების დასამოწმებლად, საჭიროების შემთხვევაში ძმური დახმარების აღმოსაჩენად. ასე მაგალითად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დახმარებით, რუსეთის ქველმოქმედთა ხარჯებით მალიულეში აღდგენილ იქნა ანტიოქიის საპატრიარქოს მონასტრის შენობა, რომელიც სირიის ომის პროცესში „ბოევიკებმა“    დაარბიეს. ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის „ალ-ხოსნის“ ჰოსპიტალს გადაეცა ახალი სამედიცინო აპარატურა და დანადგარები. რუსეთის სახელმწიფოსა მხარდაჭერითა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დახმარებით აშენებული წმინდა საბას ტაძარი მოპირკეთდა და გამშვენდა უნიკალური მოზაიკით.

ქრისტიანთაშორისი ურთიერთობები

მთავარი თემებ, უცხოდმადიდებელ ეკლესიებთან თანამშრომლობისა, რომლის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ჯერ კიდევ იმ დროს დაისახა. როდესაც მიტროპოლიტი კირილე სსუგ თავმჯდომარეობდა, გახდა ქრისტიანული სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების წინწამოწევა საზოგადოების ცხოვრებაში, ქრისტიანების უფლებების დაცვა მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით შეიარაღებული კონფლიქტებისა და მოქალაქეთა ურთიერთდაპირისპირების ზონებში.

ამ წლების განმავლობაში უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ შემდეგი შეხვედრები გამართა უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებთან: ყოველთა სომეხთა უმაღლეს პატრიარქთან და კათოლიკოსთან (მოსკოვი, 2009 წ., 2010 წ., 2013 წ., 2014 წ., 2016 წ. , 2017 წ., 2019 წ.); კოპტის ეკლესიის უწმინდეს პატრიარქთან (ალექსანდრია, 2010.; მოსკოვი, 2014., 2017. – ორგზის); მარონეტის პატრიარქთან (ლიბანი, 2011; მოსკოვი, 2013 წ.); აღმოსავლეთის ასურეთის ქრისტიანული ეკლესიის პატრიარქ-კათოლიკოსთან (მოსკოვი, 2014 წ.); აღმოსავლეთის კათოლიკოსთან და მალანკარის მიტროპოლიტთან (მოსკოვი, 2019 წ.); კილიკიის კათოლიკოს-პატრიარქთან – სომხეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაურთან (მოსკოვი, 2015 წ.); ასურეთის ორთოდოქსალური ეკლესიის პატრიარქთან (მოსკოვი, 2015 წ.); რომის პაპ ფრანცისკოსთან (ჰავანა, 2016 წ.); კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან (2016 წ., 2017 წ.); ეთიოპის ეკლესიის პატრიარქ-კათოლიკოსთან (მოსკოვი, 2018 წ.); ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის პრიმასსთან, ტურკუსა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსთან (მოსკოვი, 2012., 2014., სანკტ-პეტერბურგი, 2018.; მოსკოვი, 2019 წ.).   

მისი შეხვედრები შედგა, ასევე, იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის კომისიის თავმჯდომარესთან ეკუმენიზმისა და დიალოგის სფეროში (2009 წ.), ეკლესიების მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტთან აზიისგან (2009 წ.), ეკლესიების მსოფლიო საბჭოს გენერალურ მდივანთან (მოსკოვი, 2010 წ., 2014 წ., 2015 წ., 2019 წ.), მსოფლიო ბაპტისტური ალიანსის პრეზიდენტთან (2012 წ.), პოლონეთის კათოლიკი ეპისკოპოსების კონფერენციის პრეზიდიუმის წევრებთან (2012 წ.), კორეის ეკლესიების ნაციონალური საბჭოს დელეგაციასთან (2013 წ.), ბილი გრემთან – ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტთან (მოსკოვი, 2015 წ., 2019 წ.), ჩრდილოეთ ამერიკის ანგლიკანური ეკლესიის დელეგაციასთან (მოსკოვი, 2015 წ.) და სხვ.

რეგულარულად ტარდება ქრისტიანული კონფესიათაშორისი საკონსულტაციო კომიტეტის შეხვედრები, რომლის წევრებიც არიან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესის, რომის კათოლიკური ეკლესიის, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის, ძველმესტილეთა თანხმობის, ლუთერანულის, ბაპტისტურის, ორმოცდაათიანელებისა და ადვენტისტური, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვეთის, რუსეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, უკრაინისა და ესტონეთის თემებისა და კავშირების წარმომადგენლები. 

რელიგიათაშორისი ურთიერთობები

უწმინდესი პატრიარქი კირილე დრწმუნებულია, რომ თანამედროვე სამყაროში რელიგიათაშორისი დიალოგი „უნდა გახდეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ამოცანაც იქნება ერებს შორის მშვიდობიანი და სამართლიანი ურთიერთობის დამყარება, – მიუხედავად მათი განსხვავებისა რელიგიური თუ ნაციონალური ნიშნით, პოლიტიკური შეხედულებით თუ საკუთარი მრწამსით“.

2009 წ. პატრიარქი კირილე გახდა დსთ-ს რელიგიათაშორისი საბჭოს თანათავმჯდომარე.

2010 წ. ბაქოში ჩატარდა რელიგიური ლიდერების მსოფლიო სამიტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიო რელიგიებისა და ევროპის სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურების მოწინავე წარმომადგენლები.

2012 წ. მაისში პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო ასტანაში გამართული მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების IV მოწვევის ყრილობის მუშაობაში. ყრილობაზე შეიქმნა მსოფლიო რელიგიური ლიდერების საბჭო, რომლის შემადგენლობაში უწმინდესი პატრიარქი კირილეც შევიდა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნის სხვა ტრადიციული რელიგიების თანამოქმედება ხორციელდება მუდმივ საფუძველზე რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭოს ჩარჩოებში (რრს). საბჭო გამოხატავს რუსეთის ტრადიციული რელიგიების კონსოლიდირებულ პოზიციას ისეთ აქტუალურ თემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ოჯახისა და ბავშვების უფლებათა დაცვა, აბორტების საწინააღმდეგო აგიტაცია, მიგრაცია, ტრადიციული ოჯახური ფასეულობების დამკვიდრება, სათამაშო ბიზნესის შეზღუდვა, ბრძოლა ნარკოტრაფიკთან, რელიგიური ლოზუნგებით წარმოებული ექსტრემიზმი, ეთნოკონფესიონალურ ნიადაგზე გაღვივებული კონფლიქტები, მართლწესრიგის დაცვა, ადამიანების თავისუფლებისა და უფლებების კონცეფცია, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა და სხვ.

გასული ათწლეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭოს საქმიანობისა – ეს იყო თეოლოგიური განათლებისა და მეცნიერების განვითარებისათვის დახმარების გაწევა. სწორედ ტრადიციული რელიგიების ლიდერთა კონსოლიდირებულმა პოზიციამ, რაც მათ მიერ რრს-ს ჩარჩოებში გამოიხატა, შესაძლებელი გახადა ამ სფეროში არსებითი წარმატებების მიღწევა: ამჟამად მიმდინარეობს თეოლოგიაში დისერტაციების დაცვა, – თეოლოგიის მეცნიერულ სპეციალობად აღიარება კი დიდი იმპულსია ამ დისციპლინის განვითარებისათვის უმაღლესი განათლების სისტემაში.   

გასულ წლებში მოსკოვის საპატრიარქო აქტიურად ამყარებდა ახალ კონტაქტებს უცხოეთის რელიგიურ ორგანიზაციებთან და ავითარებდა უკვე არსებულს. ამ უკანასკნელთ შეგვიძლია მივაკუთვნოთ რუსეთ-ირანის ერთობლივი კომისიის მუშაობა „მართლმადიდებლობა-ისლამის“ დიალოგის ჩარჩოებში, რომელსააც საფუძველი ჩაუყარეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ (მაშინ ჯერ კიდევ სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი) და აითოლა მუჰამედ ალი ტასქირმა 1995 წელს. კომისიის სხდომების მიმდინარეობისას განიხილებოდა დიალოგის შესაძლებლობების საკითხი რელიგიის, ექსტრემიზმის, ტერორიზმის, ადამიანთა უფლებების დაცვის, ეკოლოგიის, რელიგიური ეთიკისა და ა.შ. სფეროებში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას მსხვილ რელიგიათაშორისულ ღონისძიებებში, რაც არაქრისტიანულ რელიგიურ თემებში მოსკოვის საპატრიარქოს მაღალ ავტორიტეტზე მიუთითებს. გასულ წლებში მსგავსი კონფერენციები ჩატარდა ეგვიპტეში, მაროკოში, იორდანიაში, ერაყში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში. 2011 წლიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ავითარებს ურთიერთობას თურქეთის რელიგიური საქმეების სამართველოსთან, რისთვისაც საგანგებო სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მუდმივად მონაწილეობენ მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა ასტანის ყრილობებში. 2012 წელს IV ყრილობის მუშაობაში პირადად მონაწილეობდა უწმინდესი პატრიარქი კირილე.

რელიაგათაშორის დიალოგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირად კონტაქტებს ტრადიციული რელიგიის ლიდერთა შორის. 2009 წლიდან უწმინდესი პატრიარქი კირილე მრავალგზის შეხვდა ისეთ ავტორიტეტულ მოღვაწეებს, როგორებიცაა ისლამური უნივერსიტეტის „ალ-აზხარის“ უმაღლესი იმამი, ისრაელის მთავარი რაბინი, თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამართველოს თავმჯდომარე, ასურეთის უმაღლესი მუფთი, კავკასიის მუსულმანთა სამართველოს თავმჯდომარე.

მოსკოვის საპატრიარქო აქტიურად იცავს ტრადიციული მორალისა და ქორწინების ნორმებს ორმხრივი კონტაქტებით სხვადასხვა რელიგიურ და რელიგიათაშორის ორგანიზაციებთან, კერძოდ, მსოფლიო კონფერენციასთან „რელიგიები მშვიდობისათვის“ და რელიგიური ლიდერების ევროპის საბჭოსთან.

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მონაწილეობით 2010 და 2019 წლებში ბაქოში შედგა რელიგიურ ლიდრთა მსოფლიო სამიტები.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი მონაწილეობას იღებდა, ასევე, იუნესკოს გენერალურ დირექტორთან არსებული მაღალი დონის რელიგიათაშორისი დიალოგის ჯგუფის მონაწილეებთან რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაში (მოსკოვი, 2009 წ.); იუნესკოსთან პარტნიორობის ჩარჩოში მაღალი დონის რელიგიური ლიდერების ჯგუფთან შეხვედრაში (ბაქო, 2010 წ.); სამმხრივ შეხვედრაში კავკასიის მუსულმანთა სამართველოს თავმჯდომარესთან და ყოველთა სომეხთა უმაღლეს პატრიარქთან და კათოლიკოსთან (ბაქო, 2010 წ.; ერევანი, 2011წ.; მოსკოვი, 2017 წ. ); რელიგიურ ლიდერთა ევროპულ საბჭოში (რლეს) (მოსკოვი, 2011წ.); რუსეთის მთავრობის მეთაურის ვ. ვ. პუტინის შეხვედრაში რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ეროვნულ-კულტურული ავტონომიების მეთაურებთან და წარმომადგენლებთან (მოსკოვი, 2011 წ.); დსთ ქვეყნების რელიგიათაშორისი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე გამოვიდა მოხსენებით (ერევანი, 2011 წ.). მონაწილეობდა, აგრეთვე, რუსეთის მთავრობის მეთაურის ვ. ვ. პუტინის შეხვედრაში რუსეთის ტრადიციული რელიგიების თემების ხელმძღვანელებთან (მოსკოვი, 2012 წ.); დსთ ქვეყნების რელიგიათაშორისი საბჭოს სხდომებში (ბაქო, 2010 წ.); რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომებში (მოსკოვი, 2010 წ., 2013 წ., 2017 წ. – ორგზის); რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭოსა და ქრისტიანული კონფესიათაშორისი საკონსულტაციო კომიტეტის გაერთიანებული სხდომის მუშაობაში (მოსკოვი, 2020 წ.).   

უწმინდეს პტრიარქს შეხვედრები ჰქონდა ასევე კავკასიის მუსულმანთა სამართველოს თავმჯდომარესთან შეიხ-ულ-ისლამ ალახშუქურ ფაშა-ზადესთან (ბაქო, 2009 წ.; მოსკოვი, 2010 წ., 2011 წ.; ასტანა, 2012 წ.; მოსკოვი, 2014 წ., 2015 წ., 2016., 2017.; 2019 წ.); ასურეთის უმაღლეს მუფთისთან (დამასკო, 2011 წ.; მოსკოვი, 2014 წ.) და ასურეთის არაბული რესპუბლიკის ვაკუფთა მინისტრთან (დამასკო, 2011 წ.; მოსკოვი, 2017 წ.); ყაზახეთის უმაღლეს მუფთისთან (ასტანა, 2012 წ.); ყირგიზეთის უმაღლეს მუფთისთან (ბიშკეკი, 2017 წ.); უზბეკეთის მუსულმანთა სულიერი სამართველოს თავმჯდომარესთან (ტაშკენტი, 2017 წ.); ისრაელის უმაღლეს რაბინებთან (ისრაელი, 2012 წ.); ჩრდილოეთ-კავკასიის ფედერალურ ოლქში შემავალი რეგიონების მუფთებთან (ხელმოწერილ იქნა ერთობლივი დეკლარაცია, კისლოვოდსკი, 2012 წ.); რუსეთის მუსულმანთა ცენტრალური სულიერი სამართველოს თავმჯდომარესთან (უფა, 2016.); თათრეთის რესპუბლიკის მუსულმანთა სულიერი სამართველოს თავმჯდომარესთან (ყაზანი, 2016 წ.); რუსეთის მთავარ რაბინთან (მოსკოვი, 2010 წ., 2016 წ., 2017 წ.); ფონდის „სინდისის მოწოდება“ თავმჯდომარესთან რაბინ არტურ შნაიდერთან (მოსკოვი, 2017 წ.); ისლამის მსოფლიო ლიგის გენერალურ მდივანთან (მოსკოვი, 2019 წ.).

უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეხვედრები შედგა, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული რელიგიურ საქმეთა სამართველოს თავმჯდომარესთან (ანკარა, 2009 წ.; მოსკოვი, 2014 წ.), უზბეკეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული რელიგიურ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან (ტაშკენტი, 2017 წ.), კნრ რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სამართველოს თავმჯდომარესთან (მოსკოვი, 2014 წ.), რუსეთის ფედერაციის ებრაელთა თემის პრეზიდენტთან (მოსკოვი, 2016 წ.), აიათოლასთან – ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველთან და ისლამისა და ირანის კულტურული კავშირების ორგანიზაციის თავმჯდომარესთან (მოსკოვი, 2016 წ.). 

დევნილი ქრისტიანებისთვის გაწეული დახმარება

მოსკოვის საპატრიარქო ვერ იქნება გულგრილი იმ მძიმე განსაცდელებისადმი, რომელთა ქვეშაც გმინავენ ქრისტიანები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ასევე, მსოფლიოს სხვა რეგიონებში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია, ხმას იმაღლებს ქრისტიანთა უფლებების დასაცავად, რომელნიც ექსტრემისტებისა და ტერორისტების ხელით იტანჯებიან. დევნილთა პრობლემებზე ის ლაპარაკობდა გაეროშიც, ევროპის პარლამენტშიც, ეუთოშიც, მშვიდობისათვის რელიგიების მსოფლიო კონფერენციებზეც (მრმკ). ქრისტიანთა დევნისა და დისკრიმინაციის თემაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების გამოსვლა ისმოდა მსხვილ ფორუმებსა და მრგვალ მაგიდებზე: აშშ-ში, საბერძნეთში, ლიბანში, სომხეთში, უნგრეთში, ლიხტენშტეინსა და სხვა ქვეყნებში. მოსკოვის საპატრიარქოს ინიციატივით დევნისაგან ქრისტიანთა დაცვის თემა შეტანილ იქნა საერთაშორისო კონფრენციების დასკვნით დოკუმენტებში.

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წერილები დაუგზავნა სახელმწიფოთა მეთაურებს ცალკეული ქრისტიანების შეწყალების თხოვნით, რომლებსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ. არცერთი მათგანი არ დასჯილა, ზოგიერთი კი საერთოდ შეიწყალეს და გაათავისუფლეს.

2015 წ. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოში მოსკოვის საპატრიარქოს, ვატიკანის, რუსეთისა და ლიბანის ინიციატივით მსოფლიოს 65 სახელმწიფომ მიიღო განცხადება ახლოაღმოსავლელ ქრისტიანთა უფლებების დასაცავად, რამაც ამ პრობლემის შესახებ ინფორმაციული ბლოკადა გაარღვია. რამდენადმე მოგვინებით, პატრიარქ კირილესა და რომის პაპ ფრანცისკოს შეხვედრის შემდეგ, რომელიც 2016 წ. კუბის დედაქალაქში შედგა, ქრისტიანების გენოციდი აშშ-მ ოფიციალურად აღიარა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უცვლელი კურსია, ქრისტიანთა დევნის პრობლემის განხილვა მუსულმანთა და იუდეველთა თემებთან დიალოგისას. აღნიშნული საკითხი განიხილებოდა, კერძოდ, დიალოგებში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, ეგვიპტის, ერაყის, ასურეთის, მაროკოს, ირანის, აზერბაჯანისა და თურქეთის ისლამური ორგანიზაციების ლიდერებთან.   

უწმინდესი პატრიარქის კირილესა და რომის პაპის ფრანცისკოს ერთობლივი მიმართვიდან (2016 წ.) მალევე ასურელ ქრისტიანთა ტრაგედიას დასავლეთში ღიად უწოდეს გენოციდი. შესაბამისი განცხადებები გაკეთდა აშშ-ს სახელმწიფო დეპატამენტსა და კონგრესში.

მართლმადიდებლურ-კათოლიკურ ურთიერთობაში ამ მხრივ ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი გახდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელთა ჯგუფების ვიზიტი ლიბანსა და სირიაში 2016 წელს. ამ ქვეყნებში ადგილობრივი კონფესიების წარმომადგენლებთან წარმოებული კონსულტაციები უნდა გახდეს საფუძველი შემდგომში ერთობლივი პროექტების შემუშავებისას, რომლებიც მიმართული იქნება უბედურებაში მყოფი ძმებისა და დების დასახმარებლად. გარდა ამისა, ჰავანაში 2017 წელს გაჟღერებული მოწოდების თანახმად, მართლმადიდებლებმა და კათოლიკებმა ორგანიზება გაუკეთეს მთელ რიგ ღონისძიებებს ახლოაღმოსავლელი ქრისტიანების დასაცავად. ასე მაგალითად, 2017 წლის იანვარში პარიზში ჩატარდა V ევროპული მართლმადიდებლურ-კათოლიკური ფორუმი, რომელიც ახლო აღმოსვლეთში არსებულ სიტუაციასთან პირდაპირ დაკავშირებულ ტერორისტულ მუქარებს მიეძღვნა, და რომელიც დღეს მილიონობით ადამიანს ეხება მთელს მსოფლიოში. მნიშვნელოვან მოვლენად იქცა დევნილ ქრისტიანთა დასაცავად გამართული მსოფლიო სამიტი აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში 2017 წ. მაისში, სადაც 136 ქვეყნის 600 დელეგატი შეიკრიბა.

სამიტი შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით. მასში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების, რომაულ-კათოლიკური ეკლესიის, სხვადასხვა პროტესტანტული დომინაციის და, აგრეთვე, ძველი აღმოსავლური (ორიენტალური) ეკლესიების წარმომადგენლები.

2018 წლის 12 თებერვალს ავსტრიაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ქრისტიანების მდგომარეობას ახლო აღმოსავლეთში. მასზე წარმოდგენილ იქნა სსუგ-სა და კათოლიკური ორგანიზაციის – „უბედურებაში ჩავარდნილი ეკლესიის დახმარება“ – ერთობლივი ძალისხმევით მომზადებული დანგრეული ქრისტიანული ტაძრების კატალოგი.    

2018 წლის ნოემბერში რუსეთში შედგა ერაყის ქრისტიანული ეკლესიების ლიდერთა საბჭოს ვიზიტი და მათი შეხვედრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესთან. ეს ვიზიტი და მის ჩარჩოებში შემდგარი შეხვედრები მიმართულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიასა და ერაყის რელიგიურ თემებს შორის ურთიერთობის შემდგომ განვითარებაზე. ურთიერთობის ეს განვითარება ხორციელდება ახლო აღმოსავლეთში დევნილი ქრისტიანებისა და სხვა რელიგიური თემების დახმარების სფეროში მოსკოვის საპატრიარქოს ძალისხმევის კონტექსტში. 

მშვიდობისმყოფელობა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე, მათ შორის, სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან და რელიგიურ თემებთან დიალოგში – ეს არის მშვიდობისმყოფელობა.

უწმინდესი ატრიარქი კირილე და მისი დავალებით საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილება და სხვა სტრუქტურები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სირიაში მშვიდობის აღდგენას, ლტოლვილების დაბრუნებასა და მშვიდობიანი ცხოვრების მოწყობას.   

2017 წელს უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით რუსეთის პრეზიდენტთან არსებული რელიგიური გაერთიანებების საბჭოს მიერ შეიქმნა რელიგიათაშორისი სამუშაო ჯგუფი სირიიის მოსახლეობისათვის დახმარების აღმოსაჩენად, რომელშიც შევიდნენ რუსეთის ქრისტიანული და მუსულმანური თემებისა და რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2018 წლის თებერვალში რუსეთის პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ გაერთიანებებთან თანამშრომლობის საბჭოს რელიგიათაშორისი სამუშაო ჯგუფის დელეგაციის მიერ გაიმართა სირიელი ხალხის დასახმარებელი აქცია, რომელიც უპრეცედენტო გახდა ერთდროულად გაწეული დახმარების მოცულობის მხრივ. აქცია ჩატარდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. სახმარი ნივთების შესაძენი სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი მისი უწმინდესობის პირადმა წვლილმა შეადგინა, რომელიც ამ პროექტს თავად კურირებს. სირიის ტაძრებსა და მეჩეთებში დახმარებას ერთად არიგებდნენ სირიისა და რუსეთის ქრისტიანები და მუსულმანები. გარდა ამისა, ამ ჯგუფის საქმიანობის ჩარჩოებში სასწავლო წლისათვის მოხერხდა დამასკოს რაიონის ბარზის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის აღდგენა და კეთილმოწყობა. მონაწილეთა შემადგენლობით უნიკალური გახდა სირიისა და რუსეთის რელიგიური თემების მეთაურებისა და მაღალი წარმომდგენლების თათბირი, რომელიც 2018 წლის ნოემბერში სირიის მხარემ ჩაატარა.

ღონისძიება გაიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით და მიესადაგა დამასკოში სსუგ თავმჯდომარის ჩასვლას. შეხვედრის მიზანი გახდა დაზარალებული სირიელი ხალხისთვის დახმარების აღმოჩენის სფეროში რუსეთისა და სირიის ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესახებ მსჯელობა. ორივე მხრიდან წარმოდგენილ მონაწილეთა შემადგენლობით ღონისძიებას პრეცედენტი არ გააჩნია. მისასალმებელ სიტყვაში დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესმა პატრიარქმა იოანე X ღრმა მადლიერება გამოთქვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მიმართ იმ სამუშაოსათვის, რომელსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სირიის დასახმარებლად ეწევა.

ყარაბახში კონფლიქტის დასაწყისიდანვე, რაც უკვე სამი ათეული წელი გრძელდება, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის რელიგიურ ლიდერებთან ერთად ხელი შეუწყოს მშვიდობის დამყარებას ამ მრავალტანჯულ მიწაზე. კერძოდ, არსებობს სამმხრივი შეხვედრების ფორმატი ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქ-კათოლიკოსს, კავკასიის მუსულმანთა სამართველოს თავმჯდომარესა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს შორის. ამ ფორმატში მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა იმის მიღწევა, რომ მთიანი ყარაბახის ურთიერთდაპირისპირებამ არ მიიღო რელიგიათა შორის კონფლიქტის ხასიათი.   

2020 წლის შემოდგომაზე რეგიონში სიტუაციის მკვეთრი გამძაფრების გამო და სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის გაღვივებასთან დაკავშირებით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი ორჯერ გამოვიდა განცხადებით და მხარეებს მოუწოდა, შეეჩერებინათ სისხლისღვრა და არსებული პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაეჭრათ. 

ქრისტიანული ფასეულობანი და საზოგადოებრივი მორალი

საჭეთმპყრობლად გამორჩევისთანავე უწმინდესი პატრიარქი კირილე ყველა შეხვედრაზე, – იქნება ეს უცხოეთის სახელმწიფოების ლიდერებთან და მაღალ წარმომადგენლებთან, მოსკოვში დიპლომატიური მისიების მეთაურებთან თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, – ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამედროვეობის აქტუალური საკითხების განხილვას. როდესაც ახლო აღმოსავლეთის პრობლემებზე ლაპარაკობს, იგი ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის აუცილებლობას ომით დანგრეული ტაძრებისა და სიწმინდეების აღდგენის საქმეში, ასევე, ადამიანების ცხოვრებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობაში.

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქრისტიანული ზნეობრივი ნორმებისა და ფასეულობების დეგრადაციის პრობლემების გადაწყვეტას ძველი და ახალი მსოფლიოს ქვეყნებში. დღეს დასავლეთის საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გამალებით ცდილობენ ქრისტიანული მორალის განდევნას. უწმინდესი პატრიარქი კირილე აღნიშნავს, რომ სეკულარიზის იდეოლოგები სულ უფრო ხშირად განუკუთვნებენ ქრისტიანობას ისტორიული რელიქტის ადგილს, რომელმაც, მათი აზრით, არ უნდა იქონიოს არსებითი გავლენა თანამედროვე საზოგადოებრივ პროცესებზე.

უწმინდესი პატრარქის მოსაზრებით, ეკლესიური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების ერთობლივი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები უნდა გახდეს ოჯახის ინსტიტუტის განმტკიცება და მომავალი თაობების ქრისტიანული სულისკვეთებით აღზრდა, ადამიანის სიცოცხლის, როგორც უმთავრესი ფასეულობის დაცვა ჩასახვიდან ბუნებრივ სიკვდილამდე, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ბუნებრივ და გარემო რესურსებთან პასუხისმგებლური დამოკიდებულების გაღვივება. 

რუსეთის ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთობის აღდგენა XX საუკუნის ძვრების შემდეგ 

რუსეთში XX საუკუნის სამოქალქო ომის პერიპეტიებმა და რთულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ანომალური შედეგი გამოიწვია: რუსეთის ეკლესიას საზღვარგარეთ გამოეყო მისი იერარქების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს გამოყოფა მნიშვნელოვანწილად განიკურნა 2007 წელს რუსეთის საზღარგარეთის ეკლესიასთან შეერთებით. ამ მოვლენის მომზადებაში უდიდესი წვლილი შეიტანა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ, იმ დროს სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტმა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარემ.

2019 წელს მოსკოვში შედგა დასავლეთ ევროპის რუსული ტრადიციების სამთავარეპისკოპოსო სამრევლოების შეერთება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რაც XX საუკუნეში მომხდარი გაყოფის კიდევ ერთ განსაკურნებელ ნაბიჯად იქცა.

2019 წლის 28 სექტემბერს დასავლეთ ევროპის რუსული ტრადიციების სამთავარეპისკოპოსოს სამრევლოების სასულიერო პირთა სამწყემსო კრებამ ხმების უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება, ეთხოვა, კანონიკური შეერთება მოსკოვის საპატრიარქოსთან. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამთავარეპისკოპოსოს დაშლის შესახებ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის 2018 წლის 27 ნოემბრის დადგენილების კონტექსტში. 2019 წლის 7 ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დაადგინა, მიეღო მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში სამთავარეპისკოპოსოს ყველა კლირიკოსი და მრევლი, ვინც კი ამის სურვილი გამოთქვა.   

3 ნოემბერს მოსკოვში ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიაზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა დუბნინის მთავარეპისკოპოს (ამჟამად მიტროპოლიტ) იოანეს გადასცა დასავლეთ ევროპის რუსული ტრადიციების სამთავარეპისკოპოსოს სამრევლოების რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთობის აღდგენის საპატრიარქო და სინოდალური სიგელი.    

ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა მეუფემ თავის სიტყვაში ბრძანა: „ახლა ჩვენს ეკლესიაში კვლავ დღესასწაულია: ჩვენთან დაბრუნდნენ დასავლეთ ევროპის რუსული ტრადიციების სამთავარეპისკოპოსოს სამრევლოები დუბნინის მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე იოანეს მეთაურობით. ეს ის სამრევლოებია, რომლებიც იმ ქრისტიანულ თემებზე აღმოცენდნენ, რომლებმაც 88 წლის წინ დროებით დატოვეს ჩვენი იურისდიქცია; და ამაშიც ვხედავ ჭეშმარიტების ზეიმსა და ქრისტეს სიყვარულს“.  

ეკლესიურ-სახელმწიფოებრივი ურთიეთობა იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედებს

როგორც 2017 წლის სამღვდელთმთავრო კრებაზე უწმინდესი პატრიარქის მოხსენებაში აღინიშნა, „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა აშკარად გამოხატული ზენაციონალური ხასიათისაა“. კერძოდ, ეს იმით გამოიხატება, რომ „თავის მსახურებას ახორციელებს არამარტო ერთ სახელმწიფოში და სულიერად კვებავს არა ერთ ერსა და ეთნოსს, არამედ მისი კანონიკური მზრუნველობის სფერო ერთნახევარ ათეულზე მეტ სახელმწიფოზე ვრცელდება“. მიუხედავად პირადი მოქალაქეობისა, თითოეულ სახელმწიფოში იერარქები, კლირიკოსები და ერისკაცები ლოცულობენ იმ ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, სადაც ისინი ცხოვრობენ და მის საკეთილდღეოდ შრომობენ.

მიმდინარეობს დიალოგის მზადება ეროვნებათაშორისი და რელიგიათაშორისი ურთიერთობების საკითხებზე მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური პასუხისმგებლობის ტერიტორიებზე. ეს ეხება ექსტრემიზმის ყოველგვარი გამოვლინების დაგმობას, მასმედიაში ზნეობრივი მორალის ამაღლებას, ოჯახისა და პიროვნების დაცვას იუბენალური იუსტიციის პრობლემების კონტექსტში, ელექტრონული კონტროლის გააზრებას და ა.შ.

ეკლესიურ-სახელმწიფოებრივი ურთიერთობის სფეროში სერიოზული გამოწვევა გახდა უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა. გამწვავებული პოლიტიკური ვითარება 2014 წლიდან, გაძლიერებული წნეხი უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიაზე ხელისუფლების, სქიზმატებისა და რადიკალური პოლიტიკური ძალების მხრიდან, მერე კი კონსტანტინეპოლის უკანონო შეჭრა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიაზე, რაც მის მიერ სქიზმატებისგან შემდგარი ფსევდოეკლესიური სტრუქტურისათვის ე.წ. „ავტოკეფალიის“ მინიჭებით დასრულდა, – ყოველივე ამას მოჰყვა კანონიკური ეკლესიის დისკრიმინაციის მრავალი ფაქტი, მისი მრევლის უფლებების დარღვევა, ტაძრების მიტაცება, კონფესიათა შორის სიძულვილის გაღვივება. მიუხედავად ყოველივე ამისა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არის მაგალითი შინაგანი ერთობისა, და სამოქალაქო კონფლიქტის პირობებშიც თითქმის ერთადერთ საზოგადოებრივ ძალად რჩება, რომელიც მშვიდობიან მსახურებას აწარმოებს უკრაინელი ხალხისთვის ისე, რომ კონფლიქტის არცერთ მხარესთან თავის თავს არ აიგივებს.

უწმინდესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ტაძარში აღევლინება განსაკუთრებული ლოცვა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად და ძმათაშორისი ბრძოლის შესაწყვეტად. 

საზღვარგარეთის ვიზიტები და უცხოეთის სახელმწიფოს მეთაურებთან შეხვედრები

ქრისტიანთა ტრადიციული ფასეულობები, უფლებები და თავისუფლება მნიშვნელოვანი შინაარსი ხდება უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეხვედრებისა პოლიტიკურ მოძღვაწეებთან, მათ შორის, სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც იგი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის პოზიციას წარმოადგენს კაცობრიობის განვითარების აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით, იცავს მართლმადიდებლურ თვალსაზრისს იმ პროცესებთან მიმართებით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებსა და საზოგადოებრივ გაერთიანებებში მიმდინარეობს, კონკრეტულ დიპლომატიურ ნაბიჯებს დგამს ქრისტიანების უფლებების, ხშირად კი მათი სიცოცხლის დასაცავადაც.

რუეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის პეროდში უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ 30 სახელმწიფოში 46 ოფიციალური ვიზიტი მოაწყო 

ეს სახელმწიფოებია: აზერბაიჯანი (2009 წ., 2010 წ.), ალბანეთი (2018 წ.), სომხეთი (2010 წ., 2011 წ.), ბელორუსია (2009 წ., 2012 წ., 2013 წ., 2015 წ., 2018 წ.), ბულგარეთი (2012 წ., 2018 წ.), ბრაზილია (2016 წ.), დიდი ბრიტანეთი (2016 წ.), საბერძნეთი (2013 წ.), ეგვიპტე (2010 წ.), ისრაელი (2012 წ.), იორდანია (2012 წ.), ყაზახეთი (2010 წ., 2012 წ.), კვიპროსი (2012 წ.), ყირგიზეთი (2017 წ.), ჩინეთი (2013 წ.), კუბა (2016 წ.), ლიბანი (2011 წ.), მოლდოვეთი (2011 წ., 2013 წ.), პალესტინა (2012 წ.), პარაგვაი (2016 წ.), პოლონეთი (2012 წ.), სერბეთი (2013 წ., 2014 წ.), სირია (2011 წ.), თურქეთი (2009 წ.), უზბეკეთი (2017 წ.), უკრაინა (2009 წ., 2010 წ. – სამგზის, 2011 წ. – ორგზის, 2012 წ., 2013 წ.), საფრანგეთი (2016 წ., 2019 წ.), მონტენეგრო (2013 წ.), ესტონეთი (2013 წ.), იაპონია (2012 წ.).

შედგა მისი შეხვედრები აფხაზეთის (2010 წ., 2013 წ., 2014 წ., 2019 წ.), აზერბაიჯანის (2009 წ., 2010 წ.), ალბანეთის (2018 წ.), სომხეთის (2010 წ., 2011 წ., 2013 წ.), ბელორუსიის (2009 წ. – ორგზის, 2012 წ., 2013 წ. – ორგზის, 2015 წ., 2016 წ., 2018 წ.), ბულგარეთის (2009 წ., 2012 წ., 2018 წ.), ბრაზილიის (2016 წ.), გვატემალის (2010 წ.), გერმანიის (2010 წ.), საბერძნეთის (2013 წ.), ისრაელის (2012 წ., 2016წ.), ირლანდიის (2010 წ.), იტალიის (2017 წ.), ყაზახეთის (2010 წ., 2012 წ., 2015 წ.), კვიპროსის (2012 წ.), ყირგიზეთის (2012 წ., 2017 წ.), კუბის (2019 წ.), ლატვიის (2010 წ.), ლიბანის (2010 წ., 2011 წ., 2013 წ.), მაკედონიის (2014 წ., 2015 წ., 2017 წ.), მოლდოვეთის (2009 წ., 2013 წ., 2017 წ. – ორგზის, 2018 წ.), პალესტინის (2010 წ., 2011 წ., 2012 წ., 2013 წ., 2015 წ. – ორგზის, 2017 წ., 2018 წ.), პარაგვაის (2016 წ.), პოლონეთის (2012 წ.), დნეპრისპირეთის (2010 წ., 2012 წ., 2015 წ., 2016 წ., 2017 წ.), სერბეთის (2014 წ., 2016 წ.), სირიის (2011 წ.), სლოვანეთის (2010 წ.), აშშ (2009 წ.), უზბეკეთის (2017 წ.), უკრაინის (2009 წ., 2010 წ., 2011 წ., 2012 წ., 2013 წ.), საფრანგეთის (2016 წ.), ხორვატიის (2017 წ.), მონტენეგროს (2009 წ.), ეკვადორის (2009 წ., 2013 წ.); სამხრეთ ოსეთის (2011 წ., 2014 წ., 2017 წ.) პრეზიდენტებთან. გარდა ამისა, უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა ვატიკანის სახელმწიფო მეთაურს (2016 წ.), ვატიკანის სახელმწიფო მდივანს (2017 წ.), დიდი ბრიტანეთის დედოფალს (2016 წ.), იორდანიის მეფეს (2012 წ., 2018 წ.), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს (2013 წ., 2015 წ.), რესპუბლიკა კუბის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს (2009 წ., 2015 წ., 2016 წ., 2018 წ.), ლიხტენშტეინის მემკვიდრე პრინცს (2009 წ.), მოლდოვეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს (2011 წ., 2012 წ.), მონაკოს მთავარს (2013 წ.), იაპონიის იმპერატორს (2012 წ.)

უწმინდეს პატრიარქ კირილეს ჰქონდა, ასევე, შეხვედრები ალბანეთის (2018 წ.), ბულგარეთის (2009 წ., 2012 წ., 2018 წ.), საბერძნეთის (2010 წ., 2013 წ., 2015 წ.), იტალიის (2012 წ.), ყირგიზეთის (2017 წ.), ლიბანის (2010 წ.), მოლდოვეთის (2011 წ. – ორგზის, 2013 წ.), სერბეთის (2014წ.), სირიის (2011 წ.), თურქეთის (2009 წ.), უკრაინის (2009 წ. – ორგზის, 2010 წ., 2011 წ., 2012 წ.), მონტენეგროს (2013 წ.), ესტონეთის (2013 წ.), იაპონიის (2012 წ.) პრემიერ-მინისტრებთან; აგრეთვე – ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან (2009 წ., 2013 წ., 2019 წ.), იუნესკოს გენერალურ დირექტორთან (2009 წ., 2010 წ.), შვეიცარიის კონფედერაციის კანტონთა საბჭოს თავმჯდომარესთან (2019 წ.), შვეიცარიის კონფედერაციის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მეთაურთან (2009 წ.), კორეის რესპუბლიკის სახალხო კრების თავმჯდომარესთან (2019 წ.), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესთან (2010 წ.), ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის გენერალურ მდივანთან (2010 წ.), დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან არსებული ლიდერობისათვის მებრძოლი გლობალური ჯგუფის წევრებთან (2011 წ.), ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისართან (2019 წ.).


  • 1970 წლიდან – ლენინგრადის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კანდიდატი;

  • 1974-1984 წწ. – ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პატროლოგიის კათედრის დოცენტი;

  • 1983-1989 წწ. – პედაგოგობის წლები მოსკოვის სასულიერო აკადემიის ასპირანტურაში;

  • 1986 წლიდან – სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრი;

  • 1987 წლიდან – ბუდაპეშტის საღვთისმეტყველო აკადემიის ღვთისმეტყველების საპატიო დოქტორი;

  • 1989-1994 წწ. – გრეშემ-კოლეჯის საპატიო წევრი (ქ. ლონდონი, ინგლისი);

  • 1996 წლიდან – სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამხედრო აკადემიის (ამჟამად უნივერსიტეტის) საპატიო პროფესორი;

  • 1997 წლიდან – რუსული ლიტერატურის აკადემიის ნამდვილი წევრი;

  • 2002 წლიდან – სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის (2003 წლიდან – სოციალურ მეცნიერებათა რუსეთის საზოგადოებრივი აკადემია) ნამდვილი წევრი;

  • 2002 წლიდან – პერუჯის (იტალია) სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის საპატიო დოქტორი;

  • 2004 წლიდნ – ვარშავის (პოლონეთი) ქრისტიანული აკადემიის ღვთისმეტყველების საპატიო დოქტორი;

  • 2004 წლიდან – სმოლენსკის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი;

  • 2005 წლიდან – ასტრახანის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი;

  • 2005 წლიდან – რუსეთის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;

  • 2006 წლიდან – ადმირალ თეოდორე უშაკოვის სახ. ბალტიის სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტის საპატიო პროფესორი;

  • 2007 წლიდან – რუსული ლიტერატურის აკადემიის საპატიო პრეზიდენტი;

  • 2007 წლიდან – სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;

  • 2009 წლიდან – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული რუსეთის სახელმწიფო სამსახურის აკადემიის საპატიო დოქტორი;

  • 2009 წლიდან – სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების საპატიო დოქტორი;

  • 2009 წლიდან – კიევის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების საპატიო დოქტორი;

  • 2009 წლიდან – ბელორუსიის სხელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი;

  • 2009 წლიდან – კაზაკთა საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი;

  • 2009 წლიდან – რუსეთის საგანმანათლებლო აკადემიის საპატიო წევრი;

  • 2010 წლიდან – ეროვნული კვლევითი ბირთვული უნივერსიტეტის („MEPhI“) საპატიო დოქტორი;

  • 2010 წლიდან – სარაკეტო ჯარების (პეტრე დიდის სახ. სტრატეგიული დანიშნულების) სამხედრო აკადემიის საპატიო პროფესორი;

  • 2010 წლიდან – ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;

  • 2010 წლიდან – ოდესის ეროვნული იურიდიული აკადემიის საპატიო დოქტორი;

  • 2010 წლიდან – მოსკოვის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების საპატიო დოქტორი;

  • 2010 წლიდან – პეტროზავოდსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;

  • 2011 წლიდან – ტ.გ. შევჩენკოს სახ. დნეპრისპირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;

  • 2011 წლიდან – ვორონეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;

  • 2011 წლიდან – მ. ვ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;

  • 2012 წლიდან – სოფიის კულტურული მემკვიდრეობის უნივერსიტეტის (ბულგარეთი) საპატიო დოქტორი;

  • 2012 წლიდან – წმინდა ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების საპატიო დოქტორი;

  • 2013 წლიდან – აკადემიკოს ბ. ვ. პეტროვსკის სახ. რუსეთის სამეცნერო ქირურგიის ცენტრის საპატიო პროფესორი;

  • 2014 წლიდან – ბელგრადის (სერბეთი) უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;

  • 2015 წლიდან – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის საპატიო დოქტორი;

  • 2015 წლიდან – წმ.წმ. კირილესა და მეთოდის სახ. ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის ღვთისმეტყველების საპატიო დოქტორი;

  • 2016 წლიდან – გ. ვ. პლეხანოვის სახ. რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;

  • 2016 წლიდან – სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;

  • 2017 წლიდან – ყირგიზეთ-რუსეთის სლავური უნივერსიტეტის (ყირგიზეთი) საპატიო დოქტორი;

  • 2018 წლიდან – ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი.

პატრიარქი კირილე 400 მეტი პუბლიკაციის ავტორია, მათ შორისაა პუბლიკაციები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ საიტზე, ასევე, შიდა და უცხოურ პერიოდიკაში. მისი შრომების რიცხვს მიეკუთვნება: 

    • საკანდიდატო დისერტაცია „საეკლესიო იერარქიის ჩამოყალიბება დაა განვითარება და მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება მისი მადლმოსილების შესახებ“, ლენინგრადი, 1971 წ.;„თანამედროვე ცივილიზაციის გამოწვევები. როგორ პასუხობს მათ მართლმადიდებელი ეკლესია“, მოსკოვი, 2020 წ.;

    • „მწყემსის სიტყვა. ღმერთი და ადამიანი. ცხონების ისტორია“, მოსკოვი, 2004 წ.;

    • „L’Evangile et la liberte´. Les valeurs de la Tradition dans la socie´te´ laique“, Paris, 2006 г.; „თავისუფლება და პასუხისმგებლობა: ჰარმონიის ძიება“, მოსკოვი, 2008 წ.;

    • „თავისუფლება და პასუხისმგებლობა: ჰარმონიის ძიება. ადამიანის უფლებები და პიროვნების ღირსება“, – დამატებითი გამოცემა, მოსკოვი, 2014 წ.;

    • „უცნობი“ პატრიარქი კირილე“ , მოსკოვი, 2009 წ.;

    • „ერთობის პატრიარქი“. ქადაგებების კრებული უკრაინაში . – კიევი, 2009 წ.;

    • „პატრიარქი და ახალგაზრდობა: საუბარი დიპლომატიის გარეშე“, მოსკოვი, 2009 წ.; „წმინდა რუსეთი – ერთად თუ ცალ-ცალკე? პატრიარქი უკრაინაში“, მოსკოვი, 2009 წ.;

    • „ეკლესიის მოწინავე რაზმი“, ტვერი, 2009 წ.;

    • „სიტყვები, ქადაგებები, გამოსვლები“, კიევი, 2009 წ.;

    • „იყავი ღვთის ერთგული. უწმინდეს პატრიარქ კირილესთან საუბრების წიგნი“, მინსკი, 2009წ.;

    • „ერის ძალა – სულის ძალაშია“, მინსკი, 2009 წ.;

    • „ეკლესია ერთობისაკენ მოგვიწოდებს“, მინსკი, 2010 წ.;

    • „დაიმარხეთ რწმენა გულებში“, მინსკი, 2011 წ.;

    • «Noi suntem un singur popor în faţa lui Dumnezeu» მოლდავურ ენაზე („ღვთის წინაშე ჩვენ ერთი ერი ვართ“), 2011 წ.;

    • „ქადაგებები 2010-2011“, წმინდა სერგის სამების ლავრა, 2012 წ.;

    • „ქადაგებები 2012“, წმინდა სერგის სამების ლავრა, 2013 წ.;

    • „ქადაგებები 2013“, წმინდა სერგის სამების ლავრა, 2014 წ.;

    • „ქადაგებები 2014“, წმინდა სერგის სამების ლავრა, 2015 წ.;

    • „ქადაგებები 2015“, წმინდა სერგის სამების ლავრა, 2016 წ.;

    • „ქადაგებები 2016“, წმინდა სერგის სამების ლავრა, 2017 წ.;

    • „ქადაგებები 2017“, წმინდა სერგის სამების ლავრა, 2018 წ.;

    • „სინანულის საიდუმლო. დიდმარხვის ქადაგებები (2001-2011 წწ.)“, მოსკოვი, 2012 წ.;

    • „სინანულის საიდუმლო. დიდმარხვის ქადაგებები (2001-2014 წწ.)“, დამატებითი გამოცემა, მოსკოვი, 2015 წ.;

    • „წინამძღვრის სიტყვა. შრომების კრებული. სერია I. ტ. 1 (2009-2011 წწ.)“, მოსკოვი, 2012 წ.;

    • „წინამძღვრის სიტყვა. შრომების კრებული. სერია I. ტ. 2 (2012-2014 წწ.)“, მოსკოვი, 2015 წ.;

    • „წინამძღვრის სიტყვა. შრომების კრებული. სერია I. ტ. 3 (2015-2017 წწ.)“, მოსკოვი, 2018 წ.;

    • „მწყემსის სიტყვა (1991—2011 წწ.). შრომების კრებული. სერია II. ტ. 1“. მოსკოვი, 2013 წ.;

    • „მწყემსის სიტყვა (1999—2011 წწ.). შრომების კრებული. სერია II. ტ. 2“. მოსკოვი, 2014 წ.;

    • „მწყემსის სიტყვა (2012—2015 წწ.). შრომების კრებული. სერია II. ტ. 3“. მოსკოვი, 2016 წ.;

    • „ღვთისმეტყველება და სულიერი განათლება. შრომების კრებული. სერია III. ტ. 1“, მოსკოვი, 2014 წ.;

    • „ღვთისმეტყველება და სულიერი განათლება. შრომების კრებული. სერია III. ტ. 2 (1976-2014 წწ.)“, მოსკოვი, 2015 წ.;

    • „სიტყვა ახლობლებს და შორებლებს“. შრომების კრებული. სერია IV. ტ. 1, მოსკოვი, 2017 წ.;

    • „სიტყვა ახლობლებს და შორებლებს“. შრომების კრებული. სერია IV. ტ. 2, მოსკოვი, 2017 წ.;

    • „სიტყვა ახლობლებს და შორებლებს“. შრომების კრებული. სერია IV. ტ. 3 (2011-2012 წწ.), მოსკოვი, 2018 წ.;

    • „სიტყვა ახლობლებს და შორებლებს“. შრომების კრებული. სერია IV. ტ. 4 (2013-2014 წწ), მოსკოვი, 2018 წ.;

    • „შფოთის დაძლევა. სერიიდან „უწმინდესი პატრიარქის სიტყვა“. გამოცემა 1. მოსკოვი, 2013 წ.;

    • „წმინდა მიწა. სერიიდან „უწმინდესი პატრიარქის სიტყვა“. გამოცემა 2. მოსკოვი, 2014 წ.;

    • „წმინდა მთავარი ვლადიმერი: რუსეთის ცივილური არჩევანი. სერიიდან „უწმინდესი პატრიარქის სიტყვა“. გამოცემა 3. მოსკოვი, 2015 წ.;

    • „ძნელბედობის ჟამს ღვთისგან რჩეული“. სერიიდან „უწმინდესი პატრიარქის სიტყვა“. გამოცემა 4. მოსკოვი, 2017 წ.;

    • „აწლეულის ისტორია“. სერიიდან „უწმინდესი პატრიარქის სიტყვა“. გამოცემა 5. მოსკოვი, 2018 წ.;

    • „უფლის ერთგულნი, სამეფო ოჯახი“. სერიიდან „უწმინდესი პატრიარქის სიტყვა“. გამოცემა 6. მოსკოვი, 2018 წ.;

    • „სიტყვა მონაზონთა მიმართ“ – უწმინდესი პატრიარქის კირილეს ქადაგებები მონასტრებში (2013-2014 წწ.), მოსკოვი, 2014 წ.;

    • „სიტყვა მონაზონთა მიმართ“ – უწმინდესი პატრიარქის კირილეს ქადაგებები მონასტრებში (2014-2015 წწ.), მოსკოვი, 2015 წ.;

    • „სიტყვა მონაზონთა მიმართ“ – უწმინდესი პატრიარქის კირილეს ქადაგებები მონასტრებში (2016-2017 წწ.), მოსკოვი, 2017 წ.;

    • „პირველითგან იყო სიტყვაი...“ – ტელეპროგრამის „მწყემსის სიტყვა“ 20 წლისადმი მიძღვნილი კრებული, მოსკოვი, 2014 წ.;

    • „ეკლესიის მისიის შესახებ თანამედროვე სამყაროში“ – ქადაგებების კრებული მისიონერობის შესახებ, ბელგოროდი, 2014 წ.;

    • „შვიდი სიტყვა რუსული სამყაროს შესახებ“ (ქადაგებების კრებული 2012-2015 წწ.), მოსკოვი, 2015.;

    • „რწმენა და ურწმუნოება“ – უწმინდესი პატრიარქის კირილეს ქადაგებების კრებული, მოსკოვი, 2016 წ.;

    • „სიტყვა ტრადიციების შესახებ თანამედროვე საზოგადოებაში“ – უწმინდესი პატრიარქის კირილეს ქადაგებების კრებული, მოსკოვი, 2016 წ.;

    • „პატრიარქი კირილე. აზრი წლის ყოველ დღეზე“, მოსკოვი, 2016 წ. (გამოცემულია, ასევე, ინგლისურ ენაზე – აშშ, 2016 წ.);

    • „ილაპარაკე ღვთის სიმართლე. პატრიარქი მედიის შესახებ, მოსკოვი, 2016 წ.;

    • „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში“, მოსკოვი, 2016 წ.;

    • „მეცნიერება, კულტურა და რწმენა“. უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლებისა და ქადაგებების კრებული, საფრანგეთი, 20116 წ.;

    • „მოშურნე იყვენით სულიერი ნიჭებისა“. ლოცვითი ღვაწლისა და სულიერი ზრდის შესახებ“, მოსკოვი, 2017 წ.;

    • „შინაარსის შესახებ“, მოსკოვი, 2017 წ.;

    • „ცოცხალი ხსოვნა: წმინდანები და ჩვენ“, მოსკოვი, 2018 წ.;

    • „მოსაზრებები. გამონათქვამები. მსჯელობები“, მოსკოვი, 201 8 წ.;

    • „იფიქრეთ კაცობრიობის მომავალზე“, მოსკოვი, 2018 წ.;

    • „წმინდაო რუსეთო, დაიმარხე მართლმადიდებლური სარწმუნება. მიღვნილი რუსეთის ნათლობის 1030 წლისადმი“, მოსკოვი, 2018 წ.;

    • „მხოლოდ ცხოვრება: დიალოგი ახალგაზრდობასთან“, მოსკოვი, 2018 წ.

    • 1994 წლიდან რუსეთის ტელევიზიის არხზე გამოდის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სატელევიზიო გადაცემა „მწყემსის სიტყვა“; გარდა ამისა, გამოსულია მთელი რიგი დოკუმენტური ფილმები, ვიდეოსიუჟეტების ციკლები და სატელევიზიო გადაცემები პატრიარქის მონაწილეობით. 

უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დახურვაზე

15.09.2022

ჩვენი ერთობა რუსული სულის ძალაშია: რუსეთი და თანამემამულენი ცვალებად სამყაროში

15.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარის გამოსვლა რელიგიათშორის შეხვედრაზე „რელიგია და განათლება“

06.10.2021

დოსტოევსკი და სახარება

20.09.2021

ავტოკეფალიის თემა იყო ერთადერთი, რაც უნდა განხილულიყო ყოველთა მართლმადიდებელთა კრებაზე, – მიიჩნევს ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი

17.09.2021

კიკოსის მიტროპოლიტი ნიკიფორე: პატრიარქ ბართლომეოსის ცალმხრივი გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ საერთო მართლმადიდებლურ ერთობას საშინელი მასშტაბის განხეთქილებას უქადის

17.09.2021

მიტროპოლიტ ილარიონის სიტყვით გამოსვლა წიგნის პრეზენტაციაზე – „კიევის მიტროპოლიის შეერთება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 1676-1686 წწ. კვლევები და დოკუმენტები“

16.09.2021

კონსტანტინეპოლის ძალაუფლებრივი პრეტენზიები როგორც ეკლესიის ერთობის საფრთხე

16.09.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სიტყვა კონფერენციის გახსნაზე, რომლის თემაა: „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლების შუქზე“.

16.09.2021

ევქარისტიის მართლმადიდებლური გაგება

06.09.2021

ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსი: „მსოფლიო საზოგადოება ჩვენი ეკლესიის დასაცავად ერთიანდება“

13.01.2024

მიტროპოლიტი ილარიონი: გამოვუჩინოთ ხალხს ქრისტე – ეს ჩვენი მთავარი მისიონერული ამოცანაა

08.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: კონსტანტინეპოლი ხელყოფს სხვის საკუთრებას

20.09.2021

ეკლესიის კრებსითმა გონებამ შეფასება უნდა მისცეს პატრიარქ ბართლომეოსის მოქმედებებს, – აცხადებს უმე-ს საქმეთა მმართველი

24.08.2021

ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი: კონსტანტინეპოლის პატრიარქის ვიზიტი უკრაინაში მილიონობით უკრაინელ მართლმადიდებელს ავნებს

11.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: გაერთიანება შეუძლებელია, თუ ერთ-ერთი მხარე მეორეს „ერეტიკოსად“ მიიჩნევს

31.07.2021

ინტერვიუ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველთან ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტ ანტონისთან

26.07.2021

გალერეა

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب