მთავარი გვერდი ახალი ამბები
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა დანილოვის აღდგომის…

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა დანილოვის აღდგომის ტაძრის განახლების სახელობის ტაძარში საღვთო ლიტურგია აღასრულა


2021 წლის 26 სექტემბერს, როდესაც იერუსალიმის აღდგომის ტაძრის განახლება (ენკენია) ხსენება აღინიშნება (ეს დღესასწაული ასევე აღდგომად წოდებული – Воскресение Словущее იწოდება), მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, დანილოვის აღდგომის ტაძრის განახლების სახელობის ტაძარში საღვთო ლიტურგია აღასრულა.

მეუფე ილარიონს თანამსახურებდნენ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, დიდმოწამე ეკატერინეს ტაძრის წინამძღვარი დანიელ ანდრეიუკი, სსკგ-ს მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების მდივანი, დანილოვის აღდგომის ტაძრის განახლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, სსკგ-ს სამღვდელო ხარისხის მქონე თანამშრომლები, მიწვეული სასულიერო პირები.

სადიაკვნო მსახურებას საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე პროტოდიაკონი ვლადიმერ ნაზარკინი უძღოდა.

მრჩობლი კვერექსის შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა სნების განმფენი ქარის დროს საკითხავი ლოცვა აღავლინა.

ღმრთისმსახურების დასრულებისას დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა მწყემსმთავარს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სამრევლოს სახელით ქრისტეს აღდგომის გამოსახულებით მოხატული სააღდგომო კვერცხი აჩუქა.

საპასუხო სიტყვაში მიტროპოლიტმა ილარიონმა თქვა:

„ქრისტე აღდგა!

ყველას გილოცავთ ამ წმინდა ტაძრის დღესასწაულს და მოგესალმებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სახელით, რომელიც ყველა თქვენგანს გადმოგცემთ თავის პირველმღვდელთმთავრის კურთხევას.

დღესასწაული, რომელსაც ჩვენ ახლა აღვნიშნავთ, IV საუკუნის ეკლესიის ისტორიიდან მნიშვნელოვანი მოვლენას გვახსენებს, როდესაც მოციქულთასწორმა იმპერატორმა კონსტანტინემ გადაწყვიტა რომაელთა მიერ დანგრეული ძველი იერუსალიმის ადგილას, აღედგინა ქრისტიანული ქალაქი, რომელიც მოსალოცი ცენტრი გახდებოდა მთელი მსოფლიოს ადამაინებისთვის. სწორედ მაშინ სასწაულებრივი სახით აღმოჩენილი იქნა მრავალი სიწმინდე, მათ შორის უფლის ყოვლადპატიოსანი ჯვარი, რომლის ამაღლებასაც უკვე ამ საღამოს აღვნიშნავთ.

იერუსალიმი – ქალაქი, სადაც ჩვენი უფალი იესო ქრისტე ჯვარს აცვეს და აღდგა. ქრისტიანული ეკლესიის მთელი ისტორია იერუსალიმიდან დაიწყო. ამიტომაც საღვთისმსახუხო ტექსტებში იერუსალიმის ეკლესიას სამართლიანად ეწოდება დედა ეკლესია.

მაგრამ როდესაც ვიხსენებთ მე–IV საუკუნეში მომხდარ მოვლენას – იერუსალიმის აღდგენას, როგორც ქრისტიანული მომლოცველობის ცენტრს და ქრისტეს აღდგომის ეკლესიის აღდგენას, ჩვენი სულიერი მზერა თავად ქრისტეს აღდგომის მოვლენისკენ მიიმართება, რადგან სწორედ ამ მოვლენის საპატივცემულოდ აშენდა ეს ტაძარი.

შემთხვევით არ ჩამოყალიბებულა რუსეთში ტრადიცია: ტაძრებში, რომლებიც იერუსალიმის ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლების დღესასწაულის სახელზეა აგებული, მსახურება საპასექო წეს-განგებით უნდა შესრულდეს, თავად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომის მოვლენის გახსენებით. და სააღდგომო საგალობლები, რომლებიც დღეს მოვისმინეთ – რამდენიმე თვის წინ გასული აღდგომიდან, რამდენიმე თვის შემდეგ მომავალ აღდგომამდე – გვახსენებს იმ მოვლენას, რომლის წყალობითაც დედამიწაზე არსებობს წმინდა ეკლესია.

როდესაც პავლე მოციქულს ჰკითხეს, რა არის ქრისტიანული რწმენის არსი, რა არის სახარება, რომელსაც ის ქადაგებს, პავლემ უპასუხა – როგორც ზეპირად, ასევე თავის ეპისტოლეებშიც: „რამეთუ ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა წერილ არს, და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს, და რამეთუ ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ, და მერმე ეჩუენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა ერთ-გზის, რომელთაგანნი უმრავლესნი ცოცხალ არიან აქამომდე და რომელთამე შეისუენეს, მერმე ეჩუენა იაკობს და მერმე მოციქულთა ყოველთა, უკუანაჲსკნელ ყოველთასა, ვითარცა ნარჩევსა, მეჩუენა მეცა“ (1 კორ. 15. 3-8).

პავლე მოციქული, როგორც ვიცით, ახალგაზრდობაში ქრისტეს ეკლესიის მდევნელი იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ის ქრისტესკენ მოექცა, რადგან თავად აღმდგარი ქრისტე გამოეცხადა მას დამასკოს გზაზე, პავლე მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე სახარების ქადაგება უნდა გამხდარიყო. და ეს სახარება, როგორც ის ამბობდა, სხვა არაფერია თუ არა ქადაგება იმაზე, რომ იესო ქრისტე მოკვდა და აღდგა. ეს არის ყველაზე მთავარი, რასაც წმინდა სახარება გვიმოწმებს, ამის შესახებ ოთხივე მახარებელი გვიყვება.

ქრისტეს აღდგომა სახარებისეულ ისტორიასა და კაცობრიობის მთელ ისტორიაში მთავარ მოვლენას წარმოადგენს. ამ მოვლენის შედეგად სიკვდილი დამარცხდა და ყველა ხორციელისთვის თავად უფალ იესო ქრისტეს მიერ გაიხსნა გზა მკვდრეთით აღდგომისკენ. და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თქვას საკუთარი თავის შესახებ, როგორც პავლე მოციქული ამბობდა, რომ სხვადასხვა თაობის თავისი მოწაფეებისადმი აღდგომილი უფლის მრავალი გამოცხადების შემდეგ, ის მეც გამომეცხადა, როგორც ყველაზე უკანასკნელს, მიუხედავად ჩემი უღირსობისა, ცოდვისა, და თავი არა ერთხელ გამომიცხადა, არამედ მრავალჯერ. რადგან ყოველთვის, როდესაც ქრისტეს პასექი მოდის, ის მკვდრეთით აღმდგარი თავს გამოუცხადებს მთელს თავის კრებულს – თავის ყველა ამჟამინდელ მრავალმილიონიანი მოწაფის კრებულს.

ჩვენ ამ მოვლენას ყოველ კვირა დღეს ვიხსენებთ, ჩვენ ვჭვრეტთ მკვდრეთით აღმდგარ უფალს მის წმინდა ძღვენში და ვიღებთ ჩვენს თავში, როდესაც ქრისტეს ხორცსა და სისხლს ვეზიარებით. ამიტომაც, ქრისტეს აღდგომის მოვლენა ყველა ჩვენგანისთვის რჩება იმ საფუძვლად, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი ქრისტიანული რწმენა. და ამ მოვლენის ნათელი არ მკრთალდება არც წლების და არც საუკუნეების განმავლობაში. ის არ ბჟუტავს, აგრძელებს ისეთივე კაშკაშს.

ეკლესიაში ახალი და ახალი ადამიანი მოდის და ხვდება მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს. და ქრისტე – ჯვარცმული და აღმდგარი – გარდაქმნის თითოეული ადამიანის ცხოვრებას. ქრისტესთან შეხვედრა უკვე მომზადებულია ჩვენთვის მიწიერ ცხოვრებაში – ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით, ლოცვით, ქრისტეს წმინდა საიდუმლოთა ზიარებით, და სხვა საიდუმლოებებში მონაწილეობით.

ჩვენ მუდმივად ვხვდებით მკვდრეთით აღდგომილ ქრისტეს. ჩვენ ვხვდებით მას ცხოვრების გზაზე, როგორც მას ორი მოწაფე შეხვდა. თავიდან მათ არც კი ესმოდათ, ვინ იდგა მათ წინაშე, რადგან მათი მასწავლებლის გარეგნობა შეიცვალა, მაგრამ მათ ის პურის გატეხვისას იცნეს. ასევე ჩვენც ვცნობთ მას, როდესაც წირვის დროს პური იკურთხება, განიტეხება და ქრისტეს ხორცად იქცევა, ხოლო ღვინო, კურთხევისას, ქრისტეს სისხლად იქცევა. ჩვენ ვცნობთ ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, რომელიც მოვიდა ყველა ჩვენგანის გადასარჩენად და გვიხსნის გზას მკვდრეთით აღდგომისაკენ. ამიტომ ჩვენ კვლავ და კვლავ არ დავიღლებით ერთმანეთისთვის საპასაქო მისალმებით: ქრისტე აღდგა!

დაე ქრისტეს აღდგომის სიხარული მუდამ ცოცხლობდეს ჩვენს გულებში. დაე აღდგომილმა უფალმა განგვაახლოს ჩვენ, როგორც განაახლა იერუსალიმის ქრისტეს აღდგომის ტაძარი, როგორც მან ჩვენს თვალწინ განაახლა ეს წმინდა ტაძარი, და ნანგრევებიდან აღდგენილი ათასობით სხვა ტაძარი, აღდგენილი ან ხელახლა აგებული, რათა ჩვენ მათში სულიერად განვახლდეთ, ვჭვრეტდეთ მკვდრეთით აღმდგარ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს. ამინ“.

დასასრულ, მიტროპოლიტმა ილარიონმა სლობოდის დანილოვის აღდგომის ტაძრის განახლების სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ იგორ იაკიმჩუკს ტაძრის დღესასწაული მიულოცა. მადლობა მოახსენა იმ შრომისათვის, რასაც მამა იგორი ასრულებს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში, მწყემსთმთავარმა მას ძალის სიმტკიცე და ღვთის შეწევნა უსურვა ეკლესიის სასიკეთო მომავალ მსახურებაში.

მეუფემ ასევე მადლობა მოახსენა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, დეკანოზ დანიელ ანდრეიუკს ღვთისმსახურებაში მონაწილეობისთვის და ყველა დამსწრეს მწყემსთმთავრული კურთხევა გადასცა.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب