მოსკოვის საპატრიარქო
შედგა საპატრიარქოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საეგზარქოსოს სინოდის სხდომა
2021 წლის 18 აგვისტოს სურგუთში წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებულ სამღვდელთმთავრო რეზიდენციაში, სინგაპურისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ-აზიის მიტროპოლიტ სერგის თავმჯდომარეობით საპატრიარქოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საეგზარქოსოს სინოდის სხდომა გაიმართა.
სხდომას ესწრებოდნენ მანილასა და ჰანოის მიტროპოლიტი პავლე, კორეის მთავარეპისკოპოსი თეოფანე, ასევე სინოდის მდივანი, ჯაკარტას ეპისკოპოსი პიტირიმი (დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით), რომელიც სხდომის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდა – საპატრიარქოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საეგზარქოსოს შიდა განაწესის მე-7 პუნქტის თანახმად.
სინოდის წევრებმა შვილობრივი მადლიერება გამოხატეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილესა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისადმი, – იმ ზრუნვისათვის, რასაც ისინი იჩენენ აზიაში მართლმადიდებლობის განმტკიცებისათვის, ეკლესიის სამრევლოების განვითარებისთვის და მათი კანონიკური ყოფა-ცხოვრების მოწყობისათვის.
სხდომის მსვლელობისას საპატრიარქოს საეგზარქოსოს ცხოვრების საკითხთა ფართო წრე იქნა განხილული.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური/
საპატრიარქოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საეგზარქოსოს „ფეისბუქ“ გვერდის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023