მოსკოვის საპატრიარქო
აღმოსავლეთ სასექსში ელისაბედის სახელობის სამთავარეპისკოპოსო მეტოქში ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს
2021 წლის 18 ივლისს, წმინდა ღირსმოწამეების დიდი მთავრინა ელისაბედ თეოდორის ასულისა და მონაზონი ბარბარეს ხსენების დღეს, სამთავარეპისკოპოსოს მეტოქში ღირსმოწამეების დიდი მთავრინა ელისაბედის და რუსი ახლამოწამეებისა და აღმსარებლების საპატივცემულოდ, როქს ფარმის მამულში, რომელიც მდებარეობს უძველესი ციხე-სიმაგრე ბოდიამის მახლობლად აღმოსავლეთ სასექსში (ინგლისი), ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს.
სუროჟის ეპისკოპოს მათეს ლოცვა-კურთხევით საღვთო ლიტურგია მღვდელმა სერგი ფედორენკომ აღასრულა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ჯვრით მსვლელობა მოეწყო.
საზეიმო დღეს მონასტერს ეწვივნენ მომლოცველები ლონდონიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის ახლომდებარე ქალაქებიდან. მრევლს შესაძლებლობა ჰქონდა ელოცათ და თაყვანი ეცათ ღირსმოწამეების ელისაბედისა და მონაზონი ბარბარეს წმინდა ნაწილებისთვის (ღირსმოწამეების წმინდა ნაწილები მუდმივად დაბრძანებულია მეტოქის კარის ეკლესიის კიოტში).
ღვთისმსახურების შემდეგ შეკრებილმა საზოგადოებამ გაიზიარა საერთო ტრაპეზი, – სიყვარულით მომზადებული მეტოქის უფროსი დის, მონაზონი მართას (პერსიანინოვა) ხელმძღვანელობით.
სუროჟის ეპარქია/
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023