მოსკოვის საპატრიარქო
წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დაბადების დღესთან დაკავშირებით თურქეთის ქალაქ დემრეში საზეიმო ლიტურგია აღევლინა
2021 წლის 11 აგვისტოს, წმინდა ნიკოლოზის დაბადების დღის დღესასწაულზე, თურქეთის ქალაქ დემრეში (მირონ-ლუკიაში; ანტალიის პროვინცია, თურქეთი) საღმრთო ლიტურგია აღავლინა მღვდელმა გიორგი სერგეევმა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში რუსულენოვანი მორწმუნეების სულიერ მზრუნველობაზეა პასუხისმგებელი.
მრჩობლ კვერექსზე გაისმა ვედრება მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობაზე, მის დაცვაზე განყოფისა და განხეთქილებისგან. წაკითხულ იქნა ლოცვა უკრაინის მშვიდობისთვის. ღვთისმსახურებაზე შეკრებილნი ლოცულობდნენ თურქეთში არსებული დამანგრეველი ხანძრების შეწყვეტისთვის, კორონავირუსის პანდემიის დასრულებისთვის, ქვეყნებსა და ერებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობებისთვის.
ლიტურგიაზე ლოცულობდნენ მომლოცველები ანტალიის პროვინციის რუსულენოვან მართლმადიდებელ მორწმუნეთა საზოგადოებიდან, მორწმუნეები რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიიდან, რომლებიც რეგიონში დასასვენებლად იმყოფებოდნენ. ამ დღეს ას ადამიანზე მეტი ეზიარა ქრისტეს წმინდა საიდუმლოებს.
განტევებისას წაკითხულ იქნა პარაკლისი დაუჯდომელთან ერთად და წყლის კურთხევის წეს-განგება.
ღვთისმსახურების დასრულებისას მამა გიორგიმ შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მღვდელმსახურმა მადლიერება გამოხატა თურქეთის ხელისუფლებისადმი, დემრეს მუზეუმ-ნაკრძალის დირექციისადმი და ანტალიაში რუსული ხელოვნებისა და კულტურის საზოგადოებისადმი ღვთისმსახურების ორგანიზებაში დახმარებისათვის.
ლიტურგიის შემდეგ მღვდელი გიორგი სერგეევი რუსული ხელოვნებისა და კულტურის საზოგადოების თავმჯდომარესთან ერთად შეხვდა დემრეს მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორს ნილიუფერ სეზგინს. მღვდელმსახურმა მადლობა მოახსენა მუზეუმის დირექციას დახმარებისა და შემწეობისთვის ღვთისმსახურების ჩატარების ორგანიზაციის საქმეში და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023