მთავარი გვერდი საავტორო ანალიტიკა
როგორია აფრიკის ქვეყნების ქრისტიანი მოსახლეობის მდგომარ…

როგორია აფრიკის ქვეყნების ქრისტიანი მოსახლეობის მდგომარეობა

Illustration_1.jpg

ავტორი: პორტალის რედაქცია

<р>უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ქრისტიანების დევნის ეპიცენტრმა ახლო აღმოსავლეთიდან აფრიკაში გადინაცვლა. ყველაზე დიდ მღელვარებას იწვევს ვითარება ნიგერიაში. ანტიქრისტიანული ძალმომრეობით ეს ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

2020 წ. ქრისტიანების დევნა ნიგერიაში ერთი მესამედით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით. მთელს მსოფლიოში ქრისტიანთა მკვლელობის 91% (4333 შემთხვევა 4761-დან) ნიგერიაზე მოდის. აქ ცხოვრობს 150 მილიონი ადამიანი და 250 ენაზე მოლაპარაკე დაახლოებით 350 ეთნიკური ჯგუფი. მოსახლეობის დაახლოებით 50% მუსლიმანია, 40% – ქრისტიანი და 10% ადგილობრივი სარწმუნოების წარმომადგენელი. ქრისტიანებისთვის მთავარ მუქარას წარმოადგენს ტერორისტული დაჯგუფება სახელწოდებით „ბოკო ხარამი“, რომელიც ქრისტიანებს 2010 წლიდან უტევს. 2015 წლიდან ეს ორგანიზაცია ოფიციალურად გაერთიანდა „ისლამის სახელმწიფოსთან“.

2012 წ. დაახლოებით 35 ათასი ქრისტიანი გაიქცა ჩრდილოეთ ნიგერიიდან. 2011-2021 წწ. ექსტრემისტებმა ნიგერიაში 37 ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანი იყო. ეს თითქმის 4 ათასი ადამიანია წელიწადში, 300-ზე მეტი თვეში და 10 ადამიანი ყოველდღიურად.

„ბოკო ხარამის“ ტერორისტები ხშირად იტაცებენ ქრისტიან პასტორებს. 2021 წლის თებერვალში ტერორისტულმა დაჯგუფებამ გაიტაცა ნიგერიელი პასტორი ბულუს იკორი და გამოსასყიდი მოითხოვა გარკვეულ ვადაში. გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერი, სადაც პასტორი ნარინჯისფერი კაპიუშონით ზის და ტერორისტებს ყელზე დანა აქვთ მისთვის მიბჯენილი. იკურისთვის გამოსასყიდი ბანდიტებმა მის მოკვლამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღეს და მარტის დასაწყისში ის გაათავისუფლეს. 26 მარტს კი რვა ქრისტიანი გაიტაცეს, მას შემდეგ, რაც მათი მიკროავტობუსი გააჩერეს კადუნიდან კაფაჩანისკენ მიმავალ გზაზე; გამოსასყიდად 50 მილიონი ნაირი მოითხოვეს (დაახლოებით, 125 000 დოლარი). ქრისტიანების გატაცება მთავარი შემოსავლის წყარო გახდა „ბოკო ხარამისთვის“. მარტში ამ ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთი პასტორი გაიტაცეს გამოსასყიდის მიღების მიზნით.

ნიგერიელი ქრისტიანები არაერთხელ გამხდარან თავდასხმის ობიექტები, ასევე, მომთაბარე მუსლიმი ტომების ფულანის ან ფულბეს მხრიდან. ამჟამად ფულანის ტომი 35 მილიონ კაცს ითვლის და დასახლებულია აფრიკის 15 ქვეყანაში. 2014-2019 წწ. მსხვერპლი გახდა არანაკლებ 7 ათასი კაცისა. 2021 წლის მარტში ფულანელებმა აჩეხეს 36 წლის ქრისტიანი ბიტრუს ჩოლომი. ახალგაზრდა კაცს ცოლი და ოთხი შვილი დარჩა. იმავე თვეში ბენუეს შტატში დახვრიტეს კათოლიკი მღვდელი ფერდინანდ ფანენ ნგუგბანი და სამრევლოს ექვსი წევრი.

Illustration_2.jpg

გამოსასყიდის მიღების მიზნით ქრისტიანების გატაცება არ არის იშვიათი მოვლენა. გადაუხდელობის შემთხვევაშიკი კლავენ. 2021 წლის თებერვლის ბოლოს ნიგერიის სამხრეთით, დელტას შტატში, უცნობმა პირებმა გაიტაცეს კათოლიკი მღვდელი, ობინომბის წმ. გიორგის სახ. კოლეჯის რექტორი მამა ხარისონ ეგვუენი.

ქრისტიანებს სისტემატურდ ესხმიან თავს როგორც ნიგერიაში, ისე მეზობელ სახელმწიფო მალიში. 2021 წლის 18 მარტს ნიგერიაში შიენის ბაპტისტური ეკლესიიდან ბოევიკებმა გაიტაცეს პასტორი იოჰან გიანგ ბიტრუსიზი და გამოსასყიდად თითქმის158 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი მოითხოვეს. 21 მარტს ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში, ტეხუას რაიონის რიგ სოფლებში ბოევიკებმა 141 მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს. შეიარაღებული ბანდიტები საღამოს მოტოციკლეტებით იჭრებოდნენ სოფლებში და უწესრიგოდ ესროდნენ ადამიანებს. ამ ქვეყნებში მოქმედი ბოევიკები ექსტრემისტული ტერორისტული დაჯგუფების – „ისლამური სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში“ – წევრები არიან. ეს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (გფრ-ში აკრძალულია) სტუქტურას წარმოადგენს.

აფრიკის აღმოსავლეთში: სომალში, კენიაში და მზობელ ქვეყნებში ქრისტიანების დევნას ახორციელებს ტერორისტული დაჯგუფება „აშ-შაბააბი“. ტერორისტების ძირითადი ტაქტიკაა საქალაქთაშორისო ავტობუსებზე თავდასხმა, რა დროსაც გამოაყოფენ ხოლმე მუსლიმებს ქრისტიანებისგან და ამ უკანასკნელებს ხოცავენ. 2021 წლის დასაწყისში კენიაში ეკლესიების დაწვის მთელი სერია მოაწყვეს.

Illustration_3.jpg

უკანასკნელ დროს ტერორისტული ჯგუფები გააქტიურდნენ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (კდრ), ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში, კამერუნში და მოზამბიკში. კდრ-ს ქრისტიანი მოსახლეობისათვის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს ექსტრემისტული დაჯგუფება „გაერთიანებული დემოკრატიული ძალები“ (გდძ). მხოლოდ 2020 წელს გდძ-ს კისერზეა 849 ადამიანის სიკვდილი სამოქალაქო მოსახლეობას შორის – ძირითად, ქრისტიანების. 2021 წლის იანვრში გდძ-ს ბოევიკებმა მშვიდობიანი მოსახლეობის მთელი რიგი მასობრივი მკვლელობა ჩაიდინეს, – უმთავრესად ქრისტიანულ სოფლებში. საერთო ჯამში დაახლოებით 100 კაცი დახოცეს. 2021 წლის მარტში ტერორისტებმა რამდენიმე თავდასხმა მოაწყვეს მშვიდობიან მოსახლეობაზე დ მათი მსხვერპლი ათობით ადამიანი გახდა. რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა მოზამბიკის ჩრდილოეთში, ქალაქ პალმაზე ბოევიკების თავდასხმის შედეგად, სადაც საფრანგეთის ბევრი მოქალაქე ცხოვრობდა; ესენი იყვნენ კომპანია Total-ის თანამშრომლები, რომელიც სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის გადამამუშავებელ და გამათხევადებელ უმსხვილეს კომპლექსს აშენებს. სამხედროებმა განაცხადეს ქალაქის გათავისუფლების წარმატებული ოპერაციის შესახებ, რასაც რამდენიმე დღე დასჭირდა.

2021 წლის მარტში კვლავ გააქტიურდა ბოევიკების მოქმედება ქრისტიანთა წინააღმდეგ ეთიოპიაში, სადაც ქრისტიანები სისტემატურად განიცდიდნენ თავდასხმებს 2019-2020 წლებში. სულ ცოტა 29 ადამიანი მოკლეს ექსტრემისტებმა ეთიოპიის ეკლესიის ტაძარზე თავდასხმისას ქვეყნის ცენტრალური ნაწილის ორომიის რეგიონში. დაიღუპა სამრევლოს წინამძღვარი და 21 ქალი – რომელთაგან ზოგიერთი ჩვილთან ბავშვთან ერთად იყო. თავდამსხმელები მიეკუთვნებოდნენ „ორომოს განთავისუფლების ფრონტის“ მებრძოლ ფრთას (OLF).   

ეთიოპიის ეკლესიის ტაძრები, სამღვდელოება და მრევლი სისტემატური თავდასხმების ობიექტებად 2019 წ. აგვისტოში იქცნენ. მაშინ მოხდა ტაძრების და მონასტრების პირველი მასიური დარბევა, მღვდლებისა და მრევლის დახოცვა, მათ შორის, ღვთისმსახურების დროს. დაიხოცა ასობით, დაზარალდა ათასობით ადამიანი.   

2020 წ. ექსტრემისტული აქციები გაგრძელდა და ქვეყნის დედაქალაქამდე – ადის-აბებამდე მიაღწია. ვანდალები დასარბევად თავს დაესხნენ უმსხვილეს ტაძრებს, ხოლო ერთ-ერთ მშენებარე ტაძარის ტერიტორიაზე სასტიკი ხოცვა-ჟლეტვა მოაწყვეს. დარბევები ეთიოპიის სხვა რეგიონებშიც გაგრძელდა.

ამ დროისათვის შეიძლება ვილაპარაკოთ რამდენიმე ათას მოკლულზე, ათობით ათას დაჭრილზე, მათ შორის ისეთებზეც, მძიმე დასახიჩრება რომ მიიღეს და ინვალიდებად დარჩნენ (სულ ცოტა ათასი კაცი კი უგზოუკვლოდ დაიკარგა). ადამიანებს კვეთდნენ კიდურებს, ტეხდნენ ხერხემალში, თვალებს თხრიდნენ და ა. შ. მკვლელობებს სასტიკი ფორმით ახორციელებდნენ: ქვებით ან ქოლავდნენ და რკინის არმატურებს ურტყამდნენ. არად დაგიდევდნენ მსხვერპლის ასაკს, სქესს; არ ასხვავებდნენ ქალს, ბავშვს, მოხუცს..

უკანასკნელ ხანებში ექსტრემისტთა თავდასხმების დამახასიათებელი ნიშანი გახდა, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეში ქრისტიანული სოფლების დარბევა, ადგილობრივი ქრისტიანების მკვლელობა და მათზე ძალადობა, ტაძრების დაწვა და შიგ მრევლის გამოწვა.

Illustration_4.jpg

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურად დგას აფრიკელ ქრისტიანთა დასაცავად. უკანასკნელ წლებში პირდაპირი კონტაქტები დამყარდა კონტინენტის ძირითად ქრისტიანულ ეკლესიებთან, მათ შორის უმსხვილესებთან – ეთიოპიისა და კოპტურ ეკლესიებთან. მათთან მუშაობას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ახორციელებს ორმხრივი სადიალოგო კომისიის მუშაობის ფარგლებში. ეთიოპიისა და კოპტური ეკლესიების წარმომადგენლები არაერთხელ სწვევიან რუსეთს.

როგორც წესი, დევნის ფაქტები დაუსჯელი რჩება, დუმს მასმედია და ყოველივე ეს მსოფლიოსთვის თითქმის შეუმჩნეველია. ამრიგად, ეთიოპიის ეკლესიის წევრთა მხარდაჭერის ერთ-ერთი ფორმა გახდა, მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მსოფლიო საზოგადოებისათვის.   

ეთიოპიის ეკლესიის თხოვნით, მოსკოვის საპატრიარქომ მიიღო ზომები, ეთიოპიაში ქრისტიანთა დევნის საკითხისადმი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად. დამყარებულია მუდმივი კონტაქტი ეთიოპიის ეკლესიის ხელმძღვანელობასთან. მისი იერარქები სსკგ-ს მიმართავენ ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით. ეთიოპიაში შენარჩუნებულია ტრადიციულად დადებითი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. 2019 წლის შემოდგომაზე ეთიოპიას რუსეთიდან ეწვია საეკლესიო და საერო მასმედიის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სსკგ-ს მდივანი ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების საკითხებში მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი). ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დელეგაციას ხვდებოდა ხალხის დიდი ჯგუფები, რუსეთის დროშებით და ტრანსპარანტებზე ვ. ვ. პუტინისა და პატრიარქ კირილეს სურათებით.

Illustration_5.jpg

2019 წ. დეკემბერში უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ეთიოპიის პატრიარქ აბუნა მათესა და ეფდრ-ის პრემიერ-მინისტრ ა. ალის წერილი გაუგზავნა, სადაც შეშფოთებას გამოხატავდა ქვეყანაში საგანგაშო ვითარების გამო და მხარდაჭერას აღუთქვამდა. მისი უწმინდესობის წერილში აღნიშნული იყო, რომ ეთიოპიის მოვლენები იმავე რიგში დგას, რომელშიც მსოფლიოს სხვა რეგიონებია ქრისტიანების დევნის მხრივ, სადაც ადგილი აქვს რელიგიური ფაქტორის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების მცდელობებს, პარალელურად კი ტრადიციული ქრისტიანების დასუსტებასა და დაშინებას.

ეთიოპიასა და აფრიკის სხვა ქვეყნებში არსებული ვითარებისადმი ყურადღების მისაპყრობად, 2020 წლის დეკემბერში შედგა საერთაშორისო ონლაინ-კონფერენცია „აფრიკაში ქრისტიანთა მდგომარეობის შესახებ“. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ კოპტური ეკლესიის პატრიარქი ტავადროს II და ეკვატორიალური აფრიკის ქვეყნების უმსხვილესი ეკლესიების წარმომადგენლები.

ამ კონტექსტში აუცილებელია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ აფრიკის „კარიბჭეს“ წარმოადგენს ეგვიპტე, ხოლო საკვანძო პარტნიორს შესაბამისი პროექტების რეალიზაციის პროცესში – კოპტური ეკლესია. ეს განპირობებულია კოპტური ეკლესიის ისტორიული როლით და აფრიკის კონტინეტზე მისი დიდი გავლენით. 

Illustration_6.jpg

მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს კოპტურ ეკლესიას მოსკოვის საპატრიარქოსთან, განსაკუთრებით, უკანასკნელი 7 წლის მანძილზე. კოპტური ეკლესია იყო უძველეს აღმოსავლურ ეკლსიებს შორის პირველი, ვისთანაც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ სადიალოგო კომისია ჩამოაყალიბა (2016 წ.), რომელიც დღესაც განაგრძობს მუშაობას. პატრიარქ ტავადროსი ორჯერ იმყოფებოდა რუსეთში (2014 და 2017 წწ.) და შეხვედრები ჰქონდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ. ვ. პუტინთან და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესთან. კოპტურმა ეკლესიამ და მოსკოვის საპატრიარქომ არაერთხელ გაცვალეს ვიზიტები მასმედიის წარმომადგენლების, სინოდალური განყოფილებებისა და მონაზონთა დელეგაციების დონეზე. 

Illustration_7.jpg

მოსოვის საპატრიარქო ასევე ახორციელებს ნიგერიელ ქრისტიანებთან თანამშრომლობის პროექტებს იმ მზნით, რომ მიიპყროს მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ამ ქვეყანაში ქრისტიანთა დევნის თაობაზე. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მიერ დამყარებულია კონტაქტები ნიგერიის უმსხვილეს ეკლესიებთან. მნიშვნელოვან მოვლენად იქცა 2019 წ. ნიგერიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქრისტიანული თემის – „ღვთის ეკლესია“ – წარმომადგენლის, ენტონი კეხინდე ადებაიოს ვიზიტი რუსეთში.   

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება პირდაპირ კონტაქტზეა აფრიკელი ქრისტიანების წარმომადგენლებთან, რომლებიც ენდობიან რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ეს კონტაქტები წარმოდგენს უნიკალურ რესურსს, ესოდენ აუცილებელს აფრიკული მიმათულებით ჰუმანიტარული პროექტების განსახორციელებლად.

ჰუმანიტარული დახმარების საკითხი მეტად აქტუალურია ეთიოპიისა და ნიგერიისათვის. სხვა ქვეყნებში ქრისტიანების მხრიდან არსებობს ინფორმაციული მხარდაჭერის მოთხოვნილება რუსეთისგან – მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად ქრისტიანთა დევნის პრობლემისადმი. მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ფაქტორია, აფრიკულ ეკლესიებთან ვიზიტების გაცვლა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ქრისტიანები უმცირესობაში არიან.

სტატიის ავტორი
Portal editors
გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب