მთავარი გვერდი სტატიები
რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე დასავლურ საზოგა…

რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში ტრადიციული მორალი და ფასეულობანი



ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების კონცეფციას, რომელიც დასავლური საზოგადოების ფუძემდებელი დოქტრინა გახდა, განუხრელად უჭირავს ლიბერალიზაციის კურსი. სწორედ ლიბერალიზმი იქცა ნოვაციების მთავარ ტრენდად ადამიანის სიცოცხლის დასაწყისისა და დასასრულის, ოჯახის წევრებსა და სქესებს შორის ურთიერთობის კანონმდებლობით დარეგულირების სფეროში. ტრადიციული ფასეულობები იმუნათება და მარგინალების წილხვედრად ცხადდება. და ეს ხდება იმ პირობებში, როცა ტრადიციული მორალის მატარებელი მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობაა.

ღრმა შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ადამიანის საბაზისო უფლებებისა და თავისუფლების სფეროში კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, ლგბტ-იდეოლოგიის, გენდერული იდენტობის, აბორტზე და ევთანაზიაზე უფლებების წახალისება და შემდგომი წინწაწევა – ეს ყველაფერი არა მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ინიციატივად რჩება, არამედ, დასავლეთის რიგი ქვეყნების ეროვნული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად და საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგად იქცა.

ევთანაზია


ფართოვდება დასავლეთის იმ სახელმწიფოთა წრე, რომლებიც ევთანაზიის ლეგალიზაციის გზას დაადგნენ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში ეს თემა ჯერ კიდევ დისკუსიის საგანია და მასზე საზოგადოებრივი კონსენსუსი არ არსებობს, მაინც ხდება მისი ნორმად შემოღება კანონმდებლობასა და უფლებაგამოყენებით პრაქტიკაში.
დღეს უკვე ევთანაზია დაკანონებულია ნიდერლანდებში, ლუქსემბურგში, ბელგიაში. შვეიცარიაში ნებადართულია ასისტირებული სუიციდი. სახიფათოდ იზრდება იმ ევროპულ სახელმწიფოთა რიცხვი, სადაც ნებაყოფლობითი სიკვდილი ოფიციალურად არის ნებადართული. მაგალითად, 2021 წლის მარტში ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ცენტრისტული და მემარცხენე პარტიების მხარდაჭერით, მოიწონა კანონპროექტი სახელმწიფოში ევთანაზიის ლეგალიზაციის შესახებ. ეს დოკუმენტი უფროსი ასაკის ადამიანებს ნებას რთავს, „სერიოზული და განუკურნებელი“ ავადმყოფობის შემთხვევაში, განახორციელონ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის გადაწყვეტილება.
თუმცაღა, კანონპროექტს შეურიგებელი მოწინააღმდეგენიც გამოუჩნდნენ მემარჯვენე პოლიტიკური ძალებისა და რელიგიური თემების სახით, რომლებიც ევთანაზიას დაუშვებლად მიიჩნევენ. კერძოდ, საკუთარი პროტესტი გამოხატა ესპანეთის კათოლიკი ეპისკოპოსების კონფერენციამ, ხოლო მემარჯვენე პარტიამ Vox-მა განაცხადა, რომ თუ ამ კანონს მიიღებენ, მას ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ესპანეთის ზედა პალატის მიერ კანონპროექტის მოწონებისა და მეფის მხრიდან ხელმოწერის შემთხვევაში, მოხდება დანაშაულის შემადგენლობის დეკრიმინალიზაცია და ქვეყანა სერიოზული ეთიკური პრობლემების წინაშე დადგება. ჯერჯერობით, ესპანეთში მოქმედი კანონმდებლობით, ნებაყოფლობით სიკვდილში დახმარების გაწევა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეზობელი პორტუგალიის პარლამენტი 2021 წლის იანვარში შეეცადა, მიეღო ანალოგიური კანონი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო მისი მთელი რიგი დებულებები, პრეზიდენტმა კი მას ვეტო დაადო.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავს კანონპროექტებში ხაზგასმულია ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხრიდან ევთანაზიაში დახმარებაზე უარის თქმის უფლება, თუ ეს მათ შეხედულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. თუმცა, ხომ არ გახდება ეს უარზე უფლება თავისებური სატყუარა იმისათვის, რომ კანონმდებლებმა თანხმობა მიიღონ ევთანაზიის პრაქტიკაზე, როგორც ეს მოხდა თავის დროზე ექიმების მხრიდან აბორტის გაკეთებაზე უარის თქმის აკრძალვასთან დაკავშირებით? ყველა საფუძველი არსებობს იმისა, რომ ევთანაზიის პრაქტიკის განვითარება არ გაჩერდება მხოლოდ ნაციონალური ხელისუფლებების მხრიდან აღიარებაზე და სულ ახალ და ახალ ფორმებს მიიღებს – ახალგაზრდულს, მობულირს – როგორც ეს ნიდერლანდებში უკვე არსებობს.


სექსუალური უმცირესობები


სექსუალური უმცირესობების უფლებების თანმიმდევრობითი დაცვის კურსი აღებული აქვს აშშ-ს დემოკრატიულ ხელისუფლებას. ფედერალურ ხელისუფლებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე აშშ-ს ისტორიაში პირველად ინიშნებიან ლგბტ-ს ღია წარმომადგენლები.
ამ პროცესმა ცალკეული შტატები მოიცვა. მაგალითად, კალიფორნიაში გამომუშავებული კანონპროექტი „АВ 655“, გულისხმობს პოლიციაში მსახურების აკრძალვას იმ პირებისათვის, ვინც აბორტებისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის. კანონის ამ პროექტის მიხედვით უნდა მოხდეს პოლიციაში მსახურების მსურველის წარსულის გამოკვლევა, მათ შორის, იმის თაობაზე, მიეკუთვნება თუ არა კანდიდატი ე. წ. „სიძულვილის ჯგუფებს“, ანუ იმათ რიცხვს, ვინც სექსუალურ უმცირესობათა უფლებების გაფართოებისა და ერთნაირსქესიანთა კავშირების წინააღმდეგია. „სიძულვილს ჯგუფებს“ მიაკუთვნებენ აბორტის მოწინააღმდეგეებსაც, არსებითად კი ყველა იმას, ვინც ტრადიციული მორალის მხარდამჭერია.
ევროპის პარლამენტმა ევროკავშირის ტერიტორია „ლგბტ-ს თავისუფალ ზონად“ გამოაცხადა. რეზოლუციაში, რომელსაც 492 დეპუტატმა დაუჭირა მხარი (კენჭისყრისას 141 დეპუტატი წინააღმდეგი იყო, 46-მა თავი შეიკავა), ნათქვამია, რომ ევროკავშირში მმართველობის ყველა დონეზე ხელისუფლებამ უნდა დაიცვას და წაახალისოს თანასწორობა და მოქალაქეთა, მათ შორის, ლგბტ-ს წარმომადგენლების უფლებები. ამ დოკუმენტის თანხმად, ევროკაშირის ტერიტორიაზე ლგბტ-ს წარმომადგენლებს შეუძლიათ თავისუფლად იცხოვრონ და „საკუთარი ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის სახალხოდ დემონსტრირება მოახდინონ ისე, რომ არ შეექმნათ შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციის ან დევნის საფრთხე“.
საგანგაშოა ევროპული შეხედულებების გავრცელების მცდელობები სექსუალური უმცირესობების უფლებებისა და თავისუფლების შესახებ თანამედროვე სერბეთსა და უკრაინაში. სერბეთში გამომუშავებულმა კანონმა ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის შესახებ, ქვეყანაში პროტესტების ტალღა გამოიწვია, მათ შორის, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან. დოკუმენტის თანახმად, ჰომოსექსუალებს, რომელთა პარტნიორობაც სახელმწიფო ორგანოების მიერ იქნება დარეგისტრირებული, უფლება მიეცემათ ისარგებლონ საპენსიო, სამედიცინო დაა სოციალური დაზღვევების იგივე პაკეტებით, რომლითაც ტრადიციული ოჯახები სარგებლობენ. კანონპროექტი, რა თქმა უნდა, არ ათანაბრებს ერთნაირსქესიანთა პარტნიორობას ქორწინებასთან, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირს, მაგრამ ეს უკვე ღიად გადადგმული ნაბიჯია ერთნაირსქესიანთა თანაცხოვრების სრულფასოვანი აღიარებისაკენ.
უკრაინის მასმედიის ინფორმაციით, უკრაინის კულტურის სამინისტრომ და „უკრაინის წიგნის ინსტიტუტმა“ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის აგრესიული პროპაგანდის ნიშნებიი შემცველი წიგნის – „პრინცესა+პრინცესა: ხანგრძლივობა და ბედნიერება“ 1240 ეგზემპლარი შეისყიდეს 5 წლიდან ასაკის ბავშვებში გასავრცელებლად. ლგბტ-ური ურთიერთობის თემაზე მომზადებული კომიქსები დარიგებულია საბავშვო და სასკოლო ბიბლიოთეკებში უკრაინის მთელს ტერიტორიაზე.
გამომცემლები არც უარყოფენ, რომ წიგნი მიმართულია ადამიანთა შორის ურთიერთობაზე „სტერეოტიპული წარმოდგენების“ გადასალახავად, მათ შორის, სქესის ნიშნით.
უკრაინა ირჩევს განვითარების ევროპულ ვექტორს, ამასთან ერთად კი ეთანხმება ისეთი ნორმებისა და ღირებულებების მიღებას, რომლებსაც არასდროს იზიარებდა უკრაინელი ხალხი. ასეთი „ევროპული იდეალები“, რომლებიც ანგრევენ ტრადიციული ოჯახისა და სქესთა შორის ურთიერთობის შესახებ წარმოდგენებს, წინააღმდეგობას აწყდება უკრაინის რელიგიური თემების მხრიდან და საზოგადოებაში დაძაბულობასა და დაპირისპირებას წარმოშობს.
ამ დროს რუსეთშიც გვესმის იმ ადამიანთა ხმები, ვინც საჭიროდ მიიჩნევს ერთნაირსქესიანთა თანაცხოვრებაში მყოფი პირების ქონებრივ უფლებათა დაკანონებას. თავიდან შეგიძლება მოგვეჩვენოს, რომ ასეთი ინიციატივები მიმართულია მხოლოდ ქონებრივ-სამართლებრივი რეჟიმის დასადგენად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ერთნარსქესიან თანამცხოვრებთა ინტერესები. თუმცა ევროპული ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც შორს წაიწივნენ ლგბტ-ს უფლებათა დაცვის საქმეში, გვაჩვენებს, რომ ერთნაირსქესიანთა კავშირის ლეგალიზაცია მათთან იწყებოდა სწორედ პარტნიორთა ქონებრივი უფლებების დაკანონებით. თავის დროზე ასე მოხდა, მაგალითად, გფრ-ში.
2001 წლიდან ჰომოსექსუალურ წყვილებს გერმანიაში შეეძლოთ თავიანთი ურთიერთობა გაეფორმებინათ მხოლოდ ე. წ. „სამოქალაქო პარტნიორობაში დარეგისტრირებით“, რაც გულისხმობდა პარტნიორების ქონებრივი და სოციალური უფლებების დაცვას. 2005 წელს მათ მიიღეს ბავშვების შვილად აყვანის შეზღუდული უფლება იმ პირობით, რომ ბავშვსა და ერთ-ერთ მშობელს შორის იარსებებდა სისხლისმიერი ნათესაობა. 2013 წელს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან შვილად აყვანა შეიძლება გავრცელდეს არა სისხლისმიერ ნათესავ ბავშვებზეც. 2017 წელს, მრავალჯერი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ბუნდესტაგმა მიიღო კანონი „ქორწინების ყველასთვის დაშვების შესახებ“, რომელიც გულისხმობს ერთნაირსქესიანთა კავშირის სრულ აღიარებას გერმანიაში და ტრადიციულ ოჯახთან მის სრულ გათანაბრებას.
რაც უფრო ძლიერდება საზოგადოებაში ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის მიმართ ტოლერანტობა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებების გაზრდა დასავლეთის სახელმწიფოებში, მით უფრო იზრდება მათი რიცხვი, ვინც იწყებს ლგბტ-სთან საკუთარი თავის ასოცირებას და ეს პირველ რიგში ახალგაზრდებში ხდება. 2021 წლის თებერვალში გელაპის ამერიკულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში აშშ-ში იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც საკუთარ თავს ლგბტ-ს წარმომადგენლად მიიჩნევს, რამდენჯერმე გაიზარდა. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ბისექსუალების რაოდენობა 38-ჯერ მეტი გახდა. მათ ასევე მოჰყავთ მონაცემები, რომლებიც რამდენიმე უკანასკნელი წლის განმავლობაში ლგბტ-ს წარმომადგენელთა შესამჩნევ მატებაზე მიუთითებს. 2020 წელს 5,6% ზრდასრული ამერიკელისა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენდა, როგორც ლგბტ-ს წარმომადგენელი, მაშინ როდესაც 2017 წელს ასეთი იყო 4,5%, 2016 წელს – 4,1%. 2012-2015 წლებში ზრდასრულ ამერიკელთა 3,5%-დან 3,9%-მდე მიიჩნევდა საკუთარ თავს ლგბტ-ს წარმომადგენლად.


გენდერული იდეოლოგია


ტრადიციული ცნობიერებისათვის კიდევ ერთ მტკივნეულ წერტილად იქცა ადამიანის გენდერული თვითინდეტიფიკაცია. და ეს არ არის მხოლოდ უნისექსის ტანსაცმელი, რომელიც გასულ საუკუნეში გამოჩნდა, ბიჭებისა და გოგონებისთვის საერთო ტუალეტი, ბიჭების გოგონებად და გოგონების ბიჭებად გადაცმევის სასკოლო ექსპერიმენტები, არამედ, იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს ახალი სოციალური და უფლებრივი ცნების -– გენდერის დამკვიდრებას. გენდერს არ აქვს კავშირი ადამიანის იმ სქესთან, რომელშიც ის დაიბადა.
გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია აშშ-ში განიხილება როგორც ადამიანთა შორის თანასწორობის მნიშვნელოვანი შემადგენელი. 2021 წლის თებერვალში აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ მიღო კანონპროექტი „თანასწორობის შესახებ“, რომლის თანახმადაც სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა სახელმწიფოს მხრიდან იმავე დონეზე იქნება დაცული, როგორც რასობრივი კუთვნილება. დაცვის მექანიზმების გამოყენებას საკმაოდ ფართო სპექტრი ექნება – განათლებისა და საცხოვრებლის სფეროდან დაწყებული და კრედიტების პოლიტიკით დამთავრებული.
კანოპროექტის მიღებამ ამერიკის საზოგადოებაში, რომელშიც ძლიერია ტრადიციული საწყისები, დიდი მღელვარება გამოიწვია. თვით წარმომადგენლობით პალატაშიც კი კენჭისყრამ პარლამენტარები პრაქტიკულად შუაზე გაყო (224 მომხრე და 206 წინააღმდეგი). აღნიშნული კანონპროექტი ამერიკის პარლამენტში განსახილველად ჯერ კიდევ 2019 წელს იქნა გამოტანილი, მაგრამ ვერ გაიარა რესპუბლიკური პარტიის მიერ კონტროლირებადი სენატი. რესპუბლიკელები და რელიგიური ჯგუფები ფართო მასშტაბით გამოვიდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ და არცთუ უსაფუძვლოდ ამტკიცებდნენ, რომ შემოთავაზებულმა ცვლილებებმა შეიძლება ქვეყნის მრავალი მოქალაქის რელიგიური მრწამსი შეურაცხყოს.
როდესაც გენდერული იდეოლოგიის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებაზე ვსაუბრობთ, მაგალითის სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ ძალადობის პრევენციის და მასთან ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (ცნობილი, აგრეთვე, სტამბულის კონვენციის სახელით) – იგულისხმება ქალებზე ძალადობა და ოჯახური ძალადობა. კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად 2011 წლის 11 მაისიდან. დღეისათვის მასზე 46 სახელმწიფოს ხელმოწერაა.
დოკუმენტის ზედაპირული გაცნობით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ის მხარდაჭერას იმსახურებს, რადგან ბრძოლას უცხადებს ქალებზე ძალადობას, იცავს მის და ასევე, ოჯახის უფლებებს. თუმცა ყურადღებით თუ წავიკითხავთ, აღმოჩნდება, რომ კონვენციის ქსოვილში ჩაქსოვილია გენდერი, რომელიც ძირს უთხრის ადამიანების ბუნებრივ სქესობრივ განსხვავებას და ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებს. ნაციონალური ხელისუფლებების მიერ ამ საერთაშორისო დოკუმენტის აღიარებამ, მომავალში შეიძლება გამოიწვიოს ეროვნული კანონმდებლობის შეცვლა სქესებთან მიმართებით. ამიტომაც გახდა დოკუმენტი კრიტიკის ობიექტი.
გენდერული იდეოლოგიის გატარება, ასევე სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვა, გაეროს დღის წესრიგის ნაწილად იქცა. მიმდინარე წლის თებერვალში გაეროს უფლებათა დაცვის კომიტეტმა გამოაქვეყნა ლგბტ ჯგუფებისადმი მიმართვა, სადაც სთხოვენ მათ, შეატყობინონ „გენდერული იდეოლოგიის“ კრიტიკოსთა შორის „მთავარი მოქმედი პირების შესახებ“, და დაასახელონ მაგალითები, როცა „პოლიტიკური ან რელიგიური ლიდერები საჯაროდ გმობენ ან განცხადებით გამოდიან ლგბტ საზოგადოებების წესების წინააღმდეგ“.
მიმართვაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ რელიგურ ჯგუფებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლისა და ოჯახის დასაცავად გამოდიან.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ითხოვს, მიაწოდონ „ნებისმიერი მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყენებოდა გენდერის კონცეფცია რელიგიურ ისტორიებში ან ტრადიციების, ტრადიციული ფასეულობებისა და ოჯახის დაცვის შესახებ მონათხრობებში“ – საპირწონედ ლგბტ-ს უფლებების მხარდამჭერი ახალი კანონებისა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ის მასალები, რომლებიც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარედგინება, გამოყენებული იქნება შემდგომ მოხსენებაში (სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში) გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვის საკითხებში, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წინაშე გამოვა ჟენევაში თავისი მოხსენებით.
აბორტისა და ევთანაზიის ლეგალიზაციის მეშვეობით ადამიანის პიროვნების გაუფასურების პროცესში, – როდესაც სექსუალურ უმცირესობებს უმტკიცებენ სულ უფრო მეტ უფლებებსა და თავისუფლებას, როდესაც იშლება საზღვრები სქესებს შორის, – რელიგიური საზოგადოებები მოწოდებულნი არიან, თავისი ძალისხმევა და ენერგიები ტრადიციული საზოგადოებრივი და ოჯახური ზნეობის დასაცავად მიმართონ. ამის გაკეთება დღეს საჭიროა არა მხოლოდ რელიგიათშორისი ურთიერთობის დონეზე, არამედ, ასევე, ფართო საზოგადოებრივი დიალოგის დონეზეც და სახელწიფოსთან კონსტრუქციული თანამშრომლობითაც.
ლიბერალური იდეოლოგია – ეს არის აგრესიული, ხშირად მებრძოლი სეკულარიზმი, რომელიც პრეტენზირებს ადამიანის ცნობიერების მონოპოლიაზე, ვერ ითმენს თავისი ჰეგემონიის ალტერნატივას ან საწინააღმდეგო აზრს. მაგრამ რელიგიური თემები, საზოგადოებრივი ძალები, რომლებიც ფასეულობათა ტრადიციული სისტემის მომხრენი არიან, არ დათანხმდებიან გარიყულთა როლს, არ წავლენ იდეოლოგიურ გეტოში. ამის დამტკიცებას კი ჩვენ შევძლებთ ქრისტიანობის მტკიცე და ნათელი დამოწმების გზით, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო ასპარეზზე, და საკუთარი პოზიციის თანმიმდევრული დაცვით.


ავტორი: დეკანოზი სერგი ზვონარიოვი

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب