მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 30.10.2025. 2025 წლის 30 ოქტომბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას, რომელიც მოსკოვში დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში გაიმართა.
სხდომის გახსნისას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სინოდის წევრებს მოკლე მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც სინოდმა დღის წესრიგის მიხედვით დაიწყო მუშაობა, –იტყობინება პატრიარქის პრეს-სამსახური.
სხდომაში მონაწილეობას იღებენ:
წმინდა სინოდის მუდმივი წევრები: კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვას მიტროპოლიტი ვლადიმერი; ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე, ყაზახეთის რესპუბლიკაში სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური; ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი, ცენტრალური აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური; სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანოფი; კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე, პატრიარქის ადგილმონაცვლე მოსკოვის სამიტროპოლიტოში; მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი, სრულიად ბელარუსიის საპატრიარქო ეგზარქოსი; ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი, მოსკოვის საპატრიარქოს მმართველი; ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე; ვლადიმირისა და სუზდალის მიტროპოლიტი ნიკანდრე, მოსკოვის საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს თავმჯდომარე;
წმინდა სინოდის დროებითი წევრები: ვორონეჟისა და ლისკის მიტროპოლიტი ლეონტი; ბირობიჯანისა და კულდურის ეპისკოპოსი ლუკა; ალმეტიევის და ბუგულმის ეპისკოპოსი მეთოდე; სკადოვსკისა და ალეშკინის ეპისკოპოსი ფილარეტი; ენისეისა და ლესოსიბირის ეპისკოპოსი ეგნატე.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
18.09.2025
17.09.2025
02.08.2025