მოსკოვის საპატრიარქო
ირპენში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ბოლო ტაძარი წაართვეს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 20.09.2024. 2024 წლის 19 სექტემბერს, უკრაინის კიევის ოლქის ქალაქ ირპენში, „მეუ“-ს რეიდერთა ჯგუფმა ისარგებლა ქალაქის მერის – ალექსანდრე მარკუშინისა და პოლიციის მხარდაჭერით, და შეიჭრა და დაიპყრო წმინდა ნიკოლოზის ტაძარი და ქრისტეს აღდგომის სამლოცველო. ამის შესახებ ტელეგრამ-არხ „Дозор“-ზე დაყრდნობით იუწყება მჟკ.
„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს მთელს საკეთილმოწესეოში უკანასკნელი ტაძარი წაართვეს!“ – ნათქვამია შეტყობინებაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ყოვლადწმიდა სამებისა და დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრების მიტაცების შესახებ.
კეთილმოწესე დეკანოზ ალექსანდრე ფედორიჩკოს ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ტაძარს საკეტები შეუცვალეს და გამოაცხადეს, რომ ამიერიდან ის „მეუ“-ს ეკუთვნის.
მანამდე, 28 ივნისს, სქიზმატური სტრუქტურის აქტივისტებმა უკანონო შეკრება მოაწყვეს და ტაძრის უფლებაზე საბუთები გააყალბეს.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024