მთავარი გვერდი ახალი ამბები
წმინდა მიწაზე იორდანიის მთავარეპისკოპოსს თეოფილაქტეს გა…

წმინდა მიწაზე იორდანიის მთავარეპისკოპოსს თეოფილაქტეს გამოემშვიდობნენ

2021 წლის 9 ოქტომბერს, იერუსალიმის წმინდათა მოციქულთასწორთა კონსტანტინესა და ელენეს საპატრიარქო ტაძარში, იორდანიის მთავარეპისკოპოსის, ბეთლემში პატრიარქის ყოფილი ადგილმონაცვლის თეოფილაქტეს (გეორგადისი) წესის აგება აღესრულა.

წესის აგების წეს-განგება წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ შეასრულა, იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპატისა და სასულიერო პირების თანამსახურებით.

ღვთისმსახურებაზე ასევე ლოცულობდნენ იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიის თანამშრომლები მისიის ხელმძღვანელის არქიმანდრიტი ალექსანდრეს (ელისოვი) მეთაურობით და საბერძნეთის გენერალური კონსული ევანგელოს ველიორასი.

წესის აგებას დაესწრნენ იერუსალიმში ადგილობრივი ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლები.

წესის აგების დასრულების შემდეგ, იერუსალიმის საპატრიარქოს გენერალურმა მდივანმა, კონსტანტინიის მთავარეპისკოპოსმა არისტარქემ გამოსამშვიდობებელი სიტყვა წაიკითხა, რომელშიც საუბარი იყო გარდაცვლილი მწყემსთმთავრის მიერ ეკლესიის სხვადასხვა მორჩილებისას გაწეული ღვაწლის შესახებ.

სასახლეში ჩასვენებული გარდაცვლილი მეუფის ცხედარი საპატრიარქოს კარიბჭესთან გადაასვენეს, სადაც უნეტარესმა პატრიარქმა მიცვალებულთა ლიტია შეასრულა, რის შემდეგაც მიცვალებული მანქანით დასაკრძალ ადგილას გაასვენეს – ბეთლემში, ქრისტეს შობის ბაზილიკის სასაფლაოზე.

ბეთლემში, სასახლეში ჩასვენებული გარდაცვლილი იერარქის ცხედარი მთელ ქალაქში ხელით გაატარეს. ბეთლემის ქრისტეს შობის ბაზილიკის საკურთხევლის უკან დაკრძალვა გერასის მთავარეპისკოპოსმა თეოფანემ მრავალი მორწმუნის თანდასწრებით შეასრულა.

მისიის ხელმძღვანელის ლოცვა-კურთხევით გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაში მისმა მოადგილემ მღვდელმონაზონმა დომეტიანემ (მარკარიანმა) მიიღო მონაწილეობა.

იორდანიის მთავარეპისკოპოსის თეოფილაქტეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქის თეოფილე III-სადმი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სამძიმარი გამოხატა.

***

იორდანიის მთავარეპისკოპოსი თეოფილაქტე (ერში თეოდოსი გეორგიადისი) 1951 წელს, კოზანის (საბერძნეთი) სოფელ ხარავგში, უბრალო ბერძნულ ოჯახში დაიბადა. სასულიერო განათლება ქსანტის საეკლესიო სკოლაში (სემინარია) მიიღო.

1972 წელს იერუსალიმში ჩავიდა და პატრიარქის მისაღებში მდივნად დაინიშნა

1973 წლის 1 მარტს მონაზვნად აღიკვეცა თეოფილაქტეს სახელით და სამი დღის შემდეგ ბერ-დიაკვნად აკურთხეს.

სამი წლის განმავლობაში საპატრიარქო სკოლაში აღმზრდელის თანაშემწედ მსახურობდა, რის შემდეგაც 1976 წელს მიწის კომიტეტის მდივნად დაინიშნა.

1977 წლის სექტემბერში მღვდელმონაზვნად იქნა ხელთდასხმული და წმინდა ნიკოლოზის მონასტრის იღუმენად დაინიშნა; 1979 წელს კატამონის წმინდა სვიმეონის მონასტრის წინამძღვრად დადგინდა.

იმავე წელს ლენინგრადის (ახლანდელი პეტერბურგი) სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. 1981 წელს იერუსალიმის პატრიარქ დიოდორეს სსრკ-ში ვიზიტის დროს არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აყვანილი.

1984 წელს ლენინგრადის სასულიერო აკადემია დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით ნაშრომისთვის „დაბადების წიგნის ეთნოგრაფიული მონაცემები ისტორიული და არქეოლოგიური კვლევების ფონზე“.

იმავე წელს გაემგზავრა წმინდა მიწაზე, სადაც ბეთლემში მსახურობდა. 1985 წლიდან იერუსალიმის საპატრიარქოს ეკონომიკური კომისიის მდივანი იყო, ხოლო 1986 წლიდან – იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი.

1989 წლის ნოემბერში რუსეთში იერუსალიმის მეტოქიონის საქმიანობა განახლდა არბატზე მდებარე აღდგომის განახლების ტაძართან. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებით არქიმანდრიტი თეოფილაქტე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენლად და ამ ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1989 წლის 19 ნოემბერს საზეიმო წირვა შედგა, რომელსაც მინსკისა და ბელარუსის მიტროპოლიტი ფილარეტი (ვახრომეევი) უძღვებოდა, იერუსალიმის საპატრიარქოს მთავარი მდივნის ეპისკოპოსი ტიმოთეს (მარგარიტისი) (ახლანდელი ვოსტრსის მიტროპოლიტი) და მეტოქიონის წინამძღვრის არქიმანდრიტ თეოფილაქტეს თანამსახურებით.

1994 წელს იერუსალიმის მეტოქიონთან ჩამოყალიბდა უფლის წმინდა ცხოველმყოფელი საფლავის მოშურნეთა მართლმადიდებლური საზოგადოება, ხოლო 1997 წლის ნოემბერში – მოსკოველი საკვირველთმოქმედის წმინდა პეტრეს სახელობის დების კავშირი. 2001 წლამდე არბატზე მდებარე აღდგომის განახლების ტაძრის წინამძღვარი იყო.

2001 წელს იერუსალიმში დაბრუნებისთანავე დაინიშნა წმინდა სინოდის წევრად და დიდ სკევოფილაქსად (საეკლესიო ნივთების მცველი. - რედ.).

2003 წელს იგი გათავისუფლდა სკევოფილაქსის მოვალეობიდან და წმინდა თეოდორეს მონასტრის წინამძღვრად და წმინდანთა მოციქულთასწორთა კონსტანტინესა და ელენეს საპატრიარქო ტაძრის მღვდლად დაინიშნა.

2005 წლის 1 დეკემბერს იორდანიის მთავარეპისკოპოსად გამოირჩიეს და ბეთლემში პატრიარქის ადგილმონაცვლედ დაადგინეს, ასევე – ბეთლემის ქრისტეს შობის ბაზილიკის წინამძღვრად. 17 დეკემბერს, იერუსალიმის უფლის აღდგომის ტაძარში მისი მღვდელთმთავრად კურთხევა აღესრულა, რომელსაც იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III მეთაურობდა.

2012 წელს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი გახდა.

2012 წლის 9 ნოემბერს წმინდა სინოდის სხვა წევრებთან ერთად იერუსალიმის საპატრიარქოს სატახტო დარბაზში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესა და იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის შეხვედრაში მონაწილეობდა.

2017 წლის 24 თებერვალს იერუსალიმის საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით საეკლესიო სასამართლოს წევრად დაინიშნა.

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, რომელიც დაკავშირებული იყო კორონავირუსით დაავადების შედეგებთან, 2021 წლის 8 ოქტომბრის ღამეს გარდაიცვალა.

რუსეთის სასულიერი მისიის პრეს-სამსახური /

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب